ღმერთი

ღმერთი

суббота, 12 апреля 2014 г.

ძველი საბერძნეთი.


ძველი ბერძნების გავლენა ძვ. წ. VI ს.-ში.
ძველი საბერძნეთი, ელადა (ბერძნ. Hellas), ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-Vი სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.
   მიუთითებს პერიოდზე ბერძნულ ისტორიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. ძვ. წ. 750-დან (არქაული პერიოდი) ძვ. წ. 146 წლამდე (რომის მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არ მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა დასავლეთის ცივილიზაციას. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა რომის იმპერიაზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.
   ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა რენესანსს დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების ნეოკლასიკური აღორძინების პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.

ბერძნებამდე

  ბერძნული სამყარო ბალკანეთის ნახევარკუნძულს,ეგეოსისა და ადრეატიკის ზღვაში მდებარე კუნძულებს მოიცავს. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში კრეტასა და კიკლადის კუნძულებზე მინოსელთა ცივილიზაცია აღმოცენდა, დაახლ.ძვ.წ.1650 წლისათვის კი ბალკანეთის ნახევარკუნძუნზე მიკენელთა ცივილიზიცია გაჩნდა.

მითოლოგია და რელიგია

განვითარების ადრეულ საფეხურზე ძვ. საბერძნეთის მითოლოგია ქთონურ (chton - ქვესკნელი, რომელიც ურჩხულებს წარმოშობდა) ხასიათს ატარებდა. პირველყოფილი თემური წყობილების დროს ჭარბობდა ტოტემისტური, ფეტიშური და ანიმისტური წარმოდგენები. საერთო ბერძნული ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე მრავალი ადგილობრივი მნიშვნელობის ღვთაება არსებობდა. ოლიმპიური პანთეონის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი ძვ. წ. II ათასწლეულს დასრულდა. ძვ. ბერძნების წარმოდგენით, ღმერთები „თოვლიან“ მთაზე, ოლიმპზე, ცხოვრობდნენ და უზენაესი ღვთაების „ადამიანთა და ღმერთთა მამის“ ზევსის ნებას მორჩილებდნენ. ღვთაებებს მკაცრად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები: ათენა ომის, ხელოვნების, ხელოსნობის, ქალაქთა და ქვეყანათა მფარველი ღვთაება იყო, ჰერმესი - ვაჭრობისა, არტემიდა - ნადირობისა, აფროდიტე - სიყვარულისა და სილამაზისა და ა. შ.

არსებობს ბერძნული მითბის კლასიფიკაცია: კოსმოგენური მითები, თეოგენური მითები,ძირითადი მითოლოგიური ციკლები და ცალკეული მითები. კოსმოგენია –– წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვარსებობს ბერძნული მითების შემდეგი კლასიფიკისაგან " კოსმოს", რაც სამყაროს, წესრიგსს ნიშნავს. " გონე " კი აღნიშნავს დაბადებას, წარმოქმნას ე.ი. კოსმოგენური მითები გულისხმობს ისეთ მითებს, რომლებიც მოგვითხრობენ სამყაროს წესრიგის გაჩენაზე. თეოგენური მითები ––– მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან " თეოს ", რომელიც აღნიშნავს ღმერთს. თეოგენური მითები მოგვითხრობენ ღმერთების დაბადების, წარმოშობის შესახებ.

ძირითადი მითოლოგიური ციკლებში შედის: ტროას ომის ციკლი, არგონავტების ლაშქრობის შესახებ მითების ციკლი, თებეს შესახებ შექმნილი მითბის ციკლი. ცალკეული მითები ––– მითები ცალკეული პიროვნებების შესახებ. მაგ.მითი ნარცისის შესახებ და ა.შ.

ფრთინი გამონათქვამები ბერძნულ მითოლოგიაში:
განხეთქილების ვაშლი –––– ეს ოქროს ვაშლი ეკუთვნოდა განხეთქილების ქალღმერთ ერმისს. იგი არ დაპატიჟეს აქილევსის მშობლების პელევსისა და თეტისის ქორწილში. ამით განრისხებულმა, ოქროს ვაშლი წარწერით –––– უმშვენიერესს ––– შეაგორა ღმერთების ლხინზე. შეიქმნა კამათი ამ ვაშლის დასაკუთრებისათვის. პრეტენზიას აცხადებდნენ ჰერა , ზევსის მეუღლე.(კანონიერი ქორწინების ქალღმერთი ), აფროდიტა ( სიყვარულის ქალღმერთი ) და ათენა ( სიბრძნის ქალღმერთი ). - გადატანით ამ ფრაზას მაშინ ამბობენ, როცა ვინმე, საუბრის დროს საკამათო საგანს ჩმოაგდებს.
აქილევსის ქუსლი –––– აქილევსი ტროას ომის მონაწილე ცნობილი ბერძენი გმირია. მას დედა უკვდავი ქალღმერთი თეტისი ჰყავდა, ხოლო მამა –– მოკვდავი პელევსი. დედას სურდა შვილი უკვდავი გაეხადა და მას წმინდა მდინარის, სტიქსის წყლებში აბანავებდა ისე, რომ ქუსლები ხელით ეჭირა. ამდენად, აქილევსის ტანი იარაღისაგან იყო დაცული, სუსტი წერტილი კი ქუსლები იყო. იგი სწორედ ასე მოკლეს ტროას ომში. - გადატანით იტყვიან ადამიანის სუსტ წერტილზე.
ოდისევსი ––– ტროას ომის მონაწილე გმირს ერქვა. იგი ცნობილია,როგორც მოხერხებული და ცბიერი. მისი რჩევით ააგეს ბერძნებმა ხის ცხენი,რომლის მეშვეობითც დაიღუპა ქალაქი ტროა. - ოდისევსს იტყვიან მოხერხებულ და ცბიერ ადამიანზე.
ოდისეა ––– ოდისევსი ტროა ომის შემდეგ ათი წელი ბრუნდებოდა თავის კუნძულ ითაკაზე. ოდისეა ნიშნავს ხანგრძლივ მოგზურობას, ხიფათით სავსე მგზავრობას.
ტროას ცხენი ––– ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა დატოვეს ტროას მისადგომებთან. გდატანით ნიშნავს მტრის საჩუქარს,რომელსაც ვერ ენობი,ხიფათი მოქვს.
პენელოპე ––– ოდისევსის ცოლი,რომელიც ოცი წელი ელოდა მის დაბრუნებას. იგი ერთგული ცოლის სიმბოლოა. მის სახელთან არის დაკავშირებული მეორე გამონათქვამი პენელოპეს მოსასხამი, რომელიც დაუმთავრებელი, გაჭიანურებული შრომის სიმბოლოა.


ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო ცოდნა ხასიათდება სუსტი ემპირიული საფუძვლითა და ზოგადი ჰიპოთეზებისა და თეორიების სიჭარბით. ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო მეცნიერების აზროვნებამ დაასწრო შემდგომი ეპოქების მთელ რიგმეცნიერულ აღმოჩენებს. ელინიზმის ხანამდე (ძვ. წ. IV საუკუნის მიწურული) მეცნიერება დიფერენცირებული არ იყო; თითქმის ყველა ფილოსოფოსი ბუნებისმეტყველიც იყო. ძვ. ბერძნული მეცნიერების სამშობლო მცირე აზიის იონიაა, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ აროსავლურ კულტურასთან, რომელმაც თავის მხრივ, დიდი გავლენა მოახდინა ძველი ბერძნული მეცნიერების განვითარებაზე. პირველი გეომეტრიული მონაცემები, ფარგლის გამოყენება, მზის დაბნელების დროის წინასწარ გამოანგარიშება, მეზღვაურთათვის რეკომენდაცია პატარა დათვის თანავარსკვლავედზე ორიენტირების შესახებ (და არა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული) დაკავშირებულია მილეტის სკოლის (ძვ. VI საუკუნე) დამაარსებლის თალესის სახელთან.

ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ,რომ მათი ღმერთები უკვდავები იყვნენ. მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი ეკავა რელიგიას,ისინი მრავალღმერთიანობას მისდევდნენ, მათ შორის აღმატებული გახლდათ ზევსი.

