მავნეა მრავალჯერ ავტომატურად განმეორებადი ქმედება, რომელსაც თან სდევს როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ამ ქმედების შემსრულებელი პირისთვის ნეგატიური შედეგები. ამგვარი ავტომატური ქმედებები მეორდება, რადგან მათი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი სუსტი ნებისყოფის გამო ვერ ახერხებს მათზე უარის თქმას. ამგვარ ქმედებებს მედიცინაში დაავადებად ან პათოლოგიურ დამოკიდებულებად განიხილავენ, თუმცა მათ გვერდით არსებობს ისეთი მავნე ჩვევებიც, რომლებსაც დაავადებებს ვერ ვუწოდებთ. ისინი ნერვული სისტემის გაუწონასწორებლობის შედეგად ჩამოყალიბებული ქცევითი დარღვევებია, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირად ვლინდება.
რას შეიძლება ვუწოდოთ მავნე ჩვევა?
ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევაა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება ალკოჰოლური სასმელებისადმი პათოლოგიური ლტოლვა, ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ვერ ახერხებს სასმელზე უარის თქმას და ეს ჩვევაც, დროთა განმავლობაში, სერიოზულ დაავადებად - ალკოჰოლიზმად ყალიბდება.
ნარკომანია
ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების შედეგად ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებაა. სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვანაირ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას აყალიბებს. ერთთათვის დამახასიათებელია სუსტი ფიზიკური, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, მეორეთათვის - ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება შედარებით სუსტი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფონზე, უმეტესობა კი ერთდროულად იწვევს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დამოკიდებულებას.
თამბაქოს წევა
ეს არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულის წვის შედეგად წარმოშობილი კვამლის შესუნთქვა, რის შედეგადაც ნედლეულში არსებული აქტიური ნივთიერებები ფილტვებისა და სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში ხვდება. ყველაზე ხშირად ეწევიან თამბაქოს, ჰაშიშს, მარიხუანას, ოპიუმს, კრეკს...
ონიომანია
იგივე შოპინგომანია, შოპოჰოლიზმი - ფსიქოემოციური მდგომარეობაა, როდესაც ახალი ნივთების შეძენა ადამიანისთვის დასვენებად, გართობად და ცხოვრების აზრად იქცევა. ყველაზე ხშირად იგი იმ ქალებს ემართებათ, რომლებსაც ყურადღების ნაკლებობა, მარტოობა და შინაგანი სიცარიელე ტანჯავთ. ხშირად ონიომანია საყვარელი მამაკაცის დაკარგვით გამოწვეული დეპრესიის დროს ვლინდება. მაღაზიებში სიარულისას შოპოჰოლიკი განიცდის ადრენალინის მოზღვავებას, უჩნდება ძალაუფლების, თავისუფლებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობის ილუზია.
ლუდომანია
ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს აზარტულ თამაშებზე უარის თქმას. ასეთივე დამოკიდებულება ახასიათებს კომპიუტერულ თამაშებსაც.
უზომო კვება
ასეთ რეაქციას იწვევს დეპრესია, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან სხვა ემოციური სტრესი, განსაკუთრებით - სიმსუქნისადმი მიდრეკილ პირებში. უზომო კვება ფსიქოლოგიურთან ერთად ფიზიოლოგიური პრობლემაც არის, რადგან სათავეს უდებს ჭარბი კილოგრამების დაგროვებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას და პათოლოგიური ძვრების მთელ წყებას ორგანიზმში. უკანასკნელ ხანს მრავალმა მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სტრესის დროს საკვების გაძლიერებულ მიღებას გენეტიკური განწყობა განაპირობებს.
ტელედამოკიდებულება
ყოველი ადამიანი ტელეეკრანთან დღეში საშუალოდ 3 საათს ატარებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს მაჩვენებელი 15-16 საათს აღწევს. მათთვის ტელეგადაცემების ყურება დასვენების საუკეთესო საშუალებაა. საკმარისია, თუნდაც 2-3 დღე ვერ მოახერხონ ტელევიზორის ყურება, რომ ტელედამოკიდებულებს ეწყებათ დისკომფორტი, სისუსტე, აპათია, ცხოვრებით უკმაყოფილების განცდა, შრომის უნარის დაქვეითება, ოჯახური კონფლიქტები, აგრესია და გაღიზიანება ყველასა და ყველაფრის მიმართ.
ინტერნეტდამოკიდებულება
დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 10% ინტერნეტდამოკიდებულია. მრავალი მათგანი თვითონაც აცნობიერებს ამას, ბევრი კი სრულიად ვერ აკონტროლებს დროს, რომელსაც ინტერნეტში, უმთავრესად კი სოციალურ ქსელებში ატარებს. აღსანიშნავია, რომ ასეთ ადამიანებს თითქმის ყოველთვის აქვთ სუსტი ან საშუალო სიმძიმის დეპრესიაც. ინტერნეტდამოკიდებულება ყველაზე გვიან დიაგნოსტირებადი ჩვევაა.
