ღმერთი

ღმერთი

четверг, 4 июля 2013 г.

პოპულარული გეი “მამები” 6 წლის შვილზე წლების მანძილზე ძალადობდნენ: პედოფილთა გაერთიანებასაც კი შესთავაზეს იგი.

სტატიის სრულად წაკითხვამდე, გაეცანით შენიშვნას: ავსტრალიურმა მედიამ ფართოდ გააშუქა ჰომოსექსუალი კაცების მიერ ადამის შვილად აყვანა და ეს ორი კაცი ბედნიერ და მოსიყვარულე მამებად დაახასიათა, ეს ამბავი პრესაში იმდენად გახმაურდა, რომ ისინი მალე ხელით მისათითებელი, პოპულარული გეი “მამები” გახდნენ (იხ. სურათი გვერდზე)

სიდნეი, 3 ივლისი, 2013 წელი – ავსტრალიის პოლიციამ “გარყვნილებად” შეაფასა ექვსი წლის ბავშვის საქმე. შვილად აყვანილ ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ჰომოსექსუალი “მამები” და ბიჭების მოყვარულთა ქსელის (Boy Lovers network) სახელით ცნობილი საერთაშორისო საბავშვო პორნოგრაფიის სინდიკატის წევრი მამაკაცები ახორციელებდნენ.

ავსტრალიელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ერთობლივი საქმიანობის შედეგად ეს კაცები დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ მცირეწლოვანი ბიჭი სექსუალური ექსპლუატაციისთვის და ძალიან მცირე ასაკიდანვე საბავშვო პორნოგრაფიის წარმოებისთვის შესთავაზეს კაცებს ავსტრალიაში, აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

გასულ კვირას აშშ-ში დააპატიმრეს, თავისუფლების 40 წლით აღკვეთა მიუსაჯეს და ბავშვის სასარგებლოდ $400 000-ს გადახდა დააკისრეს ამერიკის 42 წლის მოქალაქეს, მარკ ნიუტონს, ხოლო მეორე მამაკაცი, 36 წლის ახალზელანდიელი, პიტერ ტრუონგი სასჯელს საკუთარ ქვეყანაში ელის.

ქუინსლენდის პოლიციის დეტექტივ-ინსპექტორმა ჯონ რუზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “ყველაზე სამწუხარო ამ შემთხვევაში ისაა, თუ ბავშვი მათ ცხოვრებაში როგორ შევიდა. ეს მართლა ტრაგედიაა. ეს ექსტრემალური გარყვნილებაა.”

როგორც ირკვევა, იმ დროს კერნსში, ავსტრალიაში მცხოვრებმა ნიუტონმა და ტრუონგმა ბავშვის გასაჩენად სუროგატი დედის ძებნა 2002 წელს დაიწყეს.

ერთსქესიანმა წყვილმა ბოლოს და ბოლოს იპოვა ქალი რუსეთში, რომელმაც მათ შვილი $8000-ის საფასურად გაუჩინა. მარკ ნიუტონს ბავშვის ბიოლოგიურ მამად მიიჩნევენ.

ადამი ნიუტონსა და ტრუონგს დაბადებიდან ხუთი დღის შემდეგ გადასცეს 2005 წელს.

ავსტრალიურმა მედიამ ფართოდ გააშუქა ადამის სახლში ჩამოყვანა. ამ ორ კაცს კი, ბედნიერ, მოსიყვარულე მამებად ახასიათებდნენ.

2010 წლის 14 ივლისს, როცა ადამი 5 წლის იყო, ABC Far North Queensland-მა გადმოსცა ამბავი სახელით ” ორი მამა სჯობს ერთს”, სადაც აღნიშნული იყო, რომ “მშობლებად ჩამოყალიბება გეი წყვილისთვის, პიტისთვის და მარკისთვის მძიმე შრომა იყო, მაგრამ ისინი თავიდანაც კი დაიწყებდნენ ყველაფერს, ეს რომ დასჭირვებოდათ.”

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვყოლოდა ბავშვი, რომ დრო იყო შეგვექმნა ოჯახი,” ნიუტონმა და ტრუონგმა უთხრეს ABC-ს, “ჩვენ გვსურდა განგვეცადა მამობის სიხარული.”

“ეს ბედნიერი, წყნარი ოჯახია,” ამბობდა ABC, “მაგრამ აქამდე მოსასვლელი გზა სულაც არ იყო იოლი. ბევრი დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, ადამი სუროგაციით დაიბადა რუსეთში.”

რუსულმა საინფორმაციო სამსახურმა RT Novosti-მ გადმოსცა, რომ ადამზე სექსუალური ძალადობა ერთსქესიანი მამების მხრიდან დაიწყო მაშინ, როცა იგი 22 თვის იყო.

“ცოტა მოგვიანებით”, აგრძელებს RT Novosti, “მათ ადამი სექსისთვის ხელმისაწვდომი გახადეს პედოფილთა ბანდის სხვა წევრებისთვისაც ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, რისთვისაც ნიუტონსა და ტრუონგს ხშირად უხდებოდათ მოგზაურობა. პოლიციის გამომძიებლებმა იპოვეს მტკიცებულებები ამ ქვეყნებიდან სულ ცოტა 8 კაცის შესახებ, რომელთაც ადამთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, როცა ბავშვი 2-დან 6 წლამდე ასაკში იყო.

