წუთისოფელი ყველას მასპინძლობს, მაგრამ ყველას თანასწორად როდი ექცევა. ისეთ სტუმარს ყვარობს, რომელიც მისად მიაჩნია, დაემორჩილება „თავის ოჯახურ წესებსა და ტრადიციებს“. ხოლო ის, ვინც უარყოფს მის თვალთმაქცურ „შეპატიჟებასა“ და ვნებებითა და ბოროტებით სავსე „გაშლილ სუფრას“, სძულს იგი. ადამიანი ას წელსაც ვერ ცოცხლობს ამა ქვეყანაზე და ათასი წლისას იმზადებს, განუწყვეტლივ ეძებს, აგროვებს იმას, რასაც პოვნისა და შეგროვებისთანავე დაკარგავს. შიშველი მოდის ამ ქვეყანაზე, უკან კი საკუთარი ხორციც ვერ მიაქვს, რომელიც ყველაზე ახლობელია მისთვის. ცხოვრების არსი და ხარისხი სიცოცხლის ხანგრძლივობითა და რაოდენობით რომ განისაზღვრებოდეს, მაშინ ამის მაგალითს, პირველ რიგში, განკაცებული ღმერთი მოგვცემდა, არ ეცმებოდა ჯვარს ოცდაცამეტი წლის ასაკში, უფალმა მიწაზე დაყოფილი ამ მცირე დროის მანძილზე, აღასრულა ის უდიდესი მისია, რასაც კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა ჰქვია. ამიტომ, როდესაც ვინმე ახალგაზრდა გარდაიცვლება, ან მოკლავენ მას, ან უსამართლობის მსხვერპლი გახდება, არ უნდა დავბრკოლდეთ, ძვირი არ უნდა ვთქვათ უფლის მიმართ (უსამართლობაა, რატომ დაუშვა უფალმა და ა.შ.), არამედ გავიხსენოთ ჯვარცმული ქრისტე, უსამართლოდ, შურით მოკლული და ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაგვეცემა. უფალი ჯვარზე აწამეს და მოკლეს, მისი ჯვარმცმელები კი ცოცხალნი დარჩნენ. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება, რომ სიცოცხლისა და კეთილდღეობის ხანგრძლივობით განვსაზღვროთ ადამიანის რაობა და ბედნიერება? ჭეშმარიტად, რომ არა. ბაგაში იშვა პირუტყვთა შორის, რადგან წუთისოფელმა უკეთესი ვერ გაიმეტა მისთვის, არ მოიძებნა უფლისთვის ამ ცოდვილ მიწაზე უკეთესი ადგილი. ოცდაცამეტი წლის მეტი ვერ გაუძლო ამ ცოდვილმა მიწამ მაცხოვრის წმინდა სხეულის ტარებას, აღარ ამყოფა თავისთან. ჰეროდეს, კაიაფას, პილატესა და მათი მსგავსი სისხლისმსმელი ადამიანებისათვის, მეფობა, კეისრობა და დიდებულება გაიღო, გასცა, ქრისტესთვის კი, ერთადერთი ჭეშმარიტებისათვის, ჯვარზე გაკრულის, სიკვდილის წინა თხოვნაც არ შეისმინა: მოწყურებულს ნაღველში გარეული ძმარი მიართვა. ბაგა, დევნა, ცემა, ტანჯვა, ფურხთება, ძმარი, ლურსმნები, ლახვარი, აი, ის „დიდი სიკეთეები, რომლებიც ემეტება მიწას ქრისტესა და ქრისტიანებისათვის. შენ კი, ადამიანო, თუ ის ამაზე უკეთესს გთავაზობს, ძვირფასს, დიდებულს, დაფიქრება გმართებს, უცებ ნუ მიენდობი მას, განსაჯე ვისი ხარ - ქრისტესი თუ ამ წუთისოფლის?
მრავალი საქმე ამ ქვეყანაზე, მხოლოდ საქმისთვის როდი კეთდება, არამედ შედეგისათვის. როდესაც გლეხი თესავს, არა მხოლოდ თესვისათვის ირჯება, არამედ მისგან მოსავლის ნაყოფს ელის. როდესაც სპორტსმენი ვარჯიშობს, იგი მხოლოდ იმისთვის კი არ ხარჯავს ენერგიას, რომ ფიზიკურად განვითარდეს, არამედ წარმატებებიც რომ ჰქონდეს. ასევეა ნებისმიერი სპეციალობისა და ხელობის მქონე ადამიანი, მისი შრომის არსი, მიზნისმიერი გამოყნებითა და შედეგით განისაზღვრება. სულთან მიმართებაშიც შეიძლება მრავალი პარალელის გავლება. სხვადასხვა სათნოებანი ხერხებია სულიერი განწმედისა და გაჯანსაღებისთვის, მაგრამ ერთია გზა, მოსაგები ბრძოლა, რომელსაც ცხონება ჰქვია. ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა და შესაბამისად ამისა, იგი არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობის გარეშე, არც გამარჯვება ძლევის გარეშე და არც ჯილდო მოგების გარეშე. ვაი მას, ვინც არ იბრძვის და ვისაც არ ებრძვიან, რადგან იგი უკვე დამარცხებულია, რადგან ვინც იბრძვის, ის ცდილობს და ვისაც მცდელობა აქვს, იგი ცხონდება.
ნათქვამია, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო“, მაგრამ უფრო მართებული იქნება, თუკი ვიტყვით, ჯანსაღი სული არის განმსაზღვრელი, ჯანსაღი სამყოფელისა - ხორცისა. ისევე, როგორც ხილისა და ნაყოფის ვარგისიანობა არ განისაზღვრება მისი გარეგნული იერით, არამედ შიგთავსით - გულით, ასევეა ადამიანიც, რაც არის გული ნაყოფისათვის, იგივეა სული კაცისთვის, ის არის ჭეშმარიტი მსაჯული, გამომაჩინებელი მისი ვარგისიანობისა.
ჩვენი ცხოვრება ყინულზე სიარულს ჰგავს, ბეწვის ხიდია ამ წუთისოფელსა და მარადიულობას შორის გადებული. შესაბამისად, ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოს მასზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი. ყინული ზოგან მტკიცე და მყარია და მასზე მყარად შეიძლება დაყრდნობა, ზოგან კი - თხელი და სუსტია და შეიძლება, რომ ჩაგვიტყდეს, ასეთივეა ჩვენი სულიერი გზაც, ხან მყარია ჩვენი რწმენა და მტკიცედ მივაბიჯებთ მასზე, ხან კი - თხელდება, როგორც ყინული და მაშინ ვეფლობით ურწმუნოების გაყინულ მორევში.
მართალია, დღესდღეობით ვცხოვრობთ ძალიან მძიმე გარემოში, ათასგვარი საცდურით აღსავსე დროში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ განვმართლდებით ღვთის წინაშე ჩვენი ურწმუნოების გამო. ბედნიერება არ განისაზღვრება გარეშე საგნებით, სამყაროში არსებული მატერიალური კეთილდღეობით, არამედ სულისა და გულის შინაგანი მდგომარეობით, განწყობით. როდესაც სულს უხარია, თითქოს ირგვლივ ყოველივე ხარობს. მართალია გარემოს, ოჯახურ აღზრდას, მაღალზნეობრივ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ არა გადამწყვეტი. გავიხსენოთ იუდა, მაცხოვრის საყვარელ თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხილი და მისი აღსასრული, და ავაზაკი, ავაზაკთა შორის მყოფი და ცხონების კარის პირველი შემღები. მაცხოვნებელმა გარემოცვამ ვერ იხსნა იუდა წარწყმედისაგან და არც ავაზაკის ცხონებას შეუშალა ხელი მისმა დამღუპველმა გარემოცვამ, ცხოვრებამ, რადგან შეინანა. დროს კი არ მოაქვს ურწმუნოება, არამედ რწმენის არქონას მოაქვს ცუდი დრო. როგორც შენი სულის მდგომარეობა არის განმსაზღვრელი გარეგნული გამომეტყველებისა და ხასიათისა, ასევე სარწმუნოება არის წარმმართველი და ამაღორძინებელი ყოველი დროისა, „ბუნების ხასიათისა“. როგორც დედაშვილური სიყვარული, ადამიანის სუნთქვა არ განისაზღვრება დროითა და გარემოებით, არც დევნულებითა და წამებით, როგორც სისხლსა და ხორცს ვერ განაშორებს ვერანაირი აკრძალვა, ასევე განუშორებელი და შესისხლხორცებული უნდა იყოს ჩვენთვის სარწმუნოება და უფლის სიყვარული. განსაცდელი და მოწევნული საშიშროება არის გამომაჩინებელი და განმამტკიცებელი ჭეშმარიტი რწმენისა.