ფრჩხილების კვნეტა
დღემდე არ არის დადგენილი, რა აიძულებს ადამიანს საკუთარი ფრჩხილების კვნეტას. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს დაძაბულობის გამოხატულებაა, მეორენი ამას სტრესით ხსნიან. ცნობილია, რომ ბევრი ფრჩხილებს მოსადუნებლად იკვნეტს, ბევრი ამას ფიქრის დროს აკეთებს, ბევრი კი ნერვიულობისას. არსებობს თეორია, რომელიც ამ ჩვევას საკუთარი თავისადმი აგრესიად მიიჩნევს, ერთგვარ პროტესტის ფორმად, როდესაც ადამიანი საკუთარი თავით უკმაყოფილებას ასე გამოხატავს. ბევრი სპეციალისტი ფრჩხილების კვნეტას ისეთი რიტუალური ქმედებების გვერდით მიუჩენს ადგილს, როგორიცაა თითზე საკუთარი თმის დახვევა და საყელოს მუდმივი სწორება.
კანის წვალება
ყველაზე ხშირად იწვალებენ სახის, თავისა და თითების კანს. ამ ჩვევის უკან შესაძლოა იმალებოდეს ნევროზი, როდესაც ადამიანს სულიერი ტკივილის დროს უჩნდება ფიზიკური ტკივილის განცდის მოთხოვნილება, რადგან ფიზიკური ტკივილი დროებით ფარავს სულიერს და ამით ერთგვარი შვება მოაქვს. იგივე ნევროზი აიძულებს ადამიანს, გამუდმებით ამოძრაოს ხელის მტევნები. ყალიბდება ერთგვარი ნერვების დამამშვიდებელი რიტუალი. არცთუ იშვათად კანის წვალება გამოწვეულია იდეალური სახის ქონის სურვილით. ამ შემთხვევაში კანზე გაჩენილი მცირე დეფექტიც კი შესაძლოა ძლიერი ემოციური აშლილობის მიზეზად იქცეს. კანის გამუდმებული წვალება შესაძლოა ფსიქოსომატიკის დარღვევის გამოვლინებაც იყოს, როდესაც ადამიანს ხელის ამგვარი მოძრაობები აკვიატებულ ქმედებად აქვს ქცეული.
რინოტილექსომანია
ცხვირის თითებით ხანგრძლივი ჩიჩქნა ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემაა, ზოგჯერ - ფსიქიატრიულიც კი. იგი უმეტესად ბავშვებში გვხვდება და ყურადღების მოშლისა და ჰიპერაქტივობის გამომხატველი ნიშანია. ეს სიმპტომი ზოგჯერ გენეტიკურ დაავადებაზეც მიანიშნებს. ეს არის სმიტ-მაგენისის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს არ გააჩნია მე-17 ქრომოსომის მოზრდილი უბანი.
სახსრების ტკაცუნი
ბოლო დროს საკმაოდ იმატა საკუთარ სახსრებზე მუსიკალური "ნაწარმოებების" შემსრულებელთა რიცხვმა. მათი უმეტესობა ინსტრუმენტად ხელის თითების სახსრებს ირჩევს. ეს გატაცება ბავშვობაში იწყება და ხშირად მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს. დიდი სურვილის მიუხედავად, ბევრი მისგან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს. ამ ჩვევის ყველაზე ნეგატიური შედეგი ის გახლავთ, რომ დროთა განმავლობაში ხშირი ტკაცუნი სახსრებს აზიანებს, უკარგავს ნორმალურად მოძრაობის უნარს. ამასთან, იმატებს მათი ართროზით დაზიანების რისკი. სახსრების ტკაცუნს მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის წყალობით თუ გადაეჩვევით; მისი წამალი არ არსებობს.
ტექნომანია
ეს ტელეფონის, კომპიუტერის, ტელევიზორისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუდმივი განახლებისა და ცვლის დაუოკებელი სურვილია. ტექნომანები ცხოვრების არსს დახვეწილი ტექნიკური მოწყობილობების უახლესი მოდელების შეძენაში ხედავენ, იმ საბაბით, რომ ახალ მოდელს უკეთესი დიზაინი და ფუნქციები აქვს. ამგვარი დამოკიდებულება დღესდღეობით უკვე მიიჩნევა დაავადებად, რომელიც ხშირად დეპრესიასა და ნერვულ აშლილობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭირო თანხის უქონლობის გამო ან სხვა მიზეზით ადამიანი ვეღარ ახერხებს სასურველი ნივთის შეძენას.
ყველაზე უვნებელი მავნე ჩვევები
ასეთია ფანქრის ან კალმის ღრღნა, უცენზურო სიტყვებით საუბარი და "პარაზიტი" სიტყვების ხშირი გამოყენება.
mkurnali.ambebi.ge
რას შეიძლება ვუწოდოთ მავნე ჩვევა?
- ალკოჰოლიზმს;
- ნარკომანიას;
- თამბაქოს წევას;
- შოპინგომანია-ონიომანიას;
- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას;
- საკვების ჭარბ მიღებას;
- ტელედამოკიდებულებას;
- ინტერნეტდამოკიდებულებას;
- ფრჩხილების კვნეტას;
- კანის წვალებას;
- ცხვირის თითით წვალებას (რინოტილექსომანია);
- სახსრების ტკაცუნს;
- ტექნომანიას;
- ფანქრის ან კალმის ღრღნას;
- ფურთხებას;
- უცენზურო სიტყვებით საუბარს;
- "პარაზიტი" სიტყვების ხშირ გამოყენებას.
ალკოჰოლიზმი

Комментариев нет:
Отправить комментарий