ძველი მაკედონია

მაკედონიის სამეფო (ბერძნ. Μακεδονία) — უძველესი სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ. წ. V-ძვ. წ. II საუკუნეებში.[1] მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ეპირუსი, ჩრდილოეთიდან პეონია, აღმოსავლეთიდან თრაკია და სამხრეთიდან თესალია. მისი მოსახლეობის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბერძნეთის მთავარი ცენტრებიდან დაშორებული და ზღვის სანაპიროს მოწყვეტილი მაკედონია საბერძნეთის სხვა ოლქებთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. მაკედონიაში ადრინდელ ხანაში ქალაქები თითქმის არ არსებობდა, მონობაც ნაკლებად იყო განვითარებული.

ძვ. წ. V საუკუნეში, არგეადების დინასტიის ხანაში, დაიწყო მაკედონიის გაერთიანება. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 495-450 წწ.) მთელი სამხრეთი მაკედონია გაერთიანდა, ხოლო მეფე არქელაეს (დაახლ. ძვ. წ. 413-399 წწ.) რეფორმებმა ხელი შეუწყვეს მაკედონიის განვითარებას. მის დროს სამეფოს დედაქალაქი ეგიადან პელაში გადაიტანეს.

მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. ძვ. წ. 338 წელს გამართული ქერონეიის ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპე II-ის მიერ მოწვეულ კორინთოს კონგრესზე (ძვ. წ. 338-337 წწ.) ბერძნულმა ქალაქებმა სცნეს მაკედონიის ჰეგემონობა. მაკედონიამ ბერძნულ პოლისებში თავისი გარნიზონები ჩააყენა და მმართველობის ოლიგარქიული ფორმები დაამყარა.



მაკედონია ფილიპე II-ის გარდაცვალების შემდეგ


ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის ალექსანდრე დიდის მეფობის პერიოდში. მან ძვ. წ. 336-334 წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, (სპარტის გამოკლებით) შემდეგ კი ძვ. წ. 334-323 წლებში სპარსეთის იმპერია დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა.

მაკედონიის იმპერია ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების პერიოდში.


სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მაკედონიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა ანტიგონიდების გამარჯვებით დასრულდა (ძვ. წ. 306 წ.). ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით დაიწყო ელინიზმის ეპოქა, რომელიც მაკედონიაში კრიზისით აღინიშნა. ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყბდა დიადოქოსების ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ძვ. წ. III საუკუნის 70-იან წლებში გალატების შემოსევა. ბერძნულ პოლისებს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდოდათ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა ეტოლიის კავშირის შექმნისა (ძვ. წ. 320 წ.) და აქაველთა კავშირის აღდგენის (ძვ. წ. 280 წ.) შემდეგ, მაგრამ ძვ. წ. 221 წელს ქ. სელასიასთან მაკედონიამ სპარტა დაამარცხა და ლაკონიკე იძულებული გახდა მაკედონიის ბატონობა ეცნო. მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ (ძვ. წ. 221-ძვ. წ. 179 წწ.) ეტოლიის კავშირის წინააღმდეგ ძვ. წ. 220 წელს მოკავშირეთა ომი წამოიწყო, მაგრამ ძვ. წ. 217 წელს, რადგან რომთან საბრძოლველად ემზადებოდა იძულებული გახდა ნავპაქტოსში ზავი დაედო სტატუს-კვოს შენარჩუნების პირობებით. მაკედონია რომთან ბრძოლებში დამარცხდა მაკედონური ომების დროს, რომაელებმა მეფე პერსევსის (ძვ. წ. 179-ძვ. წ. 168 წწ.) ჯარი პიდნასთან გაანადგურეს. მაკედონია გაძარცვეს და 4 ოლქად დაყვეს. ძვ. წ. 148 წელს მაკედონიაში იფეთქა ანტირომაულმა აჯანყებამ ანდრისკეს მეთაურობით. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მაკედონია სამხრეთ ილირიასა და ეპირთან ერთად რომის პროვინციად გამოცხადდა.

http://ka.wikipedia.org/wiki/მაკედონია_(ძველი)


Комментариев нет:

Отправить комментарий