ღმერთი

ღმერთი

среда, 10 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი მეორე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი მეორე


1. შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,

2. ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,

3. რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.

4. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.

5. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.

6. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,

7. მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,

8. იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.

9. მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.

10. თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,

11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,

12. რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,

13. სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,

14. ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,

15. რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,

16. რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,

17. რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,

18. რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.

19. იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.

20. რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,

21. რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.

22. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.


Комментариев нет:

Отправить комментарий