ღმერთი

ღმერთი

понедельник, 7 апреля 2014 г.

ჩინეთი.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ. 中华人民共和国, პინ-ინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველობას ახორციელებს ჩინეთის კომუნისტური პარტია.

ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულია იუანი.


ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.


ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ცინ შიჰუანდი-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ. ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, ასევე საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფეიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუს ომის ხელოვნება დაწერილი ძვ. წ. VI საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა მაო ძე-დუნმა 1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია. 1971 წლიდან გაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს ტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.

XVI საუკუნიდან ჩინეთში აღწევენ ევროპელები. 1516 წელს ჩინეთში ჩავიდნენ პორტუგალიელი კოლონიზატორები. 1557 წელს მათ იჯარით აიღეს ჩინეთის ნავსადგური აომინი (მაკაო). პორტუგალიელებს მიჰყვნენ ესპანელები და ჰოლანდიელები. ამავე პერიოდიდან ჩინეთს მოევლინენ პირველი ევროპელი მისიონერები — იეზუიტები, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სწავლობდნენ ამ ქვეყანას. XVII საუკუნის დასაწყისიდან მსხვილი მემამულეების ხელში აღმოჩნდა მიწები, გაძლიერდა გლეხობის ჩაგვრა — გაპარტახება, მათი მოიჯარე-მოზიარეებად გადაქცევა. XVII საუკუნის დასაწყისიდან მინის იმპერია ღრმა სოციალურ კრიზისს (ქალაქების ღარიბობის აჯანყებები, ქიშპობის გამწვავება მმართველი კლასების შიგნით) განიცდიდა. ამით ისარგებლეს ჯურჯენთა (მანჯურიელთა) ტომებმა, რომლებმაც გაერთიანების შემდეგ ჩინეთის დაპყრობა განიზრახეს. XVII საუკუნის 20-30-იან წლებში გლეხთა აჯანყებები გლეხთა ომში (1628-1645) გადაიზარდა, რომლის შედეგადაც დაემხო მინის დინასტია. ძალაუფლება ცინის მანჯურიული დინასტიის (1644-1911) ხელში გადავიდა, 1683 წელს ჩინელი ხალხი მძიმე ბრძოლას განაგრძობდა მანჯურიელ დამპყრობთა წინააღმდეგ, მანჯურიელთა შემოსევამ მათგან გამოწვეულმა ნგრევა-გაჩანაგებამ და გარესამყაროსაგან იზოლაციის მათმა პოლიტიკამ ხანგრძლივი დროით შეაფერხა ჩინეთის შემდგომი განვითარება. მანჯურიელი დამპყრობლები კვლავ განაგრძობდნენ ჩინეთში არსებულ ფეოდალურ ექსპლუატაციას. მინის თავკაცობას (და ნაწილობრივ ჩინელი მემამულეებსაც) ჩამოართვეს მიწების ნაწილი, რაც მანჯურიის საიმპერატორო სახლის საკუთრება გახდა. მანჯურიელმა ფეოდალებმა მსხილ ჩინელ ფეოდალებთან ერთად შექმნეს დესპოტური მონარქია, რომელიც ძლიერ არმიას და ბიუროკრატიულ აპარატს (მანდარინატი) ემყარებოდა. ჩინელი ხალხი განაგრძობდა ბრძოლას მანჯურიელთა ბატონობის წინააღმდეგ. XVIII საუკუნეში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები (პორტუგალია, ჰოლანდია, საფრანგეთი) ამაოდ ცდილობდნენ დაემყარებინათ ჩინეთთან ოფიციალური ურთიერთობა და შეეღწიათ მის საზღვრებში. მათ მხოლოდ სამხრეთში, გუანჯოუში (კანტონი) მიეცათ ვაჭრობის უფლება. ეს ყველაზე მეტად გამოიყენა ინგლისმა, რომელმაც დაიწყო ჩინეთში ოპიუმის შეზიდვა (რაც ინგლისელ ვაჭრებს დიდ შემოსავალს აძლევდა).

1839 წელს მკვეთრად გამწვავდა ინგლის-ჩინეთის ურთიერთობა. ამის საბაბი გახდა ჩინეთის ხელისუფალთა მიერ ოპიუმით ვაჭრობის აღკვეთა. პასუხად ინგლისელებმა 1840 წელს ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (ე.წ. 1840-1842 „ოპიუმის“ ომი). ჩინეთი ამ ომში დამარცხდა. 1842 წლის 29 აგვისტოს ნანკინის არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებით ჩინეთი ვალდებული იყო გაეხსნა ინგლისთან ვაჭრობისათვის 5 ნავსადგური, გადაეცა მისთვის კუნძული სიანგანი (ჰონკონგი), გადაეხადა კონტრიბუცია, დაეწესებინა შეღავათიანი საბაჟო ტარიფები და სხვა. 1843 წელს დამატებითი ოქმით ინგლისმა მოიპოვა ექსტერიტორიულობისა და იურიდიული შეუვალობის უფლება ჩინეთთან და სხვა. 1844 წელს ჩინეთმა ხელშეკრულებები დადო აშშ-სა და საფრანგეთთან, რომლითაც ამ ქვეყნებმა მიიღეს ინგლისის ანალოგიური პრივილეგიები. ინგლისთან ომში დამარცხებამ და თავზე მოხვეულმა არათანასწორუფლებიანმა ხელშეკრულებებმა სათავე დაუდეს ჩინეთის ნახევრად კოლონიურ ქვეყნად გადაქცევას.

