ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 марта 2014 г.

ტერორიზმი - Terrorism . საერთაშორისო ტერორიზმი - International terrorism

ტერორიზმი - Terrorism . 


არაერთჯერადი ძალადობრივი ქმედება, რომელსაც ახორციელებს არალეგალურ, ან ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში მყოფი პირი, პირთა ჯგუფი, ან ის პირები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი მიზეზებით, ან იმის გამო, რომ მათთვის მიუღებელია გარემომცველი სამყარო. წინასწარგანზრახული პოლიტიკური მკვლელობისაგან განსხვავებით ძალადობა არ არის ტ-ის ძირითადი მიზანი. ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი შემთხვევით, ან შერჩევით ხდებიან (როგორც ერთგვარი წარმომადგენლები, ან სიმბოლოები). ტერორისტული აქტი ერთგვარი გაფრთხილებაა, ან ნიშანი. ურთიერთობა ტერორისტებს, მათ მსხვერპლთა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის მუქარასა და ძალადობაზეა დაფუძნებული. ტერორისტები, ამგვარად, ძირითადი აუდიტორიით მანიპულირებენ. ისეთი სახის ქმედებები, როგორიცაა: სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა, მძევლების აყვანა, დაკავებულთა მკვლელობა ტიპურია ტ-ისათვის. შესაბამისად ტერორისტული აქტები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამხედრო დანაშაულის ანალოგი მშვიდობიან დროს, ომის დროს, ან, უბრალოდ, როგორც სამხედრო დანაშაული.





საერთაშორისო ტერორიზმი - International terrorism


ს.ტ-ის აქტები გულისხმობს: პოლიტიკური მიზნებით განხორციელებულ (როგორც ომის, ისე მშვიდობის დროს) სისასტიკეს, უაზრო მკვლელობებს, მძევლად აყვანას, თვითმფრინავების ხელში ჩაგდებას, გამოძალვას, ადამიანთა წამებას, ან წამების მუქარას და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია:

1. ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, ან მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ;

2. უცხო ქვეყნის ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უცხო ქვეყნის წარმომადგენელია;

საერთაშორისო ტერორიზმად ითვლება აგრეთვე შემთხვევა, როდესაც დასახელებულ ქმედებებს ჩადის პირი იმ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, რომელიც მის გადაცემას მოითხოვს.




Комментариев нет:

Отправить комментарий