ღმერთი

ღმერთი

среда, 26 марта 2014 г.

ოპუს დეი - Opus Dei

ოპუს დეი - Opus Dei -  წმიდ ბენედიქტესეული წესდების თანახმად (თ. 43), ლიტურგიული ლოცვა, რადგანაც ის ღმრთის მსახურებად (dominicum servitum) მიიჩნევა. გამონათქვამის ეს შემოკლებული ვარიანტი ჩვეულებრივ აღნიშნავს 1928 წელს მადრიდში არაგონელი მღვდლის, ხოსე მარია ესკრივა დე ბალაგერის (1902-1975) მიერ დაარსებულ მამაკაცთა საზოგადოებას (Societas sacerdotalis sanctae Crucis et Opus Dei), რომელსაც 1930 წელს ქალთა შტოც დაერთო. 1943 წელს აღმოცენდა წმიდა ჯვრის სამღვდელმსახურებო საზოგადოება, დამტკიცებული პიუს XII-ის მიერ 1950 წელს სახელწოდებით წმიდა ჯვრის სამღვდელმსახურებო ინსტიტუტი. 1982 წელს იოანე პავლე II-მ ოპუს დეის პერსონალური პრელატურის სტატუსი მიანიჭა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერო ინსტიტუტის – ოპუს დეის მმართველი ორგანო 1946 წლიდან რომში მდებარეობს. დაახლოებით 72 000 მისი (საერო და სასულიერო პირები) წევრი, ვისი სახელებიც გასაიდუმლოებულია, ყველა კონტინენტის 80-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობენ, თუმცა განსაკუთრებით ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში არიან წარმოდგენილნი. ოპუს დეის სულიერება მისმა დამაარსებელმა წარმოადგინა 1939 წელს გამოცემულ წიგნში „გზა“. რელიგიური თვალსაზრისით ტრადიციონალისტური ტენდენციის მატარებელი ოპუს დეი მიზნად ისახავს ყოველდღიური ცხოვრების წმიდაყოფას დამოწმებისა და შრომის მეშვეობით, ლოცვისა და სულიერების კონტექსტში.



nplg.gov.ge





ოპუს დეი (ლათ. Оpus Dei — საქმე ღვთისა, სრული სახელი — წმინდა ჯვრისა და ოპუს დეის პრელატურა) — კათოლიკური ეკლესიის პერსონალური პრელატურა. ორგანიზაცია დაარსდა მადრიდში 1928 წლის 2 ოქტომბერს კათოლიკე მღვდლის ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერის მიერ — „ლოცვითი განმარტოების დროს ის ღვთის ნებას შეიცნობს“.

ოპუს დეის მიზანს რელიგიური განახლების იდეების პროპაგანდა და საზოგადოების პაპის ენციკლიკების სწავლებების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს. პრელატურის შტაბ-ბინა რომში მდებარეობს.




Комментариев нет:

Отправить комментарий