ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 марта 2014 г.

მრავალნი კითხულობენ საღმრთო წერილს,

ბევრნი მათ წაკითხულს ისმენენ, მხოლოდ მცირედნი არიან, რომელთაც ძალუძთ სწორედ გაიაზრონ არსი და მნიშვნელობაწაკითხულისა. ისეთი ადამიანიბიც არსებობენ, რომლებმაც ის, რაც საღმრთო წერილში ამოიკითხეს, ჩათვალეს, რომ შეუძლებელია მომხდარიყო, ანდა პირდაპირი გაგებით წაკითხული მათთვის ძნელად მისაღები შეიქმნა და იწყეს განმარტება თვითნებურად და რაღა თქმა უნდა, შეცდომით. რაც აწმყოზეა ნათქვამი, მათი აზრით მომავალში უნდა მოხდეს, ხოლო რაც მომავალზეა ნათქვამი, იმას იგებენ, როგორც უკვე მომხდარს, ან ყოველდღიურ ცხოვრებაში აღსრულებელს. ამგვარად, მათ არ გააჩნიათ არც სწორი დასკვნა და არც ჭეშმარიტი შეცნობის უნარი, როდესაც საქმე ეხება ღვთიური და ადამიანური საკითხების განსხვავებულობას. 



სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი






Комментариев нет:

Отправить комментарий