დეკანოზი ნიკოლოზ ივანოვი
ქრისტეანებს ხშირად ეკითხებიან: რატომ უშვებს ღმერთი ამდენ ბოროტებას? ასეთი კითხვა სრულიად ბუნებრივია მათთვის, ვინც ოდნავადაც კი არ ცდილობს მცირედით მაინც დაფიქრდეს ყოფიერების არსზე. ეს ანალოგიურია ჩვენთვის ცნობილი სხვა კითხვებისა, მაგალითად: ამა და ამ ოჯახში ბევრი ბოროტებაა - რას უყურებს ამ ოჯახის მამა? ან ამა და ამ სახელმწიფოში ბევრი ბოროტებაა - რას უყურებს მთავრობა? მაგრამ, ყოველ ჩვენთაგანს ესმის, რომ ბოროტების აღმოფხვრა ოჯახსა თუ სახელმწიფოში არც ისე ადვილია. ბავშვებიცა და მოქალაქეებიც შეიძლება იყონ ჯიუტები და ბოროტები, მაგრამ მარტო აკრძალვებითა და სისასტიკით შედეგს ვერ მიაღწევ. საჭიროა აღზრდა და მოთმინება. ხოლო როდესაც ლაპარაკია ღმერთზე, უცებ აცხადებენ: რატომ ითმენს ღმერთი ამდენ ბოროტებას?
შეიძლება გვიპასუხონ: მშობლები ან სახელმწიფო ყოვლისშემძლენი როდი არიან, ამიტომაც, მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ბოროტების აღმოსაფხვრელად და თანაც, ყოველთვის როდი აღწევენ დადებით შედეგს, ღმერთი კი ყოვლისშემძლეა. მისთვის არაფერია ერთი ბრძანებით აღმოფხვრას ყოველგვარი ბოროტება დედამიწაზე. მაგრამ, ასე მსჯელობენ მხოლოდ ისინი, ვინც ამ საკითხს, ასე ვთქვათ, ზერელედ უყურებენ და წარმოდგენაც კი არა აქვთ ქრისტეანული რელიგიის არსზე, მის სწავლებაზე ღმრთისა და ადამიანის შესახებ; ივიწყებენ, თუ რას წარმოადგენს ადამიანის პიროვნება და ადამიანური თავისუფლება. ამგვარნი არ უღრმავდებიან საკითხს და ბოლომდე არ არკვევენ რა არის სიკეთე და რა - ბოროტება.
ისინი, ვინც ადამიანთა შორის ბოროტების არსებობის გამო ღმერთს აძაგებენ, ხშირად ძალზედ ზედაპირულად მსჯელობენ ამ თემაზე და ხედავენ ბოროტების მხოლოდ დიდ და ვრცელ გამოვლინებებს, ისეთებს, როგორიცაა მაგალითად, ომები ან ადამიანის დამონება ადამიანის მიერ. სინამდვილეში ბოროტება უფრო ვრცელია. ის ადამიანის სულის სიღრმეში იბადება, ამიტომაც მოიცავს ის ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობებს, პირადი, ინტიმური ურთიერთობების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანთა სულის სიღრმეებიდან, ვისაც სძულს სიკეთე, აღიმართება ბოროტების ტალღა, მრავლდება და ბადებს ისტორიულ დანაშაულობებს, რომელთა გამო ხშირად ღმერთს ადანაშაულებენ.
