ღმერთისაგან აშორებს მას და თავისი ბნელი, მოძულე, მომაკვდინებელი არსებით უტევს, ავიწროებს. ვნების ერთი გამოძრავება კმარა და უმალ ეხსნება გზა სულისაკენ, არ გამოეპარება შოგ შეღწევის უმცირესი საშუალებაც კი. ზუსტად ასევე, უამრავია გზა, რომლითაც სული წმიდა მკვიდრდება სულში: გზა რწფელი სარწმუნოებისა, გულითადი სიმდაბლე, გულითადი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა და ა.შ მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ გზების ჩახერგვას ყველანაირად ცდილობს ძირძველი მტერი, მტერი კაცთა მოდგმისა - ეშმაკი და ჩვენნაი ცოდვილთ, ღვთისგან ძალიან დაშორებულთ უფალთან მისასვლელთან ერთი გზა გვრჩება: გზა მწარე ცრემლისა და მწუხარებისა. წმინდა წერილი ასაბუთებს, რომ ღმერთთან დასაახლოებლად ცოდვილმა ცრემლის ღვრით უნდა ჩამოიბანოს საკუთარი ორგულობა "დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად" (იაკ.4,9). ცრემლს ძალა აქვს და წმენდს ჩვენში გულის უკეთურებას, განსაცდელში კი იკვეცება გულის სილაღე და გაჭირვებაში მყოფ კაცს ადვილად სდის ცრემლი.
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმ. იოანე კრონშტადტელი
Комментариев нет:
Отправить комментарий