თქვენ ფლობთ ველ–მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორომებს და კიდევ რაღას არ? ხოლო მიწის მცირედი ნაკუწი, რომელიც სიგანით ორი ნაბიჯია, სიგრძით კი – ექვსი, იქნება თქვენი საცხოვრისი და ერთი ქვა იკმარებს თქვენს სადარაჯოდ.
წმ. ბასილი დიდი
***
ვა საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე!
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე.
*
ვა სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა შენებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა
*
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია
შოთა რუსთაველი
***
ეს პირმოთნე სოფელი ყველას აიძულებს, რომ მასთან იყოს ახლოს: იქნებ ოდესმე ვინმეს მონადირება შეძლოს თავის ბადეში და სამუდამოდ დაისაკუთროს! რადგან ადამიანები ატყუებენ და ტყუვდებიან. არიან რა მოკვდავნი, თავიანთ მოკვდავზე შრომობენ
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
***
ყოველგვარი საქმის კეთებისას ვპოულობთ დროს, რომ უეცრად გაჩენილი რაღაც სურვილები დავიკმაყოფილოთ, ხელოვნების ამათუიმ დარგში სრულყოფილებას მივაღწიოთ, შევისწავლოთ ახალი მეცნიერება, ვიკითხოთ აზრსმოკლებული წიგნები. მხოლოდ სულზე ზრუნვისთვის არ გვაქვს დრო.
სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართმევს.
სხვა მოძღვარი

Комментариев нет:
Отправить комментарий