ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 9 марта 2014 г.

სულიერი სწავლებანი. 3

მართალი სარწმუნოების სამკვიდრებელი დაუტოვე პირველ ყოვლისა შენს შვილებს, რომ არა მხოლოდ შვილნი, არამედ შვილიშვილნიც შესწირო უფალს მართლმადიდებლობით.



ვისაც მართალი სარწმუნოება არ უპყრია და მოღვაწეობს, იმ კაცსა ჰგავს, რომელიც წყალს იღებს და გახვრეტილ ჭურჭელში ასხამს.



როგორც თოვლში ცეცხლი არ იპოვება, ასევე არც მწვალებლებთან იპოვება სიმდაბლე. ეს სათნოება წმინდა და ღვთისმოყვარე მართლმორწმუნეთა კუთვნილებაა.

წმ. იოანე სინელი



დიდი სიკეთეა გწამდეს ქრისტე, რადგან ქრისტეს რწმენის გარეშე შეუძლებელია ცხონება.



წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (სიტყვა 37)



კითხვა: თუკი ვინმე ქრისტეს ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებს, შევა ცათა სასუფეველში?

პასუხი: ვინაიდან უფალი ეუბნება ნიკოდიმოსს: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან. 3,5), ცხადია, რომ ვერ შევა სასუფეველში. თუმცა არ დაკარგავს თავის მისაგებელს: ან იღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებით და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებებით, იმის მსგავსად, ვინც გაიგონა აბრაამისგან: „მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“ (ლუკ. 16,25), ანდა მისი ხვედრი მომავალ საუკუნეში დიდად განსხვავებული იქნება იმათი ხვედრისგან, ვინც სიკეთეს არ აღასრულებდა. რამეთუ როგორც მართალთათვის აქვს ღმერთს მრავალი სავანე (იხ. იოან. 14,2), ასევე ცოდვილთათვისაც მრავალი სხვადასხვა სასჯელია.

წმ. ანასტასი სინელი (კითხვა-პასუხი, კ.7)



რაც შეეხება იმ დროს და იმ ადგილებს, როდესაც და სადაც მისი სახარება არ იყო ნაქადაგები, მან (უფალმა) წინასწარ იცნო, რომ მაშინ და იქ ამ ქადაგების მიმართ ყველა ადამიანი იქნებოდა ისეთივე, როგორებიც იყვნენ მრავალნი მისი [ამქვეყნად] ყოფნის ჟამს, კერძოდ ისინი, ვინც არ ისურვა ერწმუნა იგი, მაშინაც კი, როდესაც ის მკვდრებს აღადგენდა.

ნეტარი ავგუსტინე


martlmadidebloba.ge


*******

ქმნა იმისა, რაც ღმერთს სურს და მაგრამ არა ისე, როგორც მას სურს, ნიშნავს, ცუდად გააკეთო სიკეთე და, შესაბამისად, საერთოდ არ აღასრულო იგი.



სატანა აბრმავებს ადამიანს, რათა ცოდვაში ჩააგდოს იგი, შემდეგ კი თვალს აუხელს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს (მათე 27, 3; ებრ. 3, 13).



ღვთის სამსჯავრო ჯერ არ ყოფილა. მაშ, ნურც შენ განსჯი დროზე ადრე ნურცერთ ადამიანს. შესაძლოა, ცოდვილი გამოსწორდეს, ცუდი კი კეთილი გახდეს.



თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.



გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა - როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია.



ცილისმწამებლებს და მაშ შორის, ვინც მათ სიამოვნებით უსმენს, ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც დამნაშავესა და მის თანამზრახველებს შორის.



მინახავს მრავალი, რომლებსაც მეცნიერებაში ნაკლები მონაცემები ჰქონდათ, მაგრამ არავინ მინახავს, რომელსაც სათნოების აღსრულება არ შეეძლო.



თუკი კეთილ ადამიანთან ახლოს ვერ იქნება ის, ვინც მისგან თავისი ზნეობრივი პრინციპებით განსხვავდება, მით უფრო ვერ იქნება ახლოს იგი უფალთან.



ვერავინ ცდუნდება ეშმაკით, თუ თვითონ არ დაუთმობს მას საკუთარი ნებით; რამეთუ თქმულ არს: "წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან" (იაკ. 4, 7).




როდესაც ძლიერის წინაშე წარსდგები, გახსოვდეს, რომ ყოვლადძლიერი ხედავს ყოველივეს, რაც ხდება, და ეცადე, ღმერთს აამო და არა - მიწიერ ძლიერებას.




უფალი ისე არ აკეთებს, რომ ადამიანებს საკუთარი სურვილის გარეშე სწამდეთ, რაც შეუძლებელია; არამედ ისე აკეთებს, რომ მათ მოისურვონ, რომ სწამდეთ.




ის კი არ არის ღატაკი, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც მეტი უნდა. ასევე, მდიდარი ის კი არაა, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც არაფერს ითხოვს.




მცირისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული წარმატება დიდ საქმეებში. "გინდა იყო დიდებული, დაიწყე ყველაზე უმცირესიდან". - ამბობს ნეტარი ავგუსტინე.




რაც უფრო ფართოა მოღვაწეობის სფერო, მით მეტია პასუხისმგებლობა; რასაც ერთს არ მოჰკითხავენ საყოველთაო სამსჯავროზე, სხვა იმისათვის განისჯება.



სხვა მოძღვარი



sibrdzne.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий