წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანს სტანჯავს აზრი, თითქოს მთელმა ქვეყნიერებამ მისთვის მოიცალა, როგორ უნდა განდევნოს ის?
–ეს აზრი ბოროტისაგან არის, რომელიც ცდილობს ადამიანი სულიერად დაასნეულოს. ამგვარი აზრის მიმართ განურჩევლობა უნდა შევინარჩუნოთ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მასზე მინდობა ერთი წუთითაც არ შეიძლება. მაგალითად, ეჭვიანი კაცი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ნაცნობი ერთმანეთში ჩუმად საუბრობს, იფიქრებს: “ჩანს ისინი თავიდან ფეხებამდე მჩხრეკენ, მათგან ამას არ მოველოდი!” ის ადამიანები კი სინამდვილეში სულ სხვა რამეზე საუბრობენ. თუ ამგვარ აზრებს თავისუფლებას მივანიჭებთ, ისინი უფრო და უფრო გაძლიერდებიან და ადამიანი იქამდე მივა, რომ იმასაც იფიქრებს, თითქოს მას უთვალთვალებენ და სდევნიან. ვინმეს კიდევაც რომ ჰქონდეს “უეჭველი მტკიცებულებები” იმასთან დაკავშირებით, რომ გარშემომყოფნი მხოლოდ მისით არიან დაკავებულნი, მან უნდა იცოდეს, რომ ეს “ფაქტები” მაგიდაზე ეშმაკურად შემოუდგა ვიღაცამ, და ეს “ვიღაცა” მტრის გარდა სხვა არავინაა. რადგანაც ის ცდილობს, რომ ადამიანი მისგან ჩაგონებული აზრის სიმართლეში დაარწმუნოს. რაოდენ მზაკვარი რეჟისორია ეშმაკი!
ერთ ახალგაზრდას ვიცნობ, მიუხედევად იმისა, რომ ძალიან გონიერია, საკუთარი თავი დააჯერა, რომ თითქოს თვითონ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყოს. ეშმაკის მიერ მიწოდებული აზრების შეწყნარებით ამ ახალგაზრდამ საკუთარ თავს კომპლექსების მთელი რიგი შეუქმნა. მან თვითმკვლელობა სცადა, საშინლად გასტანჯა მშობლები, ღმერთმა მას ძალები და შესაძლებლობები მისცა, ეშმაკმა კი ეს ყველაფერი უსარგებლოდ უქცია. ასე იტანჯება ის ყმაწვილი და ტანჯავს სხვებსაც. არანაირად არ შემიძლია ამის გაგება: რისთვის იწყნარებენ ადამიანები ეშმაკის ზრახვებს და გაუსაძლისს ხდიან საკუთარ ცხოვრებას?! მერე კი ღმერთს ადანაშაულებენ იმაში, რაც მათ თავს ხდება. მას კი ჩვენ ესოდენ ძლიერად ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე! ასეთ ადამიანს რაც გინდა უთხარი, ვერაფერს შეასმენ. ვიდრე თვითონ არ მივა იქამდე, რომ არად აგდებდეს საკუთარ აზრებს, რომელსაც მას მტერი უგზავნის, ყოველგვარი საუბარი მასთან ტყუილუბრალო შრომა იქნება და მეტი არაფერი. – წმიდაო მამაო, მგრძნობიარობა – ეს სულიერი უძლურება, ავადმყოფობაა.
–არა, ღვთისმოსაობა და მგრძნობიარობა, სიფაქიზე – ესენი ბუნებრივი ნიჭებია, თუმცა, საუბედუროდ ეშმაკი ზოგჯერ ახერხებს, რომ ისინი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ის ხშირად ჩააგონებს მგრძნობიარე და ფაქიზ ადამიანს, რომ მან, ყველაფერი მუქ ფერებში წარმოიდგინოს, რომ მას ძალა არ ეყოს რაიმე განსაცდელის გადასატანად. ანდა მისი ნაწილობრივ გადატანის შემდეგ გადაიქანცოს, იმედი გაუცრუვდეს, გაწამდეს და ბოლოს და ბოლოს დასახიჩრდეს. თუკი შეძლებთ, რომ თანდაყოლილი მგრძნობიარობა სწორად წარმართოთ, მაშინ ის ზეცისკენ წაგიძღვებათ. თუ ნებას მისცემთ ეშმაკს, რომ თქვენი ეს თვისება თავისი სურვილისამებრ წარმართოს, მაშინ ის თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდება. თუ ადამიანი საკუთარ ნიჭებს თავის თავს არ მოახმარს, მაშინ მათ ეშმაკი მოიხმარს. ამგვარად ფლანგავს კაცი ღვთისგან მომადლებულ ნიჭებს. იმის მაგიერ, რომ ღმერთს მადლობდეს, ყველაფერი უკუღმა ესმის. თუ მგრძნობიარე ადამიანი საკუთარ აზრებს უჯერებს, იმან შესაძლოა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიიყვანოს. ცხადია არც გულგრილი ადამიანი იმსახურებს ქებას – თავისი გამუდმებული მისამღერით “ცხოვრებისეულ წვრილმანებზე,” მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ფსიქიატრიულში მაინც არ მოხვდება. სწორედ ამიტომაა, რომ ეშმაკი მგრძნობიარე ადამიანებზე ნადირობს.
პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)

Комментариев нет:
Отправить комментарий