ინგლის-ჩინეთის 1840-1842 წლების ომი და მისი შედეგები მეტამ მძიმე იყო ჩინეთის მშრომელებისათვის. გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, შრომითი ვალდებულებები და სხვა უცხოური საქონლის მოზღვავება ძირი გამოუთხარა ხელოსნობასა და შინამრეწველობას. ამის პასუხად გაძლიერდა მათი წინააღმდეგობა მჩაგვრელთა მიმართ. 1841-1849 წლებში ადგილი ჰქონდა 110 აჯანყებასა და მღელვარებას. 1850 წელს ტაიპინელთა რელიგიურმა სექტამ ხუნ სიუციუანის მეთაურობით გუანსის პროვინციაში მოაწყო აჯანყება მანჯურიელთა წინააღმდეგ. ტაიპინელთა რაზმებმა 1853 წელს აიღეს ნანკინი, რითიც ტაიპინელთა სახელმწიფო-სატახტო ქალაქი გახდა. 1856 წელს ტაიპინელთა თავკაცებს შორის მოხდა განხეთქილება, რამაც სერიოზულად დაასუსტა ტაიპინელთა სახელმწიფო. 1856 წელს ინგლისმა, შემდეგ საფრანგეთმა ახალი ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (მეორე „ოპიუმის“ ომი), მათ დაამარცხეს მანჯურიელთა ჯარები და ტიანძინის (1858) და პეკინის (1860) ხელშეკრულებებით მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ჩინეთში. 60-იან წლებში დამდეგიდან ინგლისს-საფრანგეთმა და აშშ-მა გააძლიერეს დახმარება პეკინის მთავრობისადმი ტაიპინელთა წინააღმდეგ საბრძოლველედ. შინაგანი და გარეშე რეაქციის ერთობლივი ძალებით ტაიპინელთა აჯანყება ჩაახშვეს მანჯურიელებმა.

XIX საუკუნის ბოლოს ჩინეთში ჩამოყალიბდა კაპიტალისტური წყობილება, განვითარდა ეროვნული ბურჟუაზია, პროლეტალები და ბურჟუაზიული ინტელიგენცია. განვითარდნენ ახალი სამრეწველო-კულტურული ცენტრები (ტიანძინი, შანხაი, უხანი). ერთდროულად გაძლიერდა კაპიტალისტური სახელმწიფოების აგრესია, რომლებმაც მიიტანეს ჩინეთის ვასალური სახელმწიფოები (საფრანგეთმა — ვიეტნამი, ინგლისმა — ბირმა, 1885 წელს). 1894-1895 წლებში იაპონიას ომი ჰქონდა ჩინეთის წინააღმდეგ, რის შედეგად მიიტაცა კუნძულები ტაივანი, პენხულედაო და გააძლიერა თავისი გავლენა კორეაში. XIX საუკუნის დასასრულს იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა მიიტაცეს ჩინეთის მთელი რიგი ნავსადგურები და ქვეყნის ცალკეული ნაწილები თავისი გავლენის სფეროდ გადააქციეს (გერმანიამ — შანდუნის პროვინცია, ინგლისმა — მდინარე იანძის აუზი, საფრანგეთმა — სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია, რუსეთმა — ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი, იაპონიამ — ფუძიანის პროვინცია). 1899 წელს აშშ-მა „ღია კარის“ დოქტრინით მთელ ჩინეთზე წამოაყენა პრეტენზია. ცინების მორიგმა კაპიტულაცია იმპერიალისტური მოძალადეების წინაშე აღაშფოთა ჩინელი ხალხი. იგი გამოვლინდა ტაივანისმოსახლეობის აჯანყებასა (1895) და სხვა სახალხო გამოსვლებში. 1894 წელს ჩაისახა რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობა სუნ იატსენსის მეთაურობით. 1894 წელს მან დააარსა პირველი რევოლუციური ორგანიზაცია სინჯუხოი (ჩინეთის აღორძინების საზოგადოება). 1895-1898 წლებში დიდი გაქანება მოიპოვა ჩინეთის ბურჟუაზიის და მემამულეების ლიბერალ-რეფორმატორულმა მოძრაობამ კან იუვეის ხელმძღვანელობით. 1898 წლის ივნისში იმპერატორმა გუანსიუიმ სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მიიწვია რეფორმატორები („რეფორმების ასი დღე“). მათ დაიწყეს ბურჟუაზიული რეფორმების გატარება. მაგრამ რეფორმებით ჩინეთის გარდაქმნის მათი ცდა ჩაიშალა. დედოფალ ცისის ხროვამ 1898 წლის 21 სექტემბერს მოაწყო სახელწმიფო გადატრიალება. რეფორმატორების ნაწილი სიკვდილით დაისაჯა, სხვები რეპრესირებულ იქმნენ. იმპერიალისტების მზარდმა თვითნებობამ და ტელეგრაფის მშენებლობამ 1899 წელს წარმოშვა მძლავრი ანტიიმპერიალისტური იხეტუანთა აჯანყება. 1900 წლის ივნისში აჯანყებულმა პეკინიც კი დაიკავეს. ამის პასუხად მოეწყო რვა სახელმწიფოს (ინგლისი, აშშ, იაპონია, რუსეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი) ინტერვენცია ჩინეთში. იხეტუანთა აჯანყების დიდი გაქანებით დაშინებულმა ცისის მთავრობამ ომი გამოუცხადა ინტერვენტებს და აჯანყებულებს მიემხრო. 1900 წლის აგვისტოში ინტერვენტებმა აიღეს პეკინი, მთავრობა სიანში გაიქცა. იხეტუანთა აჯანყებას დამარცხების მიუხედავად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მან ჩაშალა ჩინეთის დანაწილების იმპერიული გეგმები. XX საუკუნის დამდეგისათვის ჩინეთი ტიპური ნახევრად კოლონია იყო. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობაში მომხდარმა ცვლილებებმა და ქვეყნის ნახევრად კოლონიურმა მდგომარეობამ ბიძგი მიცა რევოლუციური მოძრაობის განვითარებას. ჩინეთში აღმოცენდა ახალი რევოლუციური ორგანიზაციები. რევოლუციური მოძრაობის განვითარებაზე ჩინეთში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის 1905-07 წლების რევოლუციამ, რომელმაც, ვლადიმერ ლენინის თქმით, „გამოაღვიძა აზია“. 1905 წელს სუნ იატსენმა იაპონიაში დააარსა რევოლუციური პარტია ტუნმენხოი, რომლის პროგრამა ითვალისწინებდა სამი სახის პრინციპის განხორციელებას (მანჯურიელთა დამხობა, რესპუბლიკის დამყარება და „მიწაზე უფლებების გათანაბრება“). 1911 წლის 10 ოქტომბერს ტუნმენხოის ხელმძღვანელობით დაიწყო სინხაის რევოლუცია. სინხაის რევოლუციამ დაამხო ცინების მონარქია, დაამყარა რესპუბლიკა. მაგრამ ვერ გადაწყვიტა ანტიიმპერიალისტრური და ანტიფეოდალური ამოცანები. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მემამულეებმა და კომპრადორული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა.




დალაი-ლამა

დალაი ლამა XIV


დალაი-ლამა — ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი. ხშირად „მის უწმინდესობას“ უწოდებენ, ტიბეტელები დალაი-ლამას ეპითეტებით უხმობენ: იშინ ნორბუ, ანუ „სურვილების ამსრულებელი მჭედელი“. „ლამა“ მასწავლებელს აღნიშნავს და ტიბეტურ-ბუდისტური რელიგიის მესვეურთა მიერ სხვადასხვა წარმომადგენელს ეძლევა.

დალაი-ლამა მიიჩნევა დღეგრძელი ტულკუს—ან ბუდისტი ოსტატების ამქვეყნიურ განსხეულებად, რომლებიც გარდაცვალებისა და კვლავშობის ბედის ბორბლისგან თავისუფალნი არიან. დალაი-ლამა, მოძღვრად საკუთარი, თავისუფალი ნებით აირჩევა, რათა კვლავშობილმა ისევ შეძლოს კაცობრიობისთვის ცოდნის მიწოდება.



****

ლაო-ძი - ვიკიციტატა


შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი.



რომ დაეუფლო სისავსეს, საჭიროა ფლობდე სიცარიელეს; რომ მიაღწიო სისწორეს, უნდა იცოდე მრუდი; რომ დაეუფლო ახალს, უნდა იცოდე ძველი.



არყოფნა და ყოფიერება ერთმანეთს წარმოშობენ.



მას, ვინც იცის, რომ საკმარისი საკმარისია, ყოველთვის ექნება საკმარისი.



ნუ იბრწყინებ, ვითარცა ბრილიანტი. იყავ უბრალო, ვითარცა ქვა.



ზომიერებაა ყოველივეს ძირი.



ბრძენს არ სჭირდება მტკიცებულებები. ვისაც მტკიცებულებები ესაჭიროება, არაა ბრძენი.


ყველაფერი ამაზრზენი გაუნათლებლობისგან მოდის.



ნამდვილ მოგზაურს არ აქვს გეგმა და არ არსებობს მისთვის მიზანი ადგილის სახით სადაც ის უნდა ჩავიდეს.


ნიჭიერება მაშინაა სასიამოვნო, როცა ის თავის თავს არ აღიარებს.
ჟურ.


პოლიტიკა არის ხელოვნება, გარიყოს ხალხი იმ საქმეებისგან, რომლებიც პირადად ამ ხალხს ეხება.



ka.wikiquote.org




Комментариев нет:

Отправить комментарий