ადამიანთა ნაწილს, სარწმუნოება საკუთარი კეთილდღეობისათვის, ნებიერი ცხოვრებისა და ბიზნესის უშფოთველი წარმართვისთვის ესაჭიროება. მათ იგი საკუთარ „თილისმად“ წარმოუდგენიათ, რომელიც მათ ინტერესებს უნდა ემთხვეოდეს და აკმაყოფილებდეს. არა თავად ემსახურებიან უფალს, რწმენას, არამედ პირიქით, სურთ, რომ უფალი, რწმენა იყოს მათი მოსამსახურე. ნეტარებენ იმ საგნებით, რითაც უნდა სარგებლობდნენ (სიმდიდრით, ქონებით, საზრდელით) და სარგებლობენ იმით, რითაც უნდა ნეტარებდნენ (რწმენა, სათნოება, მოწყალება). თუკი არ მოხდა ისე, როგორც მათ აწყობთ, შეემთხვათ რაიმე უბედურება თავიანთი ცოდვების გამო, იმწამსვე უფალში შეაქვთ ეჭვი, მასზე რისხდებიან და ამბობენ: ამდენს ვლოცულობ, ასეთი მორწმუნე ვარ და რატომ დამემართა ეს? მათთვის არსებულით კმაყოფილება, ცხოვრებით ტკბობა, სიმდიდრე არის განმსაზღვრელი რწმენისა, თუ ყველაფრით დაკმაყოფილებულნი არიან, მაშინ სწამთ და არა პირიქით, სარწმუნოება უნდა იყოს განმამდიდრებელი და მაცოცხლებელი მათი ცხოვრებისა. უფალი გულს უყურებს კაცისას და არა მის გარეგნულ „თამაშს“. ნურავინ გამოსცდის ღვთის გულმოწყალებას, რადგან იგი, ამავდროს, სამართლიანია. როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს: „ნუ იქნები დამწუხრებული, რამეთუ უფალი მოწყალეა, მაგრამ ნურც უდარდელი, უზრუნველი, რამეთუ იგი სამართლიანია“. სამართლიანობასა და მოწყალებას შორის არსებობს ოქროს შუალედი, რომლითაც მოქმედებს უფალი, რადგან არც ზედმეტი მოწყალება ვარგა, რომ სამართლიანობას არ დაშორდე და არც სიმართლის აღსრულებისას არ უნდა გამოიჩინო გადამეტებული სიმტკიცე, რათა ამით მოწყალებას არ დაშორდე. „ვეძებოთ უფალი, მაგრამ ნუ გამოვიძიებთ, თუ სად ცხოვრობს იგი, როგორც წმ. სერაფიმ საროველი ამბობს, მივენდოთ მის განგებულებას, რომელიც ჩვენთვის მაცხოვნებელია და მორჩილებით ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი.
ამინ.
დავით სურგულაძე
თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий