ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 апреля 2014 г.

გაამსოფლიურების მწვალებლობა

არქიმანდრიტი ქრიზოსტომოს მაიდანუ

გაამსოფლიურების მწვალებლობა

გაამსოფლიურება არის ყოველგვარი მწვალებლობისა და ცრუ სწავლების საფუძველი. ადამიანის მოდგმის დაცემა - ეს არის გაამსოფლიურება. ამ თვალსაზრისით, ყოველგვარი გაამსოფლიურება დაცემაა. წუთისოფელი ნთქავს ეკლესიას, ის ეკლესიის ზეგავლენითაც კი არ იცვლება.

გაამსოფლიურება უძლიერეს ზეგავლენას ახდენს ეკლესიაზე, სურს ილაპარაკოს მის შესახებ, "აურიოს" მას გონება, შეუცვალოს ორიენტაცია და ქრისტედან ცენტრი გადაიტანოს ადამიანზე. გაამსოფლიურების სული მრავალგვარად ვლინდება და ისეთ საშუალებებს ეფარება, როგორიც არის კეთილშობილება, პურიტანიზმი და ფუნდამეტალიზმი. ასე, მაგალითად, თანამედროვე ბერძნების რელიგია წარმოგვიდგება როგორც გაამსოფლურების რელიგია, რომელსაც თვითკმაყოფილების ლიბრი გადაჰკრავს, მაგრამ ეს არის არა ღმრთითგამოცხადებული, არამედ კარგ ადგილას მოკალათების რელიგია.

რა არის გაამსოფლიურება?

ა) გაამსოფლიურებულ მდგომარეობაში ეკლესია მაშინ იმყოფება, როდესაც ის უკვე აღარ არის მარილი ქვეყნისას და გამიწიერებული ხდება. ის იქელება ადამიანთა მიერ და წუთისოფლის ინტერესებში ინთქმება. ის გარდაიქცევა იმ ყრმად, რომელიც ყველა სურვილისთვის მისაწვდომია. გაამსოფლიურება არარსებობისა და სიკვდილის ერთგვარი მდგომარეობაა. მას სურს, რათა ეკლესია მიჰყვებოდეს იმას, რაც ადვილი და მოსახერხებელია; თავის ცხოვრებაში ატარებდეს იმას, რაც ადამიანებს სურთ და უყვართ, და არა იმას, რაც ღმერთს სურს.

მართლმადიდებლურ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი კლერიკოსები და ერისკაცნი, ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულს კაცობრივ ორგანიზმად გარდააქცევენ და მას სოციალური ზრუნვის სალაროდ, პოლიტიკური საქმიანობის კანცელარიად გარდაქმიან, რომელიც ხშირად მრავალგვარ ინტერვიუს იძლევა და ურიცხვ განცხადებებს აკეთებს ცნობილ საკითხებთან დაკავშირებით; შესციცინებს ყველას, რადგან სურს რომ მოსწონდეთ, აქებდნენ და კმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სახარებისეულ სულს.

ბ) გაამსოფლიურება ძნელად ამოსაცნობია, რადგან ღმრთისგან აშკარა განდგომაში როდი ვლინდება. ის არავის ეწერება შუბლზე, არც მართლმადიდებლური ცხოვრების წესს უარყოფს და არც დოგმატებს. ის იდეოლოგიურად ქმნის დოგმატებს და არ განიხილავს მათ რეკომენდაციებს ცხოვრებისთვის. ის სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას განჰყოფს ერთმანეთისგან. ის ცხოვრობს საკუთარი სურვილის მიხედვით, იმის მიხედვით, რასაც მართებულად და სასარგებლოდ მიიჩნევს. ეს კი იწვევს რელიგიის ცვლილებას დოგმატის შინაგანი არსის ცვლილების გარეშე.

გ) გაამსოფლიურება ჭეშმარიტი სინანულის სულიერი წარწყმედაა, როდესაც ადამიანი აქ, ამ წუთისოფელში რჩება და ზეცად არ მიიწევს. იკარგება ასკეტიზმის ისიქასტური და ჯვრისმტვირთველი ღვაწლი, ჭირვება და ბრძოლა კათარზისისთვის.

დ) გაამსოფლიურების მდგომარეობაში ადამიანი არ აღენთება ღმრთისადმი სიყვარულითა და ღმრთის ხილვის სურვილით; ის ამაღლებულს არაფერს ითხოვს და უდაბლესითა და უმცირესითაც კმაყოფილდება.

დ) გაამსოფლიურების მწვალებლობა ღმრთისადმი მსახურებას, შედეგად კი თვით ეკლესიას განიხილავს, როგორც საკუთარი ინტერესების სამსახურში ჩაყენებულ საქმიანობას, როგორც ერთგვარ სამოსს მრავალთა შორის, რომელიც საკუთარი მოთხოვნილებებისთვისა აქვს განსაზღვრული. ამ მსახურებას ის სოციალური გამოყენების, განათლების, შრომა-გასწორებით სისტემებისა და პოლიციისადმი სამსახურის საზომით ზომავს. ის ასხვაფერებს მართლმადიდებლურ ცნობიერებას და აყალბებს საეკლესიო კრიტერიუმებს. გარეგნულად ის იმ მორალამდე კნინდება, ფარისეველს რომ ახასიათებს; ჩამოდის ჭირვეული ბავშვების "ტირილამდე", შეღავათების ფაქტორამდე და პირმოთნეობამდე.

ქრისტეს სიტყვების მნიშვნელობა "მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში" (მათე 21:31) მათ არ ესმით. გაამსოფლიურებული ქრისტეანები არიან დოსტოევსკის ის ქრისტეანები, რომლებიც, ქრისტე რომ მოსულიყო, ხელმეორედ გააკრავდნენ ჯვარზე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ებრძოდნენ პავლეს, ცდილობდნენ წინადაეცვითა ყველა ქრისტეანი და გაერთულებინათ ეკლესიის ცხოვრება. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ გახდნენ ღმრთის ადვოკატები. მათგან განსხვავებულად მოაზროვნე მოღალატედ ცხადდება.

გაამსოფლიურება - სათნოებათა მტერია. მისთვის არაფერს ნიშნავს სიკეთე, სარწმუნოება და ეკლესიური ცხოვრება. ის არის უსჯულოება და უკეთურება, პირმოთნეობა და დაცინვა. ის არის ღმრთის მადლის უარყოფა და ხრიკი, რომელსაც ერისკაცნი იმისთვის იყენებენ, ღმრთის მადლი რომ არ გაიკარონ.

გაამსოფლიურებას ახასიათებს:

1) ღმრთის გამოცხადების, უფლის განკაცების უარყოფა. ის მიმართავს არა ღმრთის გამოცხადებას იესუ ქრისტეში, არამედ ბუნებრივ რწმენას. წუთისოფელს ქრისტეში ცხოვნების არ სწამს, მაგრამ მას საკუთარი თავის, საკუთარი მიღწევებისა და ცოდნის სჯერა.

2) ბერ-მონაზვნობის უგულებელყოფა, ადამიანის მადლით განღმრთობისა და ვნებებთან ბრძოლის უარყოფა.

3) ქრისტეანთა ცხოვრებაში პირადი გამოცდილებისა და მოწმობის უარყოფა.

4) ცოდვილთა მიმართ უსიყვარულობა. თავისუფლება მორალისგან.

5) კრებითი ცნობიერების უარყოფა და მართლმადიდებლობის წიაღში პაპიზმის სულისკვეთების დანერგვა.

გაამსოფლიურება - ეს არის იერარქიისადმი უპატივცემობა. კლერიკოსთა და იერარქთა თავშეუკავებელი კრიტიკა. ისეთი აზროვნება, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ უნდა იხსნან ეკლესია. რომ ეკლესიას გადარჩენა სჭირდება. "ჩვენ კი ასეთი შემწეობა არ გვჭირდება".

თანამედოვე, გაამსოფლიურებული ადამიანები არ ეთანხმებიან უფლის სიტყვებს აპოკალიფსისში: "ჰე, მოვიდოდე უფალო იესუ". ჩვენ დღეს ვამბობთ, "უფალი არ მოვა", ჩვენთან ხომ ყველაფერი კარგადაა.

ΠΕΡΙΟΔΙΚΟ "ΔΙΑΛΟΓΟΣ" ΤΕΥΧΟΣ 28 - 2002


http://www.oldorthodox.ge/gvt_gaamsofliurebis_mwvalebloba.html

Комментариев нет:

Отправить комментарий