9 მარტს სახელმწიფო კანცელარიის წინ ალტერნატიული უჩიპო პირადობის მოწმობების მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
აქცია „მართლმადიდებელთა კრებულის“ ორგანიზებით მოეწყო, რომელშიც მრევლთან ერთად მონაწილეობა მიიღეს იურისტებმა და სასულიერო პირებმა. აქციის მონაწილეები დალოცა და აკურთხა ახალი პასპორტების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა იობმა.
როგორც „მართლმადიდებელთა კრებულში“ აცხადებენ, მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ ძალადობას და ითხოვს, სასწრაფოდ გაიცეს მოქალაქეებზე არაელექტრონული უჩიპო მოწმობები, რათა დაცული იქნას ქვეყანაში არჩევანის თავისუფლება.
„მოსახლეობა უარყოფითადაა განწყობილი ახალი ტიპის პირადობის მოწმობების მიმართ და ეს ინტერაქტივიდანაც გამოჩნდა.
მესამე წელია ადამიანები მოქალაქეობრივ დისკრიმინაციას განიცდიან, საკუთარი ქვეყნიდან გაძევებულნი არიან და ეს ადმინისტრაციული დიქტატურა, რომელიც უარყოფილია მთელ რიგ ქვეყნებში, საქართველოშიც დაიძრა. სამთავრობო მხარდაჭერაც გვაქვს, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო რატომღაც ჯიუტობს. ხალხმა აირჩია იგივე უწყების ხელმძღვანელი, მთავრობაც და ხალხის ნება უნდა განახორციელონ.
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა უჩიპო პირადობის მოწმობა მოქალაქეებზე დაშვებული იქნას და ადამიანები ქვეყნის მიღმა არ დარჩნენ,“ – აღნიშნა მართლმადიდებელთა კრებულის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა.
წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია დღეს იმართება, როცა ეკლესია მართლამდიდებლობის ზეიმს დღესასწაულობს, რაც ხატმებრძოლეობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს.
„უფალმა ჩვენ მოგვანიჭა თავისუფლება, როგორც ღვთის ხატებას. თავისუფლება ნიშნავს ადამიანის მიერ ქრისტეს მცნებების დაცვასა და მისი სათნოებებით, მრწამსით ცხოვრებას, რომელსაც ქრისტიანული ეკლესია და სწავლება გვაძლევს. თუ ამ მცნებებს დავკარგავთ ჩვენც და ისინიც, ვინც ამას გვაკეთებინებენ, არიან ღვთის ხატების შეურაცხმყოფელნი. …
ჩვენ, მართლმადიდებლები და ასევე, სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც ითხოვენ, რომ დაშვებული იქნას ალტერნატიული უჩიპო პირადობის მოწმობა, რომელიც მომავალში არ იქნება საზიანო და საშიშროების შემქმნელი ადამიანებისთვის,“ – ბრძანა დეკანოზმა დავითმა.
მამა გაბრიელი (ჩადუნელი): „ჩვენი მიმართვაა როგორც პრეზიდენტის, ისევე პრემიერის სახელზე. მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი ხმა და ამ ადამიანების სურვილი, თხოვნა მივაწვდინოთ მათ, რათა დაშვებულ იქნას ალტერნატიული ბარათები, იმიტომ რომ ეს არის ძალდატანებითი და არ ხდება ადამიანის აზრის გათვალისწინება.“
შეგახსენებთ, ალტერნატიული საბუთების მოთხოვნით მიმართვა ხელმოწერებთან ერთად განსახილველად შეტანილია საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე.
ამასთან, 28 თებერვალს, ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ ID ბარათებთან დაკავშირებით ჩატარებულ ინტერაქტივში, კითხვაზე: მისაღებია თუ არა ID ბარათი? 31 593 ზარი განხორციელდა. 17 %- ისთვის – მისაღებია, 80 %-ისთვის კი მიუღებელია ID ბარათი. მხოლოდ 3 %-მა კი – დააფიქსირა, რომ არ იცის მისაღებია თუ არა ID ბარათი.
ალტერნატიული პირადობის მოწმობის მოთხოვნით 100 000 ხელმოწერაა შეგროვებული.
თეონა ნოზაძე
http://www.ambioni.ge/aqcia-id-baratisalternativis-dasvebis-motxovnit
აქცია ID ბარათის ალტერნატივის დაშვების მოთხოვნით (09.03.2014)
http://www.youtube.com/watch?v=qrJUWbkYxzM

Комментариев нет:
Отправить комментарий