ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 марта 2014 г.

აგრესია - Aggression

სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა ქვეყნის

სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური

დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ანდა ძალის გამოყენება სხვა, გაეროს წესდების საწინააღმდეგო საშუალებით.



გაერო აგრესიის შვიდ სახეს განასხვავებს:



1. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა, ან შეჭრა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან სამხედრო ოკუპაცია, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის, ან მისი ნაწილის ძალადობრივი ანექსია;

2. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ან ნებისმიერი იარაღის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

3. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს პორტების, ან სანაპირო ზოლის ბლოკადა;

4. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს მიწებზე, ზღვებზე, ან შეიარაღებულ ძალებზე, საზღვაო ან საჰაერო ფლოტზე;

5. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ან ამ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების ყოლა ხელშეკრულების ვადების დარღვევით;

6. სახელმწიფოს ქმედება, რომელიც უთმობს საკუთარ ტერიტორიას სხვა სახელმწიფოს, ეს უკანასკნელი კი ამ ტერიტორიას იყენებს მესამე სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული ქმედებისათვის;

7. სახელმწიფოს მიერ, ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, უკანონო ფორმირებების, ან დაქირავებულთა გაგზავნა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ქმედებების ჩასატარებლად.




ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

Комментариев нет:

Отправить комментарий