ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 7 июля 2013 г.

ვერაფერი გამიგია...

ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია -
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო
რაც მომხვდება, ვიყვირო.


მურმან ლებანიძე 




Комментариев нет:

Отправить комментарий