ღმერთი

ღმერთი

среда, 10 июля 2013 г.

წმ.მამები ქებას ასხამენ ლოცვის კანონს და აღიარებენ არა მარტო მის სარგებლობას, არამედ აუცილებლობასაც;

მაგრამ ამასთანავე გვირჩევენ, იგი ზომიერი, კაცის ძალების, სულიერი საზომისა და იმ მდგომარეობის შესაბამისი იყოს, რომელშიც ღმერთის განგებით არის ჩაყენებული. ლოცვის კანონის არსი ის არის, რომ მას თან უნდა ახლდეს ყურადღება. ყურა-დღება ჩვენს სულს ამდაბლებს, სიმდაბლისაგან კი იშვება სინანული. იმისათვის, რომ ლოცვის კანონის შესრულებისას აჩქარებას გადავურჩეთ, ეს კანონი ზომიერი უნდა იყოს.

წმ. მამები ძალიან აქებენ ზომიერ კანონს და გვირჩევენ, რომ იგი განუხრელად შევასრუ-

ლოთ. აი კანონი, რომელიც შეიძლება თქვენთვის სასარგებლო და დასაწყისისათვის საკმარისიც იყოს: "დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა"; "მეუფეო ზეცათაო"; "სამწმიდაო"; "მამაო ჩვენო"; "უფალო შეგვიწყალე 12_ჯერ"; "მოვედით თაყვანის-ვსცეთ";

50-ე ფსალმუნი; "მრწამსი"; "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" - 3-ჯერ; ამის შემდეგ 20 ლოცვა: " უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"; ყოველი ლოცვის დროს კეთდება სრული მეტანია; ამას მოჰყვება ასეთივე 20 ლოცვა მცირე მეტანიის თანხლებით, შემდეგ "ღირს არს ჭეშმარიტად", "ლოვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალე ჩვენ".

ლოცვის ეს კანონი შეგიძლიათ შეასრულოთ დილა-საღამოს. მეტანიები ძალიან აუჩქარებლად, სინანულის გრძნობით უნდა კეთდებოდეს, თითქოს თვით უფლის წინაშე ვიდგეთ, მის წმიდა ფეხებს ვეამბორებოდეთ და ვითხოვდეთ შეწყალებას; ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ უფალი, არამედ გვწამდეს, რომ იგი აქ არის - გვიყურებს და გვხედავს. თქვენ გაქვთ წერილობითი დარიგება ლოცვის შესახებ: ეცადეთ იქიდან თქვენი სულის შესაფერისი მიმართულება შეითვისოთ. სხვა ლოცვებიდან ახალაბედებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა უფალ იესო ქრისტეს დაუჯდომელი. კვირაში ერთხელ წაიკითხეთ იგი, სულერთია, ამ დროს იჯდებით თუ იდგებით - როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, ისე მოიქეცით; ოღონდ უეჭველად ყურადღების თანხლებით და აუჩქარებლად იკითხეთ. ნურასოდეს მისცემთ თავს უფლებას ზერელედ და სხვათა შორის გადაავლოთ თვალი სახარებას და სხვა წმიდა წიგნებს: იკითხეთ აუჩქარებლად და ყურადღებით. კითხვისას ზომიერება დაიცავით. ზომიერება კითხვის მუდმივ სურვილს შეგინარჩუნებთ, მოყირჭებას კი ყველაფრის მიტოვება მოსდევს.

გიორგი ზადონელი დაყუდებულის კითხვა თქვენთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. მას და ტიხონ ზადონელს ერთი სულისკვეთება და ერთი მიმართულება აახლოებს. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემი ცოდვილი წიგნებიც იმავე სულისკვეთებისაა და ყველა მათგანის წაკითხვა შეგიძლიათ, რადგან მათში ყველაფერი განმარტებულია: რა შეეფერება ახლაბედას და რა - წარმატებულ მონაზონს.

არ დაგავიწყდეთ ნიადაგ ღმერთის ნებას მიანდოთ თავი და მადლობა შესწიროთ მას ყველა იმ სიკეთისათვის, რაც თქვენ გყოთ. ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ არ ვიმსახურებთ ღმერთის მოცემულ სიკეთეებს და გაცილებით მეტი განსაცდელების ღირსნი ვართ, ვიდრე ჩვენ გვხვდება. თუ საკუთარი თავისადმი ამგვარი დამოკიდებულება ექნება, ქრისტიანი სულის მშვიდობას შეინარჩუნებს , რადგან მორჩილებას უცხადებს ღმერთს და მადლობას სწირავს ყოველივესთვის, რის მოვლინებასაც იგი ინებებს.




წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


Комментариев нет:

Отправить комментарий