ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 марта 2014 г.

НТВ-მ უკრაინელი ლიდერების წარსულის ამსახველი სენსაციური ვიდეოარქივი გამოაქვეყნა

15 მარტი, 2014.

რუსულმა ტელეკომპანია НТВ-მ პროგრამაში „Правители с большой дороги - 2" მაიდნის ამჟამიდელი ლიდერების წარსულის ამსახველი უნიკალური ვიდეოარქივი აჩვენა, რომელიც უკრაინული მილიციის არქივიდან ამოიღეს.


ვიდეომასალა ვიტალი კლიჩკოს მილოცვით იწყება. შემდეგ კი მოდის კადრები, რომელიც ძმების კრიმინალურ ცხოვრებას და უკრაინის ზოგიერთი ახლანდელი ლიდერის არცთუ სუფთა წარსულთანაა დაკავშირებული.


ბევრმა არ იცის, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოებმა. უკრაინელმა ძმებმა კრიმინალურ ავტორიტეტთან, ვიქტორ რიბალკოსთან, იგივე „რიბკასთან" აიდგეს ფეხი. „რიბკა" 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური იყო. ძმები „რიბკას" ყველა დავალებას ასრულებდნენ დაწყებული ძარცვა-გლეჯვითა და ყაჩაღობით, შეკვეთილი მკვლელობებით დამთავრებული. „რიბკას" კრიმინალურმა დაჯგუფებამ ნელ-ნელა ნავთობისა და საბანკო ბიზნესის კონტროლი ჩაიგდო ხელში და საქმე იქამდე მივიდა, რომ კრიმინალებმა შოუ-ბიზნესშიც გადაწყვიტეს ძალები მოესინჯათ. „რიბკამ" მოკრივე ძმები ამერიკაში, პროდიუსერ დონ კინგს ჩააბარა. მაშინ პრესა წერდა, რომ ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოები „რიბკას" შემოსავლის 50%-ს ურიცხავდნენ, თუმცა 2002 წელს ძმებმა გადაწყვიტეს ბანდის მეთაურისთვის წილი აღარ მიეცათ და მას შემდეგ კლიჩკოებს თავისი მფარველის 40 მილიონი დოლარი დაუგროვდათ ვალად. კრიმინალური ავტორიტეტი ბევრჯერ შეეცადა თავისი წილის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 2005 წელს „რიბკა" მოკლეს.



ახალი უკრაინის კიდევ ერთი „კაშკაშა" პოლიტიკოსი, უკრაინის „რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშკოა. არც მისი წარსულია მთლად უმწიკვლო და მისი რეპუტაციაც საკმაოდ მოიკოჭლებს. 1993 წელს ლიაშკო სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის დააკავეს, მაგრამ მაშინ თავის დაღწევა შეძლო. 1994 წელს კი მართლმსაჯულებას თავი ვეღარ დააღწია და თაღლითობისთვის 6 წელი მიუსაჯეს. ბიუჯეტის ქურდობისა და თაღლითობის გარდა, კიევის გეი-საზოგადოებაშიც ლიაშკო „მთავარი მოქმედი გმირია". უკრაინული პრესა წერდა, რომ დეპუტატად ყოფნისას ლიაშკომ 16 წლის მოზარდი ძილის წამლით გააბრუა და შემდეგ გააუპატიურა.


უკრაინის ხელისუფლებაში მოსული კრიმინალების სიას უკრაინის ახალი შს მინისტრი არსენ ავაკოვი აგვირგვინებს, რომლის გვარიც 90-იან წლებში მომხდარი არაერთი გატაცებისა და მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ავაკოვმა გუბერნატორად ყოფნისას 120 მილიონი გრივნა გააქრო ბიუჯეტიდან, შედეგად, მისი პირადი ქონება თითქმის 400 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. გამოძიების ვერსიით, ავაკოვმა დოკუმენტები გააყალბა და სახელმწიფო მიწები მის კუთვნილ ფირმებზე გააფორმა, ციხიდან თავის დასაღწევად კი იტალიაში გაიქცა. მალე არსენ ავაკოვის სახელი კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში ამტივტივდა. საკითხი მცირეწლოვანთა გარყვნილებას ეხებოდა. როგორც გაირკვა, არსენ ავაკოვი არასრულწლოვან მაქსიმთან „მეგობრობდა". გუბერნატორი ახალგაზრდა ბიჭის მომსახურებით დაახლოებით ორი წელი სარგებლობდა, იტალიაში გაქცევის წინ კი მაქსიმი „ბატკივშინიდან" თანაპარტიელ ალექსანდრე კირშს გადაულოცა.


უკრაინის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ბულატოვი ფართო საზოგადოებამ თავისი ყურის წყალობით გაიცნო. ერთ-ერთი ვერსიით, ბულატოვი იანვრის ბოლოს ევრომაიდნიდან უცნობებმა გაიტაცეს, სასტიკაც სცემეს და ყური მოაჭრეს. დაზარალებულმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. როგორც შემდეგ გაირკვა, „მოჭრილი" ყურიც ადგილზე აღმოჩნდა, „სასტიკი ცემის" ნაკვალევიც ტანზე უკვალოდ გაქრა. მაშინ „ნაცემი"ოპოზიციონერი აცხადებდა, რომ გამტაცებლების სახეები ვერ დაიმახსოვრა. სამაგიეროდ, ახლა ბულატოვი უზარმაზარი სამინისტროს შეფია, რამდენიმე წლის წინ კი ღამის კლუბში უბრალო ადმინისტრატორი იყო და პარასკევობით გეი-ფართის მოწყობა ევალებოდა", - ასე ახასიათებს უკრაინის ამჟამინდელ ლიდერებს სიუჟეტის ავტორი.

(მოამზადა თამარ ნადარეიშვილმა)



http://www.reportiori.ge/?menuid=8&id=20019




Комментариев нет:

Отправить комментарий