"... ანგელოზებმა ამიყვანეს და პირდაპირ საავადმყოფო ოთახის კედლიდან გამიყვანეს ქუჩაში. უკვე თენდებოდა, წყნარად ბარდნიდა. თოვლს კი ვხედავდი, მაგრამ სიცივესა და რაიმე ცვლილებას ქუჩისა და ოთახის ტემპერატურას შორის ვერ ვგრძნობდი. ჩანს, ჩემი მიცვალებული სხეულისათვის მსგავს მოვლენებს მნიშვნელობა დაეკარგათ. სწრაფად მივიწევდით ზემოთ და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით მეტი სიცარიელე იშლებოდა ჩემ თვალწინ. ბოლოს ისეთი საშინელი მასშტაბები მიიღო ამ სივრცემ, რომ უსასრულო უკაცრიელების წინაშე საკუთარი არარაობის შეგრძნებით შიში დამეუფლა... გონებაში დროის განცდა გამიქრა და არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ავდიოდით მაღლა, როდესაც მოულოდნელად ჯერ რაღაც გაურკვეველი ხმაური შემომესმა, ხოლო შემდეგ საიდანღაც ამოტივტივდა და ყვირილითა და ღრიანცელით გამოემართა ჩვენკენ რაღაც საზარელ არსებათა ხროვა.
ეშმაკები! – უჩვეულო სისწრაფით გავიაზრე და გავხევდი მანამდე უხილავი, რაღაც განსაკუთრებული საშინელების ხილვით. ეშმაკები! რა ირონიას, რა სიცილს მომგვრიდა რამდენიმე დღის წინ, ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, არამცთუ მათი ხილვის, არამედ მათი არსებობის შესახებაც კი! როგორც მეცხრამეტე საუკუნის განათლებულ ადამიანს შეშვენის, სახელწოდება "ეშმაკებში" ვგულისხმობდი ადამიანში არსებულ ცუდ მიდრეკილებებს, ვნებებს, რის გამოც თვით ამ სიტყვას ჩემთვის სახელის მნიშვნელობა კი არ ჰქონდა, არამედ გარკვეული ცნების განმსაზღვრელი ტერმინი იყო. და უცებ, ეს გარკვეული ცნების განსაზღვრება, ცოცხალ განსახიერებად წარმომიდგა!.. ეშმაკები გარს შემოგვერტყნენ და ყვირილითა და ღრიანცელით ითხოვდნენ მათთვის ჩემს გადაცემას; ცდილობდნენ როგორმე გამოვეტაცე ანგელოზებისაგან, მაგრამ ეტყობა ამას ვერ ბედავდნენ. მათს საზარელ ღრიანცელში ზოგჯერ ცალკეულ სიტყვასა და ფრაზას ვიჭერდი:
– ჩვენია ეგ, ღმერთს განუდგა და ჩვენია! – უეცრად, თითქმის ერთხმად დაიღრიალეს და იმავ დროს ისე თავხედურად დაგვეძგერნენ, რომ შიშისგან წამით გონება გამეყინა.
– ტყუილია ეს, სიცრუეა! – მინდოდა მეყვირა გონს მოსულს, მაგრამ დაუზარელმა მეხსიერებამ ენა დამიბა, – უცებ რაღაც ბუნდოვნად გამახსენდა, ისეთი პატარა უმნიშვნელო შემთხვევა და თანაც ისეთი შორეული წარსული ჩემი ბავშვობისა, რომელსაც თითქოსდა ვერასოდეს გავიხსენებდი...
ლოცვა გამახსენდა. ლოცვისას საშველად ვუხმე ყველა წმინდანს, ვინც კი ვიცოდი და ვისი სახელიც კი მომაგონდა. ამანაც ვერ შეაშინა ჩემი მტრები. მე, უბადრუკს და უვიცს, მხოლოდღა სახელით ქრისტიანს, პირველად მგონი მაშინ გამახსენდა ის, ვინც მთელი საქრისტიანოს მფარველად ითვლება.
ჩანს, ისე მხურვალე იყო მისდამი ჩემი სწრაფვა, ეტყობა საშინელებით ისე აღმევსო სული, რომ გავიხსენე თუ არა და წარმოვთქვი ღვთისმშობლის სახელი, ჩვენს თავს მაშინვე რაღაც თეთრი ნისლი გაჩნდა, რომელმაც ისე სწრაფად დაფარა ეშმაკთა საძაგელი ხროვა, რომ მათ უკვე ვეღარ ვხედავდი. კიდევ დიდხანს ისმოდა მათი ღრიანცელი. და რაც უფრო შორეული და სუსტი ხდებოდა ეს ხმა, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ჩვენი საშინელი დევნა შეწყდა".
martlmadidebloba.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий