ღმერთი

ღმერთი

суббота, 12 апреля 2014 г.

ქუთაისი მსოფლიოს უძველესი ქალაქების ხუთეულში მოხვდა

  მსოფლიოს მასშტაბით არსებობს რამდენიმე უძველესი ქალაქი, რომელბიც ქრისტეს შობამდე რამდენიმე ათასეული წლით ადრე შეიქმნა, თუმცა ეს ქალაქები დღემდე დასახლებულ პუნქტებად გვევლინებიან.
უძველეს ქალაქებს შორის ქუთაისიცაა, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე შეიქმნა. ამის შესახებ ერთერთი უცხოური გამომცემლობა წერს:


1. იერიქონი - მსოფლიოში უძველესი ქალაქი მკვდარი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი ქრისტეს შობამდე 9 ათასი წლით ადრე შეიქმნა. იერიქონი რამდენიმეჯერ მტრის მიერ სრულად განადგურებული იყო, თუმცა, მოსახლეობამ მისი აღდგენა მაინც შეძლო. ქალაქი ულამაზესი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.

2. ბიბლოსი - ქალაქი რომელიც ქრისტეს შობამდე 6 ათასი წლით ადრე დაარსდა. ქალაქი გამორჩეული იყო იმ დროისათვის შესაბამისი მეთოდებით წარმოებული მედიკამენტებით, რომლითაც მიმდებარედ არსებული ქალაქებიც სარგებლობდნენ.

3. არგოსი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 5 ათასი წლით ადრე დაარსდა. არგოსი შესაძლოა ევროპაში ყველაზე ძველი ქალაქია. ქალაქმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ბერძნული მითოლოგიის შექმნაში.

4. სიდნი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 3 ათასი წლით ადრე დაარსდა. ქალაქი დაარსებიდან დღემდე ერთგვარი პორტის ფუნქციას ითვისებდა. ქალაქი ჰომეროსის ნაწარმოებშიც რამდენიმეჯერ არის ნახსენები.

5. ქუთაისი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა. ქალაქი საქართველოს დასავლეთით მდებარეობს, იგი უძველესი სახელმწიფოს გული და დედაქალაქი იყო. თავად საქართველო კი არგონავტების მოგზაურობასთან და მედეასთან არის ასოცირებული.

geworld.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий