ღმერთი

ღმერთი

среда, 3 июля 2013 г.

სატანის წარღვნამდელი პროექტი და მისი თანამედროვე "რემეიკი" გამოკვლევის მცდელობა.

ატლანტიდა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია?

სატანის წარღვნამდელი პროექტი და მისი თანამედროვე "რემეიკი"
გამოკვლევის მცდელობა.


წინამდებარე გამოკვლევაში ჩვენ, საკუთარი ძალისაებრ და ღმრთის შეწევნის იმედით, შევეცდებით ფარდა ავხსნათ მთელ რიგ მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად შესწავლილ საკითხებს, რომელიც ეხება წარღვნამდელი კაცობრიობის, უფრო სწორედ, წარღვნამდელი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზებს. ჩვენის აზრით, არსებობს ყოველგვარი საფუძველი, ამ თემას მივანიჭოთ უდიდესი მნიშვნელობა და განვაცხადოთ, რომ ის განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის.

ავტორთა ჯგუფი


შინაარსი

წინათქმა
1. პირამიდები

2. ერთიანი წარღვნამდელი ცივილიზაცია

3. გლობალური ენერგოსაინფორმაციო სისტემა?

4. სატანის რელიგიის შექმნის პროექტი.

5. ბაბილონის პირამიდა.

6. მხეცი ამომავალი ზღვიდან.

7. კოლაიდერი, HAARP-ი და "პარალელური სამყარო".

8. ბნელეთის ლოგიკა.

9. ტექნოტრონული მაგია.

დასკვნა 

http://www.apocalypse.ge/ante_atlantida_tu_cargvnamdeli_civlizacia_10_daskvna.html


*****


9. ტექნოტრონული მაგია.

გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს.
3 ეზრა. 9:20


 
ჩვენი გამოკვლევის ამ თავში დავიმოწმებთ ამონაწერებს იმ მასალებიდან, რომლებსაც თანამედროვე ტექნოგენო-მაგიურ და სხვა საშუალებებსა და მეთოდებს ეძღვნება, რომლებსაც ბოროტების ძალნი ერთიანი, წარღვნამდელი სატანური პროექტის თანამედროვე "რემეიკის" განსახორციელებლად იყენებენ.

ჟურნალში "Первый и Последний" (№7/2010) გამოქვეყნებული იყო მასალა სათაურით ""ბლუ ბიმის" სატანური პროექტი", რომელშიც მოთხრობილია მსოფლიო, სატანური რელიგიის დაფუძნების გეგმაზე. აი ამ მასალის ძირითადი მტკიცებულებები:

"... ეს არის სატანური პროექტი, რომელიც რეალურად არსებობს. როგორია მისი მიზანი? - დაანგრიოს ტრადიციული რელიგიები, განსაკუთრებით კი ქრისტეანობა...

ამ პროექტში პირველი ნაბიჯი მიმართულია დღემდე არსებული ყველა რელიგიური ცოდნის დისკრედიტაციის ან განმეორებითი გადაფასებისკენ. პლანეტის კონკრეტულ ადგილებზე ხელოვნური მიწისძვრების შექმნით, სადაც, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ცნობები არსებობს, ისინი ისეთი არქეოლოგიური აღმოჩენების განადგურებას ცდილობენ, რომლებიც დაამტკიცებდა წარსული ცივილიზაციების სიდიადეს და სიცრუედ გამოაცხადებდა ცნობებს ამის შესახებ (როგორც ჩანს, აქ მხედველობაში აქვთ სიმართლის შეგნებული დაფარვა წარღვნამდელი ცივილიზაციისა და მისი სატანური პროექტის შესახებ*).

დედამიწის მოსახლეობის გაბრიყვების ამ გლობალურ პროექტში, ჩართულნი არიან არა მარტო მეცნიერები და პოლიტიკოსები. მსოფლიო მთავრობის ელიტაში შედიან რეჟისორებიც, რომლებსაც შეუძლიათ ცაზე გადაიტანონ სწორი გამოსახულებები, რომელსაც შეუძლია ადამიანები დაარწმუნოს მიმდინარე ილუზიის სინამდვილეში. მსოფლიო მთავრობის შემადგენლობაში ასევე შედიან ზოგიერთი რელიგიური ხელმძღვანელები. რომლებმაც უკვე შეიმუშავეს ერთიანი მსოფლიო რელიგიის კონცეფცია.

როდის უნდა ველოდოთ ანტიქრისტეს პრემიერას?


ვფიქრობ, ამგვარი გრანდიოზული მოვლენის ყველაზე ხელსაყრელი დრო 2012 წლის 21 დეკემბერი იქნება. ხალხს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ და ამზადებენ ამ მომენტისთვის. მიმოიხედეთ ირგვლივ: 2012 წელი იმდენად პროფესიონალურად არის რეკლამირებული, რომ უკვე ყოველი ადამიანი კითხვაზე: "რა მოხდება 2012 წელს?" - გიპასუხებთ: "აპოკალიფსისი" ან რაღაც ამდაგვარი. ასობით, თუ ათასობით არა, საიტი მთელს ინტერნეტში, ათობით სამეცნიერო და დოკუმენტური ფილმი მხოლოდ ამის შესახებ გვიჩიჩინებენ. თუკი ამის შესახებ ამდენს ლაპარაკობენ, მაშასადამე, ეს ვიღაცას სჭირდება!

... კულისებს მიღმა არსებულმა მსოფლიო მთავრობამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი პლანეტის დაპყრობის ბოლო ეტაპს. ამოქმედებულია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები, ყველაზე პროფესიული ოსტატები, ყველაზე თვალსაჩინო პიროვნებები და, ბუნებრივია, ყველაზე დიდი ფინანსები. ასე, რომ ხელგაშლილები უნდა ველოდოთ სასწაულებს ციდან. მოაწყობენ "იესუს" მოსვლას, ან "ჰუმანოიდების" შეტევას, ან კიდევ მსგავს რამეს, რომელსაც "ახალი მსოფლიო წესრიგის" გენიალური სცენარისტები მოიფიქრებენ. უცნაური მხოლოდ ის არის, რომ მათ ღმერთის არ ეშინიათ...


"პროექტი "Blue Beam" ("ცისფერი სხივი" - ავტ.) გულისხმობს NASA-ს მიერ ორგანიზებულ უზარმაზარ შოუს ცაში. ეს სანახაობა ისე იქნება კონსტრუირებული, რომ ჰოლოგრამები, რომლებიც ააწყობენ "მესიის" მოსვლას ადვილად დასანახი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტალღების გამოსხივება, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ადამიანის ტვინზე, შეაღწევენ პლანეტის ნებისმიერ კუთხეში.

ამ ჰოლოგრამით ყოველი იხილავს თავისი რელიგიის "მაცხოვარს" და მის მიმართვას საკუთარ ენაზე მოისმენს. მძლავრი კომპიუტერის მეშვეობით მოახდენენ შოუს კოორდინირებას, ხოლო დედამიწის ირგვლივ მოძრავი თანამგზავრების დახმარებით, დედამიწაზე გადასცემენ დაბალი სიხშირის შეტყობინებებს. ჰოლოგრამების პროეცირებისთვის, რომლებიც ასევე ძალზედ დაბალ სიხშირეზე იქნება, გამოიყენებენ 100 კმ. სიმაღლეზე არსებულ ნატრიუმს, რომელიც გარს აკრავს დედამიწას.


მაშინ, იესუს, მუჰამედის, ბუდას, კრიშნას და ა. შ. პროექციები "მაცხოვრის" ერთ ხატად უნივერსალური მესია იქადაგებს "გამოცხადებას" ყველა ხალხთა ენაზე. ვარაუდობენ, რომ ეს ეშმაკის ნაშიერი, ილაპარაკებს იმაზე, რომ სხვადასხვა რელიგიური წმიდა წერილი სიცრუეა და, რომ ძველი რელიგიები პასუხისმგებელნი არიან ყველა იმ ბოროტებაზე, რაც პლანეტაზე არსებულა. ამიტომაც, ისინი უნდა გაუქმდნენ, რათა ადგილი დაუთმონ ახალ, ანტიქრისტეს რელიგიას, რომელიც ყველას უხელმძღვანელებს, თუკი, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ხვალინდელ დღეს მიაფურთხებს...

სხვადასხვა დაზვერვა აჩვენებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე აშშ-ს ქვეყნებში დაგროვდა მრავალი თანამედროვე კომპიუტერული ინფორმაცია ადამიანის ტვინის ელექტროქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესახებ. ცნობილია, რომ ამ ქვეყნებში შესაბამისი ექსპერიმენტები მილიონობით ადამიანს უტარდებოდა. ეს მონაცემები ადამიანის სმენითი და ვიზუალური მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა.

ყოველ ჩვენგანს შეუმჩნევია, რომ ზოგჯერ აზრები თითქოსდა სხვისგან მოდის. ზოგჯერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს სპონტანური იდეები და ადამიანი, რომელიც მათით ხელმძღვანელობს, შეიძლება ისეთ საქციელზე წავიდეს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი არ არის. როგორ შეიძლება ეს ავხსნათ?ი

პროექტ "ბლუ ბიმის" შემუშავების დროს გამოყენებოდა მიზანმიმართული ტელეპატიური კავშირის ტექნოლოგია ელექტრომაგნიტური ტალღების დახმარებით. სადაც, კომპიუტერულს სიგნალს, რომელსაც თანამგზავრი გადმოსცემს, შეუძლია კონტაქტში შევიდეს აზროვნების ბუნებრივ მექანიზმებთან...

გამოაშკარავდა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ამგვარი მოწყობილობები აღმოაჩნდათ ცსს-სა (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და გფბ-ს (გამოძიების ფედერალური ბიურო), რომლებიც ვითომცდა ამ მოწყობილობებს იყენებდნენ ადამიანთა სამკურნალოდ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ექსპერიმენტებს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება ჰქონდათ. პრესაში ამ თემის წამოჭრის მცდელობისას სისტემის წინააღმდეგ გამომსვლელ ადამიანებს ან კლავენ ან კიდევ ქმნიან ე. წ. "მანჯურიელ კანდიდატს". ჩვენს გვაქვს ცნობები, რომლებიც ადასტურებს, რომ ასეთი ექსპერიმენტები ტარდება ინგლისში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ფინეთში. სახელმწიფო დაწესებულებები და კორპორაციები, თავიანთი მიზნის მისაღწევად ხელდახელ თანამშრომლობენ მათთან და მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა მიაღწიონ საბოლოო შედეგს: დაამყარონ საყოველთაო სოციალური კონტროლი.

რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი: საკუთარი უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შენარჩუნებით დაშინებულ და დატერორებულ მოსახლეობაში უფრო ადვილია მისი განიარაღების გეგმების განხორციელება. მეორეც: ეს ხელს უწყობს ძველის სანაცვლოდ, რომელიც უკვე აღარ მუშაობს, ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი წყობის დამყარებას.

ცხადია, რომ ამგვარ ალტერნატივას ამუშავებდნენ დიდი ხნის განმავლობაში და, შესაძლოა, უკვე მზად არის კიდეც. ეს არის - "ახალი მსოფლიო წესრიგი". შიში ყოველთვის იყო მასებზე ელიტის კონტროლის საუკეთესო ინსტრუმენტი. ძველი ანდაზა: "დაჰყავი და იბატონე" ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში. ის, რაც ახლა ხდება დსთ-ს ქვეყნებში, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს ეშინიათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის და უფრთხილდებიან მატერიალურ კეთილდღეობას. ეს გონების მართვის ერთ ერთი ფორმაა.

2001 წლის 11 სექტემბერი... სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ტერორის გლობალური სისტემა - "ანტი-ტერორი", რომელიც თვალყურს ადევნებს აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მოსახლეობას. თუმცა, ამჯერად გონების კონტროლი მექანიზმების უფრო მეტ სპექტრს მოიცავს...

აი, რას წერდა 1970 წელს ფსიქოლოგი Genev McConnell-ი თავის სტატიაში "ფსიქოლოგია დღეს":

"დღეს შესაძლებელია სენსორული დეპრივაციის კომბინირება, ნარკოტიკები, ჰიპნოზი და გონებით მანიპულირება, რათა თითქმის სრულიად ვაკონტროლოთ ბრბოს ქცევა. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ სწრაფად და საკმაოდ ეფექტურად. "ტვინების გამორეცხვას" მივყავართ პიროვნების ქცევის რადიკალურ ცვლილებებამდე. ამან უნდა მოგვცეს საზოგადოების ახალი ფორმა, დაბადებიდან შეგვასწავლიან იმის კეთებას, რასაც საზოგადოება ითხოვს ჩვენგან. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, რათა ეს უკვე დღესვე განვახორციელოთ. არავინ იქნება საკუთარი პიროვნების ბატონ-პატრონი".

პროექტ "Blue Beam"-ის შემდეგი ნაბიჯი არის კონტროლის დაწესება მთელს დედამიწაზე. ეს განხორციელდება უცხოპლანეტელთა შემოჭრისა და მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში თავდასხმის მოდელირებით. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც ფლობენ ბირთვულ იარაღს, საკუთარი თავდაცვისთვის მას არ გამოიყენებენ.


ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციების შეტევის თემას მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებზე, პრაქტიკულად თავს გვახვევენ ჰოლივუდური ფილმებით. მათში ამგვარი თავდასხმის შემდეგ, ყველა დიდი სახელმწიფო, რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ა. შ. დაიწყებენ ურთიერთთანამშრომლობას, შეიმუშავებენ თავდასხმისგან დაცვის გეგმას. მაგრამ ყველა მათი მცდელობა ამაო აღმოჩნდება და როდესაც სიტუაცია კრიტიკული გახდება, გამოჩნდება ქვეყნიერების მსხნელი, დიადი გმირი და "მესია". ასეთი ფილმებით პრაქტიკულად თავს გვახვევენ ამგვარ სტერეოტიპულ აზროვნებას. უკვე გვაშინებენ უცხოპლანეტელებით და ჩვენს სამყაროში რაღაც უცნობის შემოჭრის პანიკას თესავენ. ჩვენ უკვე მომზადებულები ვართ წარუმატებელი წინააღმდეგობისთვის და "მაცხოვრის" მოლოდინით ვართ შეპყრობილნი, რომელსაც ერთს ძალუძს ძირს დაანარცხოს უცხოპლანეტელთა მთელი ურდო.


ეს ყველაფერი ადამიანის გონების მართვის კიდევ ერთი ფორმაა. პლანეტის დაპყრობის წინმსწრობი ეტაპი გახდება "ახალი მსოფლიო წესრიგის" ოპოზიციის განადგურება... სპეციალურად გენერირეუბული ელექტრონული ტალღები გადაიცემა ოპტკურბოჭკოვანი არხებით, საკაბელო ტელევიზიით, სატელევიზიო ხაზით, რადიოთი და ა. შ. არ უნდა დავივიწყოთ რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო ჩიპებიც, რომელთა იმპლანტირება მრავალ ადგილას უკვე დაიწყო. ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა, რომელიც მომართულია სიგნალების მიღება-გადაცემაზე, გახდება სატრანსლაციო ინსტრუმენტი.

ამგვარად, ტელეპატიურ სეანსს დაექვემდებარება მთელი პლანეტის მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. გადაცემული იქნება ინფორმაცია, რომელიც მოუწოდებს თვითმკვლელობისკენ, ძალადობისა და ამბოხისკენ.

როდის განახორციელებენ ისინი თავიანთ ბოროტ ზრახვებს პრაქტიკაში? როგორც კი მათ მიერ შექმნილი ეკონომიკური კრიზისი გამოფიტავს დედამიწის მოსახლეობას, გამოწოვს მას უკანასკნელ დანაზოგს. მაშინ დამყარდება ელექტრონული გადასახადების საყოველთაო, მსოფლიო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება რადიოსიხშირულ იდენტიფიკაციაზე. მიზანი - მოხდეს გადამცემების იმპლანტაცია მთელი პლანეტის მოსახლეობაში მისი კონტროლის მიზნით. შემდეგ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება. მოაწყობენ სამხედრო კონფლიქტებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს, თვითმკვლელობათა ტალღებს და ქაოსს, ამას კიდევ დაემატება "უცხოპლანეტელთა" შემოსევა. ამგვარი უბედურებების შემდეგ, კაცობრიობა უბრალოდ ინატრებს "მაცხოვარს", რათა მან, რაც უნდა დაუჯდეს დაამყაროს მშვიდობა დედამიწაზე (источник материала в интернете).

ბროშურაში "ტექნოტრონული მაგია", რომელიც რამოდენიმე წლის წინათ გამოიცა, ასევე მოთხრობილია თანამედროვე ფსიქოტრონულ - ოკულტურ ტექნოლოგიებზე, რომლითაც ცდილობენ ადამიანთა ცნობიერების მართვას. აი, რამდენიმე აბზაცი ამ წიგნიდან:

"აღმოსავლეთსა და დასავლეთში (უმთავრესად აშშ-ში) - უმკაცრესი გასაიდუმლოების პირობებში, უკვე დიდი ხანია მუშავდება შემტევითი ფსიქოტრონული იარაღის სხვადასხვა სახეობები. ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა - კომპიუტერული მაგია. სწორედ მას დაეფუძნება კონტროლის საყოველთაო სისტემა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა სპეციალურ, მიწისქვეშა მრავალსართულიან ცენტრებსა და გაერთიანებული გვირაბების ქსელებს. აქ მუდმივად აქვთ კავშირი "ამო"-სთან. ზოგჯერ ხდება პირდაპირი და ვიზუალური ურთიერთობა "ნაცრისფერ ჰუმანოიდებთან", "უცხოპლანეტელ რეპტილიებთან" და "უცხოპლანეტური ცივილიზაციების" სხვა წარმომადგენლებთან, იქნება ეს "ამაღლებულ მოძღვართა საძმო", "კოსმიური კლონირების ოსტატები" თუ "ნათლის ძალები", რომელთა ბელადი არის - "სანანდა ქრისტე". ანუ, ლაპარაკია ბოროტ ძალებთან, დაცემულ ანგელოზებთან მეტად საშიშ კონტაქტებზე, რომელთაც სატანა მეთაურობს!

ჯეისონ ბიშოპ მესამის ერთ ერთ თხზულებაში, მოთხრობილია უზარმაზარ მიწისქვეშა ცენტრზე, რომელიც ნიუ-მექსიკის შტატში მდებარეობს. "გამოკვლევები მოიცავენ ცდებს ადამიანის ენერგეტიკაზე, ასევე ძილის სხვადასხვა ასპექტებზე, ჰიპნოზზე და ტელეპატიაზე. მათთვის ცნობილია როგორ უნდა მოახდინონ ადამიანის ბიოპლაზმით მანიპულირება; მათ შეუძლიათ დელტა ტალღებით შეანელონ თქვენი პულსი ღრმა ძილის დროს, შეგიყვანონ სტატიკური შოკის მდგომარეობაში, შემდეგ კი თქვენს ტვინს მიუერთონ კომპიუტერი და დაგაპროგრამონ. მათ შეუძლიათ შეიყვანონ ინფორმაცია და დამაპროგრამებელი განკარგულებები თქვენს ტვინში (დატვირთვა ინფორმაციით - "ძილის ბიბლიოთეკა")... სადაზვერვო სამსახურებს უკვე ჰყავთ "დისტანციური მართვის" ადამიანები, რომლებსაც არ ახსოვთ, როგორ დააპროგრამეს, მაგრამ ხმოვანი ან ვიზუალური სიგნალის მიცემისთანავე ასრულებენ მიცემულ განკარგულებებს.

მიწისქვეშა ობიექტები არა მარტო აშშ-შია. დიდი ამერიკული მიწისქვეშა კომპლექსი განლაგებულია პაინ-გელის ხევში, ალის-სპრიგნსთან ახლოს, ავსტრალიაში. არსებობს პუერტო რიკოს გამოქვაბულთა ღრმა სისტემა, რომელიც, ამერიკელი სამხედროების მოწმობით იდეალური სამალავია ამოს-თან კონტაკტებისთვის. შესაძლოა სწორედ გამოქვაბულთა სიღრმეებში მიმდინარეობდეს ცდები "სხვა განზომილებებთან" და დროულ-სივრცობრივ კონტინიუმთან" დაკავშირებით (ეს ძალიან მოგვაგონებს "დიდ ადრონულ კოლაიდერს" და პირამიდებს - ავტ.). ამ ექსპერიმენტების გვერდითი მოვლენებია ე. წ. "თხის ვამპირები" - მონსტრების მსგავსი, საიდუმლო არსებები, რომლებიც ასახიჩრებენ თხებს და ცხვრებს და სისხლს სწოვენ მათ. ზოგიერთი მონაცემებით, აქ აწარმოებენ ცდებს ზესაიდუმლო ტექნო-მაგიური იარაღის გამოსაცდელად (შესაძლოა ეს იყოს "ადრონული ბომბი", რომლის შესახებაც არის ნათქვამი ეტიენ კასეს წიგნში "პლანეტის მკვლელი - ადრონული კოლაიდერი" - ავტ.).

მაშ ასე, მიწისქვეშა კომპიუტერული ლაბორატორიები ბნელ ძალთა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და, სავარაუდოდ, ისეთი ზეთანამედროვე ელექტრონული აპარატურით არის აღჭურვილი, რომელთან შედარებით ჩვენი ვირტუალური "სკაფანდრების" უკანასკნელი მოდელები ბავშვის სათამაშო გეგონება!... კიბერსივრცის დაუსრულებელ და მომაჯადოვებელ ლაბირინთებს უცილობლივ შევყავართ დემონურ ბნელში. კომპიუტერით გატაცებულებს, რომლებიც ვერ გამოდიან აზრობრივი ტყვეობიდან, მზაკვარი დემონები საბოლოო და გამანადგურებელ დარტყმას აყენებენ. ღიად გვეცხადებიან ბოროტ ან კეთილ უცხოპლანეტელთა სახით და პირდაპირ და ვიზუალურ კონტაქტებს ამყარებენ. ბოროტები დრო და დრო ვიღაცეებს იტაცებენ, შემდეგ საკუთარ მსხვერპლს აქცევენ ბიომასალად საშინელი ცდებისთვის. "კეთილები" ვითომ ებრძვიან ბოროტებს, და ეხმარებიან გაჭირვებაში ჩავარდნილ "დედამიწელებს". როგორც წესი, არავის ეეჭვება, რომ "ნათელი მუტანტები", "თეთრი ჰუმანოიდები", "ბრძენი კონსტრუქტორები" და მათი პირდაპირი მმართველობა - "განათლებულ სამყაროთა მბრძანებლები" – "შავი კოსმოსის" ეს შეურიგებელი მტრები - ჩვენი კეთილისმყოფელები არიან, რომლებსაც სწყურიათ მხარი დაუჭირონ დატანჯულ კაცობრიობას და იხსნან დედამიწის ცივილიზაცია "უცხოპლანტური ბოროტებისგან". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სპეციალისტები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან რომ დაამყარეს მეგობრული კავშირი უმაღლესი კოსმიური რასების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ოდითგან, კაცობრიობის ჭაღარა წარსულიდან ანგელოზებს უწოდებდნენ...


მაშ, ვინ არიან ეს სხვა ყოფიერებიდან მოსული "ძმები", რომლებიც ტექნოგენურ ოკულტისტებს ანათლებენ? გიპასუხებთ:

"კეთილისმყოფელი ჰუმანოიდები", რომლებიც სძლევენ კოსმიურ ბოროტებას, ყოველთვის იყვნენ და არიან უბოროტესი და უმზაკვრესი დემონები. მათი ყველაზე უსაყვარლესი მეთოდია სიმართლედ გაცხადებული ტყუილი. ნდობის მოსაპოვებლად მათ შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი სახე, გააბან თავიანთ მახეში გამოუცდელი ადამიანები და საბოლოოდ წარწყმიდონ მოხიბლულთა სული!...

