ანგარებიანი არ ინდობს არც მამას, არც დედას, არც ძმებს, არც სხვებს.
ნეტარი ავგუსტინე
*
არც ერთი ვნება არაა ისე საძულველი და არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც - ვერცხლისმოყვარეობა.
წმ. პეტრე დამასკელი
*
ვაი, ანგარებისმოყვარეს! სიმდიდრე მისგან გარბის; მას კი ელის ცეცხლი.
წმ. ნილოს სინელი
*
ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა - ურწმუნოების ასული, საკუთარი უძლურების შეწყნარება, სიბერის მომასწავლებელი, შიმშილის წინამაუწყებელი, უწვიმობის მომტანი.
* * *
ვერცხლისმოყვარეობა თითქოსდა მოწყალების გაცემის სურვილით იწყება და ღატაკთა მიმართ სიძულვილით თავდება.
* * *
ვერცხლისმოყვარე მოწყალეა, ვიდრე ფულს აგროვებს, მაგრამ როდესაც შეკრებს მას, ხელმომჭირნე ხდება.
ღირსი იოანე სინელი
*
ვერცხლისმოყვარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე - არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრწნელი სიმდიდრე - სულიწმიდის მადლია, რომელიც გლახაკს მეფედ აქცევს და ურომლისოდაც მეფე მათხოვრად იქცევა სიკვდილის შემდეგ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
*
ვერცხლის მოყვარეობა მაშინ მჟღავნდება, როცა სიხარულით იღებ და მწუხარებით გასცემ.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
*
მომხვეჭველობის ვნება ხშირად მშობლებშიც ბუნების ხმას ახშობს, აღძრავს ძმათა შორის შუღლს, უდაბნოებს ავსებს მკვლელებით, ზღვებს ყაჩაღებით, ქალაქში წარმოშობს ცილისმწამებლებს.
წმ. ბასილი დიდი
*
რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, რომლითაც გულშეძრული ზოგ - ზოგი შეცდა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
პირველი ტიმოთეს მიმართ, თ. 5-6
*
ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად; მხოლოდ ანგარება ახალგაზრდავდება ყოველდღიურად.
წმ. ამბროსი მედიოლანელი
*
ჯოჯოხეთი არ იტყვის: მეყოფა (იგავნ. 30, 16)! და ანგარებიანიც არასდროს ამბობს: „საკმარისია"!
წმ. ბასილი დიდი
*
ვერცხლისმოყვარესთვის სიმდიდრე იგივეა, რაც უგუნურისათვის ხმალი.
* * *
კარგად შეადარა ვიღაცამ ანგარებიანი წყალმაკთან მებრძოლებს. მათ რაც მეტი წყალი აქვთ სხეულში, მით მეტ წყურვილს გრძნობენ, ასევეა ანგარებიანი, რომელსაც ბევრი აქვს და უფრო მეტი უნდა.
* * *
ლითონის ხმა, რომელიც ვერცხლისმოყვარის ყურებს ავსებს, მადლის ხმისთვის აყრუებს მათ.
* * *
როგორც შეუძლებელია ოდესმე ზღვა იყოს ტალღების გარეშე, ასევე ვერცხლისმოყვარე ადამიანის გულს არ შეუძლია დარდის, ურვის, შიშისა და ტანჯვის გარეშე ყოფნა.
* * *
შეუძლებელია, ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც.
წმ.იოანე ოქროპირი

Комментариев нет:
Отправить комментарий