ის, ვისშიც მეტი ამპარტავნებაა, დაბნელებული ადამიანია. მისი გონება თითქოს გამონაბოლქვი აირითაა დაბინდული. საშინელ ცოდვებს აღასრულებს და ამას ვერ ხვდება. ერთმა ადამიანმა პირდაპირ განმიცხადა:“მე ყველა მიყვარს, მიყვარს ეშმაკიც, ის ხომ ბოროტი არ არის“. „აბა ეს საიდან მოიტანე, ღმერთს რომ ეშმაკისათვის სრული თავისუფლება მიეცა, ის ყველას დაგვტანჯავდა, ვის უნახავს ეშმაკისაგან სიკეთე, რომ შენ ელი?!“ მივუგე მე. მაგრამ ეს საცოდავი იმდენად იყო გონებადაბინდული, რომ მის დასახმარებლად რაც არ უნდა მეთქვა, მაშინვე იმაზე იწყებდა ლაპარაკს, რომ „ მისი გავლენის ქვეშ მოქცევას ვცდილობდი“. მაგრამ განა ამ აზრებისაგან გათავისუფლების მცდელობა გავლენის ქვეშ მოქცევაა?! ეს კაცი შეშლილი კი არ არის, მისი ტვინი ხომ მუშაობს?! მან უნდა შეიგნოს, რომ ამგვარი ლაპარაკი ეს იგივეა, რაც ქრისტეს უარყოფა. მტკიცება იმისა, რომ ეშმაკი ბოროტი არ არის, ეს ღვთის გმობაა.
აი , სწორედ ამ გზით ადამიანები ბოლოს და ბოლოს სატანის თაყვანისცემამდე დადიან. როდესაც სატანისტებს უცქერ, აშკარა ხდება, რომ ეს ადამიანები ეშმაკს დამონებიან. თვით მათ გარეგნობაზეც კი აღბეჭდილა რაღაც ეშმაკეული. ბნელ ძალებს სატანური მუსიკის მეშვეობით საბრალო ბავშვები იქით მიყავთ, საითაც მოესურვებათ. გამიგონია, რომ თუ როკ–მუსიკის ზოგიერთ ჩანაწერს უკუღმა მოუსმენ, სატანის მოხმობის სიმღერები გამოვა. იქამდეც კი დადიან, რომ სატანას ადიდებენ:“ სატანა, შენ გიძღვნი თავს“! რა საშინელებაა ეს.
–წმიდაო მამაო, ანუ ამპარტავნებას ადამიანის ეშმაკეულამდე მიყვანა შეუძლია?
–დიახ. დავუშვათ ადამიანი რაიმე ცოდვას აღასრულებს და თავს იმართლებს. თუკი მისთვისვე სასიკეთოდ ვინმე შენიშვნას მისცემს მას, ამბობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ.
დარწმუნებულია, რომ თვითონ უკეთესია იმ ადამიანებზე, ვინც შენიშვნებს აძლევენ და განიკითხავენ მათ. შემდეგ ნელნელა ის წმიდანების განკითხვასაც დაიწყებს, ჯერ–ახალი წმიდანების, შემდეგ–ძველების. „ამ წმიდანს არანაირი სასწაული არ აღუსრულებია, იმას კი ბევრი ნაკლი ჰქონდა“. ამბობს იგი. გადის მცირე ხანი და ეს ადამიანი კიდევ უფრო შორს მიდის განკითხვის საქმეში და წმიდა ეკლესიის კრებებს განიკითხავს:“ან ეს საეკლესიო კრებები, რად გინდა რომ კანონებს არ იღებენ“! მისი აზრით თვით საეკლესიო კრებებიც კი სცდებოდნენ. საბოლოო ჯამში კი ადამიანი იქამდე მიდის, რომ აცხადებს:“ მაგრამ რატომ გააკეთა ღმერთმა ის, რაც გააკეთა“? რა, განა ადამიანი თუ ასეთ მდგომარეობამდე მივა, ის გონებას კარგავს? არა! ის ეშმაკეული ხდება.
ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ეშმაკეული მოვიდა, რომელიც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა. ის ჩემთან მამასთან ერთად იყო მოსული. ეს ეშმაკეული დადიოდა ერთ ათონელ სასულიერო პირთან, რომელმაც იმის შიშით, რომ ბოროტი სული მასაც თავს დაესხმოდა, უთხრა შეპყრობილს:“ მაშ მაკურთხე“! აბა ამაზე რას იტყვით? კმარა , ამას თავი დავანებოთ! და მაშინ იმ შეპყრობილმა მამამისს უთხრა: „აი ნახავ, რომ მამა პაისიც დაადასტურებს, რომ მე ღმერთი ვარ“! და მამას სანაძლეო დაუდო მთელ ფულზე, რაც ქონდა, რო მას მეც ისე მივიღებდი, როგორც ღმერთს. მაგრამ, როგორც კი სკვნილზე ლოცვა დავიწყე, ეშმაკეული ნაკბენივით შეხტა:“ რას ბუტბუტებ მანდ, მე ყველა ცოდვა მაქვს ჩადენილი, რაც კი არსებობს. მე ჩავიდინე ეს ცოდვა... ის ცოდვა... ჩემში არის ეშმაკი, მე ღმერთად ვიქეც, უნდა დამთანხმდე, რომ მე ღმერთი ვარ. შენ კი არაფერი გაგიკეთებია. მარტო ბურტყუნებ და ბურტყუნებ“! რომ იცოდეთ რა სისაძაგლეს ლაპარაკობდა! მე განვრისხდი. „ აბა, დაიკარგე აქედან, წამხდარო ადამიანო“! შევუძახე და კარგადაც მოვცხე. აქ კი მთლად გაცოფდა. ჯიბიდან ფული ამოიღო და მამას მიუყარა. „აიღე შენი მოგებული, მე წავაგე“.
პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)

Комментариев нет:
Отправить комментарий