ინდიანაპოლისში ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე, ნიუტონმა სასამართლოს უთხრა: “მამად ყოფნა იყო პატივი და პრივილეგია, რომელმაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო ექვსი წელი შეადგინა”, აქვეყნებს NY Daily News.

მოსამართლე სარა ევანს ბარკერმა ამაზე უპასუხა: “სიტყვები არ შველის… რა უნდა ითქვას? რა უნდა გაკეთდეს ამ საშინელების რაღაც ნაწილის მაინც გასაქრობად?” მოსამართლე ბარკერმა დაამატა, რომ ნიუტონი მისი აზრით უფრო მკაცრ სასჯელსაც იმსახურებდა, თუმცა მან ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულების მიერ გადაღებული მასალების ნახვას აარიდა.

“ამ კაცებმა ეს მცირეწლოვანი ბავშვი ექსპლუატაციის ყველაზე საზიზღარი ფორმებით გამოიყენეს, რაც კი ამ ოფისს როდესმე უნახავს,” განაცხადა ინდიანას შტატის პროკურორმა ჯო ჰოგსეტმა სასამართლო მოსმენის შემდეგ.

ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა რუსეთში, პაველ ასტახოვმა RT Novosti-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობა ამკაცრებს შვილად აყვანის კანონს, რათა ადამის მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.

“რუსი ობოლო ბავშვები ყოველთვის იზიდავდნენ უცხოელ გარყვნილ ადამიანებს ხელმისაწვდომობის გამო. უცხოელები უბრალოდ მოდიოდნენ და ბავშვებს ნაღდი ფულით ყიდულობდნენ,” განაცხადა ასტახოვმა.

2012 წლის დეკემბერში რუსეთში მიიღეს “დიმა იაკოვლევის კანონი”, რომელიც ამერიკის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილებას კრძალავს.

2013 წლის ივნისში სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორება, რომელიც რუსი ბავშვების შვილად აყვანას უკრძალავს უცხოელ ერთსქესიან წყვილებს და მარტოხელა ადამიანებს, რომლებიც არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები ან რეზიდენტები, სადაც ჰომოსექსუალთა “ქორწინებები” საშუალებას იძლევა ისინი გახდნენ რუსი ბავშვების მეურვეები ან მშობლები.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მრავალ შტატში დღემდე არაა დაშვებული არატრადიციული ქორწინებები, ხოლო რუსეთში მრავალი რეგიონალური და ფედერალური კანონი მიიღეს, რომლებიც ჰომოსექსულური და სხვა სექსულუარი გადახრების ბავშვებში პროპაგანდას კრძალავს.

საქართველოში აშშ-სგან და რუსეთისგან განსხვავებით არცერთი კანონი არ მიუღიათ, რომლებიც ბავშვების ნორმალურ განვითარებას დაიცავს, არ ზღუდავენ პორნოგრაფიული შინაარსის გადაცემებსა და ვიდეო-აუდიო ტრანსლაციებს ტელევიზიითა თუ რადიოთი, როგორც ეს აშშ-შია, იგივე ქაოსია ინტერნეტ სივრცეშიც. არცერთი მსგავსი საქმე არ აღძრულა და არ გამოძიებულა ბოლომდე, არცერთი გადაცემა არ დახურულა ამ მიზეზის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასაკაბელო არხებზე გადიოდა თუ გადის. საზოგადოებას ჯერაც არ მიუღია ამომწურავი პასუხები არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ ციხეებში. არავინ აკონტროლებს, თუ როგორ იზრდებიან ბავშვები ოჯახებში, აყენია თუ არა საოჯახო კომპიუტერებზე ე.წ. Parental Controls სისტემა, როგორც ეს აშშ-შია. განემარტათ, თუ არა სკოლის დირექტორებს, რომ დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამა თუ იმ წესისკენ მოწოდება სკოლებში, მაშინ, როცა ისინი არასრულწლოვნებს სექსუალური გაზეთების დაბეჭდვასა და გავრცელებაშიც კი ეხმარებოდნენ?!

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე ათწლეულებია, რაც უხეშად ირღვევა ბავშვთა უფლებები, მოზრდილებზე არაფერს ვამბობთ. სამწუხაროა, მაგრამ არავის აქვს უფლება, დაიწყოს ამერიკისა და ევროპის გარყვნილებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანაში ელემენტარული პირობებს ვერ თუ არ იცავს ხალხი, ან კიდევ ეს მეორეხარისხოვანი ჰგონია. მაშინ ნურავის გაუკვირდება შედეგები, რომელიც ძნელი მისახვედრი არცაა, თუ როგორი გველის.

შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/416741188433944/ და მოიწვიეთ მეგობრები; რაც უფრო მეტი რეალური (არა ვირტუალური და გამოგონილი) ადამიანი მოაწერს ხელს, მით უფრო გაგვიიოლდება ცხოვრების ელემენტარული ჰიგიენური პირობების შექმნა საქართველოში და დღესდღეობით არსებული გაუვალი ჯუნგლებიდან გამოსვლა. მართლაცდა საოცარია და ტრაგი-კომიკურია ის, რომ ქრისტიანულად წოდებულ ქვეყანაში ისეთი რაღაცებისთვის გვიწევს ბრძოლა, რაც ზოგიერთ ჰომოსექსუალურად წოდებულ ქვეყანაშიც კი აკრძალულია!

http://nolgbt.eurogeorgia.info/?p=49

Комментариев нет:

Отправить комментарий