ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 марта 2014 г.

კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც სიკეთედ აღიქვამს.

მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონე ბავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარაქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფებდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა. მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსამართლოდაც რომ გაარტყას, იყვის: "ღმერთმა ჩემი ძველი ცოდვების აღსახოცად დაუშვა, დიდება ღმერთს"! ხოლო, თუკი ადამიანს კეთილი  ზრახვა არ აქვს, მისი მოფერებაც რომ მოინდომო, იფიქრებს, რომ ხელი დასარტყმელად ასწიე. დააკვირდით მთვრალებს: ბოროტი ადამიანი სიმთვრალეში ყველაფერს ამტვრევს. ხოლო, თუ მთვრალს კეთილი გული აქვს, ტირის და ყველას ყველაფერს შეუნდობს. ერთი ასეთი გულკეთილი რომ დათვრა, აბუტყუნდა: "შენ მე მეგობრულად არ მიყურებ... კარგი... მე კი შენ ოქროში ჩაგსვამ"!..


 პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)

Комментариев нет:

Отправить комментарий