ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 11 августа 2013 г.

"მე რუსი ვარ და ჩემმა სამშობლომ მომიკლა შვილი" - შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის დედა.

ქართველი ჯარისკაცი რუსლან წულაძე, ერთ-ერთია იმ 17 გმირიდან, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა.

ზუსტად ხუთი წლის წინ, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწიეს და გმირულად დაიღუპნენ. ადგილზე, სადაც 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ოკუპაციას შეეწირა, სიმბოლური მემორიალია მოწყობილი.

მემორიალთან დღეს დაღუპული სამხედროების დედები შეიკრიბნენ. რუსლან წულაძის დედამ ლიდია წულაძემ ლექსი წაიკითხა, რომელიც დაღუპულ 17 გმირს მიუძღვნა. "არ იტიროთ ქართველო დედებო, იამაყეთ თქვენი შვილებით. ისინი ცოცხლები არიან. მე ორმაგად მიჭირს. მე რუსი ვარ და ჩემმა სამშობლომ მომიკლა შვილი. მაგრამ ის ცოცხალია და დღეს საქართველოს გმირია" - ემოციური სიტყვა წარმოთქვა სიმბოლურ მემორიალთან დაღუპული ჯარისკაცის დედამ.


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/34458-qme-rusi-var-da-chemma-samshoblom-momikla-shviliq-shindisis-brdzolashi-daghupuli-gmiris-deda.html

Комментариев нет:

Отправить комментарий