ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 марта 2014 г.

ბუკვალური განსწავლულობა, საკუთარ თავს მინდობილი,

დაუყოვნებლივ შობს საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენასა და ამპარტავნებას, მათი საშუალებით ადამიანს ღვთისგან განაშორებს. ასეთი ცოდნა გარეგნულად ღვთის შემეცნებას წააგავს, არსებითად კი შესაძლოა ღვთის სრული უმეცრება, მისგან განდგომა აღმოჩნდეს. შეიძლება სარწმუნოებას ქადაგებდე და ურწმუნოებაში იძირებოდე. უწიგნურ ქრისტიანთათვის განცხადებული საიდუმლონი ძალიან ხშირად დაფარულია მეტისმეტად განსწავლული ადამიანებისთვის, რომელნიც კმაყოფილდებიან ღვთისმეტყველების მწიგნობრული შესწავლით ისე, თითქოს ერთ-ერთ კაცობრივ მეცნიერებათაგანს სწავლობდნენ. სწორედ ასეთი ხასიათი აქვს მინიჭებული ღვთისმეტყველებას მთელს არამართლმადიდებლურ დასავლეთში, პაპისტურშიც და პროტესტანტულშიც.



წმ. მღვდელმთავარი ეგნატე




Комментариев нет:

Отправить комментарий