მართლმადიდებლური სწავლებით, "თვით სატანა ღებულობს "თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც" (2 კორ. 11:14-15).



აი, საიდან აღმოცენდა "პლანეტარული ცნობიერება" და "ახალი აზროვნება". აი სად უნდა ვეძებოთ ინტერნეტის ოკულტური წყაროები! აი ვინ ახალისებს მსოფლიო ვირტუალური ტირანიის მშენებლებსა და თეორეტიკოსებს.

ცრუმესია - ანტიქრისტე, ყველა დროისა და ხალხის უდიდესი მოგვია. ის არის მოჩვენებითი ღმერთკაცი, "კოსმიური ქრისტე", - რომელიც აღასრულებს ცრუ სასწაულებს და მოვა "სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:9-10). "ახალი რელიგიური ცნობიერება, რომელიც ესოდენ აქტიურად ფორმირდება დღეს, ადვილად მიიღებს მას და სიხარულით შეიწყნარებს სიცრუეს სიმართლედ, ბნელს მიიღებს ნათლად და სიკვდილს სიცოცხლედ.

მებრძოლი მონდიალისტები - "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლები - მაქსიმალური ეფექტით გამოიყენებენ გლობალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებ, ინტერნეტს, საყოველთაო რეკლამას და "ტვინის ჩამორეცხვის" სხვა სისტემებს. განახორციელებენ მთელ რიგ საინფორმაციო-ოკულტურ დარტყმებს. მასებზე განახორციელებენ დახვეწილ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მოახდენენ ლიბერალურ-მასონური ინტელექტუალური ელიტის მობილიზებას და წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებათა "ნაყოფიერი" მუშაობის" შედეგების დემონსტრირებას, რითაც მოამზადებენ საზოგადოებრივ აზრს. გამოაქვეყნებენ სოციალური გამოკითხვების შედეგებს. დაარწმუნებენ დედამიწის მოსახლეობას მიჰყვნენ უმრავლესობას. დააფრქვევენ ათასგვარ დაპირებებს და ყოველ კანონმორჩილ ადამიანს დაჰპირდებიან კეთილდღეობას. დაუმორჩილებელთ კი დაემუქრებიან უბედურებებით და მათი გამოუვალი მდგომარეობით.

ცხადია, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ კოდირებულიმა, უნებისყოფო და ადვილად სამართავმა ბრბომ, რომელიც მიჩვეულია სულიერ კომპრომისებს და უკვე ერთგვარ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს, გაუძლოს უკანასკნელ, საბედისწრო ნაბიჯს და არ მიიღოს "მხეცის ნიშანი" (გამოცხ. 13:16-18)... (მხეცის ბეჭედი უკვე მოქმდებს - ეს არის ტოტალური, ელექტრონული კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს: საიდენტიფიკაციო ნომრებს, პირადობის დამადასტურებელ ელექტრონულ ბარათებს, ადამიანში ჩასანერგ მიკროჩიპებს და სხვა... - ავტ.).

შესაძლოა, მომავალში, ერთხელაც, რომლის დღე და რიცხვი მხოლოდ ღმერთმა იცის, "მსოფლიო ტრანსნაციონალურმა ტელევიზიამ" გაკვირვებულ ადამიანებს, "ეკრანის ნარკომანებს" (ანუ მხეცის ხატის თაყვანისმცემლებს (იხ. გამოცხ. 13) აჩვენოს როგორ ჩამოდიან დედამიწაზე "კეთილი ანგელოზები" შორეული, მეგობრული, მამობრივი მეტაგალაქტიკიდან და მოუწოდებს დედამიწელებს თაყვანი სცენ თავიანთ "კოსმიურ მეუფეს" და "ღვთაებრივ განმანათლებელს" («Технотронная магия», Львов, «Путь православных», сс. 15-19).



.................

მეცხრე თავში აღწერილი ნიშნები კრავისრქიანი მხეცის ოინებს ჰგავს. 



Комментариев нет:

Отправить комментарий