ღმერთი

ღმერთი

среда, 14 августа 2013 г.

ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს,

ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი, მხურვალე რწმენა, სიმდაბლე და სიყვარული უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გულში ადვილად მოიკალათებს ეშმაკის მზაკვრობა, მზაკვრობასთან ერთად მცირედმორწმუნეობა, ანუ ურწმუნოება და მერე ყველა სახის ბოროტებაც, რომელთაგან ცრემლიც კი ვერ გიხსნის იოლად. ამიტომ არამც და არამც არ გაიციო გული და განსაკუთრებით კი ლოცვისას, მოერიდე გულგრილობას. ძალიან ხშირად, ბაგეებზე ლოცვა აკრავს კაცს და გულში კი მზაკვრული მცირედმორწმუნეობა ანუ ურწმუნოება; ბაგეებით თითქოს ახლოსაა კაცი ღმერთთან, გულით კი შორს. ლოცვისას კი ბოროტი ყველანაირად ცდილობს, ჩვენდა შეუმჩნეველად, გაგვიგრილოს გული, გვაცდუნოს. ილოცე, გამხნევდი, განიმტკიცე გული.


წმ. იოანე კრონშტადტელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий