ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 марта 2014 г.

მშობლებო და აღმზრდელებო! მთელი მზრუნველობით

წინ აღუდეგით ბავშვების კაპრიზებს თქვენს მიმართ; თუ არა, ისინი მალე დაივიწყებენ თქვენს სიყვარულს, გულს სიძულვილით აივსებენ, მალე დაკარგავენ წმინდა, უზაკველ, მხურვალე სიყვარულს, ხოლო ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ მწარედ გისაყვედურებენ იმის გამო, რომ სიყმაწვილეში ზედმეტად ანებივრებდით მათ, აქეზებდით მათი გულის ახირებას. კაპრიზი – გულის გაფუჭების ჩანასახია, გულის ჟანგია, სიყვარულის ჩრჩილია, ბოროტების თესლია, საძაგელია უფლისთვის. სწავლებისას ძალიან საზიანოა მხოლოდ გონების განვითარება და გულის უყურადღებოდ დატოვება, – ყველაზე მეტად გულს უნდა მივაქციოთ ყურადღება... საზოგადოება სწორედ ქრისტიანული აღზრდის უკმარისობის გამო გაიხრწნა. დროა ქრისტიანებმა გაიგონ რა სურს უფალს ჩვენგან, – მას წმინდა გული სურს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა“ (მათე 5,8).



(წმ. იოანე კრონშტადტელი)





Комментариев нет:

Отправить комментарий