ღმერთი

ღმერთი

суббота, 6 июля 2013 г.

პაპ ფრანცისკეს პირველი ენციკლიკა.

06/07/2013

ვატიკანი: გამოქვეყნდა რომის პაპ ფრანცისკეს პირველი ენციკლიკა «Lumen Fidei» – «რწმენის ნათელი» (ბმულზე მინიშნებულია ენციკლიკის ინგლისურენოვანი ვარიანტი).

დოკუმენტი დათარიღებულია 29 ივნისით (წმ. პეტრე და პავლეს ხსენების დღე მათთვის); იუწყება Associated Press. იგი 82 გვერდიანია, და მისი დაწერა ჯერ კიდევ ბენედიქტე XVI დაიწყო, მაგრამ მის გადადგომამდე ვერ დაამთავრა , თუმცაღა ხელმოწერა მხოლოდ პაპ ფრანცისკესია, რომელმაც გაასრულა ენციკლიკა, ვატიკანში განაცხადეს, რომ ენციკლიკაზე ერთი ხელმოწერაა , რადგან მათ მხოლოდ ერთი პაპი ყავთ; პაპი ფრანცისკე კი მადლიერებას გამოხატავს ინციკლიკის პირველი ვარიანტის ავტორის, მისი ქრისტესმიერი ძმის საპატიო პაპ ბენედიქტეს მიმართ.

ენციკლიკაში მტკიცებაა, რომ კათოლიკურ რწმენაში არ არსებობს წინააღმდეგობა თანამედროვე სამყაროსთან წერს Agence France-Presse – პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მეცნიერებთან და სხვა რელიგიებთან, ასევე ათეისტებთან ურთიერთობაში უფრო ფართო დიალოგისაკენ . დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ნათქვამია კათოლიკური ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება ერთსქესიან “ქორწინებათა” მიმართ და ნათქვამია, რომ ქორწინება ესაა “მჭიდრო კავშირი კაცსა და ქალს შორის”.

Reuters იუწყება, რომ პაპ ფრანცისკეს პირველი ენციკლიკა ამოწმებს, რომ თეოლოგიურ ხედვებში ახალი პაპი ახლოსაა მის წინამორბედთან, პაპ ბენედიქტე XVI თან, რომელმაც მისი პაპობის პერიოდში (2005—2013) სამი ენციკლიკა გამოსცა, ხოლო მის წინა პაპმა იოანე პავლე მეორემ, თავისი 27 წლიანი მოღვაწეობისას ( 1978—2005 წწ.) — 14 ენციკლიკა დაწერა. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ 2 ივლისს, რწმენის კონგრეგაციის სხდომამ, რომელსაც თავად პაპი ფრანცისკე თავმჯდომარეობდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა პაპ იოანე პავლე II წმინდად შერაცხვის გადაწყვეტილება და ამ პერიოდისათვის მხოლოდ პაპ ფრანცისკეს დამტკიცება აკლია, ზუსტი თარიღი როდის შერაცხავენ წმიდანად პოლონელ პაპს ჯერ უცნობია; იოანე პავლე მეორესთან ერთად გადაწყვეტილია რომ წმიდანად შერაცხავენ მეოცე საუკუნის ცნობილ პაპს იოანე XXIII , ერობაში ანჯელო რონკალი, რომელსაც დიდ წვლილი მიუძღვის ვატიკანის მეორე კრების მოწყობასა და ქრისტიანთა შორის დიალოგის დაწყებაში.

და ბოლოს ამ შემაჯამებელ მიმოხილვას, ვასრულებთ რომის პაპის ფრანცისკეს პირველი 100 დღიანი პაპობის შემდგომი გამოკითხვით, რომელიც იტალიუმა ინსტიტუტმა Demopolis-მა აწარმოა, საიდანაც სჩანს, რომ რომის ახალ რომის პაპს დიდ ნდობას უცხადებენ როგორც კათოლიკე, ისე არაკათოლიკეებიც.

სერგო ფარულავა

http://www.orthodoxtheology.ge/lumen-fidei/


Комментариев нет:

Отправить комментарий