კრიტიკოსებს უნდა ვკითხოთ, რა უნდა გააკეთოს ღმერთმა ბოროტების აღმოსაფხვრელად? ადამიანის სულის სიღრმეში გაჩენისთანავე უნდა აღმოფხვრას ყოველგვარი ბოროტი აზრი თუ მხოლოდ მაშინ ჩაერიოს, როდესაც ბოროტება გრანდიოზულ მასშტაბებს მიაღწევს? მოდი დავფიქრდეთ, რად გარდაიქცეოდა ადამიანი, თუ ის შემძლებელი ვერ იქნებოდა დამოუკიდებლად ეაზროვნა ან ესურვა რაიმე, და მის ყოველ აზრსა და ფიქრს ღმერთი გააკონტროლებდა? რად გარდაიქცეოდა ადამიანი, თუ ის მოაკლდებოდა თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ მოსურვებას და იძულებით იქნებოდა კეთილი? ეს უკვე ადამიანი აღარ იქნებოდა, არამედ უძლური ცხოველი, სათამაშო თოჯინა, რომელსაც გარეშე ძალა მისი ნების საწინააღმდეგოდ მართავს.
ღმერთი არ ართმევს ადამიანს თავისუფლებას, არ აჩერებს მის ნებას, თუნდაც ბოროტს, არამედ ასწავლის როგორ უნდა დაამყაროს დედამიწაზე თავისუფალი და სამართლიანი ცხოვრება. სახარება სიყვარულის ქადაგებაა და არა ძალადობისა. ამიტომაც, ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როდის უნდა მიმართონ შეგონებას და როდის იძულებას, თუკი მათ შორის აღმოჩნდებიან ისეთბი, ვინც ეწინააღმდეგება ძმურ სიყვარულს, ქრისტე რომ ქადაგებს.
შეიძლება ბევრი რამ ითქვას იმის შესახებ, რამდენად სასარგებლოა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალისხმევა ბოროტების აღსაკვეთად. ჩვენს სინამდვილეში შეუძლებელია ისეთი წესის შემუშავება, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ საზოგადოებრივ წყობაში იდეალური იქნებოდა. შეუძლებელია ძალისხმევით აღკვეთო ბოროტება, თუ ის ადამიანის გულის სიღრმეში იბადება.
განვმარტავთ ამას ოჯახის მაგალითზე. მამას შეუძლია შეაგონოს შვილს სიკეთის ქმნა და იძულებითაც კი წარმართოს ის ამა თუ იმ კეთილი საქმეებისკენ, მაგრამ მას არ შეუძლია აიძულოს შვილს იაზროვნოს და იფიქროს ისე, როგორც მას სურს. ადამიანის ცნობიერება თავისუფალია თავისი არსით. ის ექვემდებარება ზეგავლენას, ძალდატანებას და დარწმუნებას, მაგრამ შეუძლია რაღაც იდეა ან აზრი უარყოს ან შეიწყნაროს. ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ვითარებაში დარჩეს ისეთად, როგორიც სურს. შეიძლება ძალდატანებით აღვკვეთოთ მისი ქმედებები, მაგრამ არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც მექანიკურად იმოქმედებდა მის ცნობიერებაზე. ვისაც ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრება სურს, ის მიხვდება, რომ კაცობრიობას ყოველგვარი შესაძლებლობები გააჩნია საკუთარი კეთილი ნებით აღკვეთოს ყოველგვარი დიდი თუ მცირე ბოროტება, როგორიცაა ომი ან ექსპლუატაცია. უფრო ძნელია ყველგან მოდებული ბოროტების აღკვეთა, რომელიც ადამიანთა ურთიერთობებში გამოსჭვივის.
ღმერთმა ადამიანებს უბოძა უდიდესი სიკეთე, - სიცოცხლე, რომელიც შეუძლიათ კეთილად გამოიყენონ. მაგრამ მათვე ძალუძთ საკუთარი თავის წარწყმედაც. ღმერთმა ადამიანი დედამიწის მეუფედ დაადგინა, და კაცობრიობას, თუკი ისურვებს, შეუძლია აღკვეთოს ბოროტება. სახარება ასწავლის თუ როგორ არის შესაძლებელი პირადი ცხოვრების მაგალითზე ისე, რომ ადამიანებს არ წაართვა თავისუფლება, აღმოფხვრა ბოროტება თვით ადამიანთა სულის სიღრმეებიდან.
oldorthodox.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий