ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 марта 2014 г.

აია-სოფიას ტაძარი.

   აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი.

მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.

2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.


 აია-სოფია დღეს.




***********



აია სოფია AIA SOFIA

“აია სოფია” სამჯერ აშენდა. პირველი იყო “მეგალა ეკლესია”, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინეს დროს აიგო 360 წელს. ეს ეკლესია იყო ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში, ხის სახურავით გადახურული. ტაძრის ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა სახალხო აჯანყების დროს 404 წელს.

მეროედ აშენდა 415 წელს თეოდოს მეორის იმპერატორობის ხანაში. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლელით. 532 წელს სახალხო აჯანყების დროს, რომლიც ცნობილია „ნიკას“ სახელით, ტაძარი კვლავ დაიწვა.

აია სოფიას დღევანდელი სახით აშენდა იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში, საუკეთესო არქიტექტორების, ისიდორ მილეთელისა და ანფიმ ტრალელის მიერ. ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

აია სოფია, ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ. მას უნივესალურად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.

ამჟამად კი მუზეუმია, რომელიც მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ სტამბულში.

მე-18 საუკუნეში ახალციხის ფაშამ აჰმედ ჯაყელმა, ახალციხეში ოსმალთა სულთნის ბრძანებით მეჩეთი ააგო, თუმცა ამ ნაგებობას “აჰმედის ტაძარსაც” ეძახიან რადაგან, იგი მართლმადიდებლური ტაძრის აია სოფიას მაკეტითაა აგებული და საკურთხევლის ადგლიც მონიშნულია. იმ დროს აია სოფია უკვე ოსმალთა ხელში იყო და მეჩად ფუნქცინირებდა. არსებობს გადმოცემა რომ გამაჰმადიანებულმა აჰმედ ჯაყელმა “ახალციხის მეჩეთი” მართლმადიდებლურ ტაძრად ააგო იმ იმედით რომ ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების შემდეგ აქ მართლმადიდებლური, ქართული წირვა ლოცვა აღევლინებოდა. დღეს ახალციხს აია სოფიაც მუზეუმია.

http://www.ambioni.ge/aia-sofia

Комментариев нет:

Отправить комментарий