გულწრფელად გეუბნები: ბედნიერი ხარ, რადგანაც ცხონების გზას ადგახარ, რადგანაც მიხვდი, რომ ადამიანმა ბედნიერება მიწიერსა და წარმავალში კი არა, ღმრთეებრივსა და უცვალებელში უნდა ეძიოს. ვინ არის კაცი წუთისოფელში? მგზავრი. რა არის სიკვდილი? ჟამი, საიდანაც იწყება ჩვენი ნამდვილი ცხოვრება. ამ მგზავრობისას ღამის წყვდიადში, საკუთარ უძლურებებსა და გარეგან საცდურთა შორის, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით ძღვანებულნი, ბოლოს და ბოლოს მივაღწევთ ზღვარს, რომელიც განყოფს ბნელსა და ნათელს. ბედნიერია ჭეშმარიტი ქრისტიანი!
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
Комментариев нет:
Отправить комментарий