დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება. ეკლესია ყოველგვარ მწვალებლობაზე გამარჯვებას ზეიმობს.
დღესასწაული 842 წელს დაწესდა, როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხატმებრძოლობის მწვალებლობაზე. საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, ამ დღეს მწუხრის მსახურებაზე მართლმადიდებლობის სინოდიკონი იკითხება, სადაც, ერთი მხრივ, საუკუნო ხსენებით იმკობიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები და ამავე დროს, წარმოითქმება ანათემები მწვალებლობების, მათი მოთავეებისა და თანამოაზრეების წინააღმდეგ.
მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც მარხვის პირველ კვირას აღინიშნება, დღესასწაულია ძლევისა. რომელ ძლევას ვზეიმობთ ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები? იმას, რომელიც მიიღო ჩვენმა სარწმუნოებამ წუთისოფელზე. მაგრამ რითი მიიღო ეს ძლევა ჩვენმა სჯულმა და რით გაიმარჯვა ქრისტიანობამ? – ჭეშმარიტი სარწმუნოებით.
ქრისტიანობის შემდგომ პერიოდში უამრავი ერესი წარმოიშვა, მათ შორის – ხატმებრძოლეობაც. ეკლესიის ყოველივე საპირისპირო ქმედების წინააღმდეგ მოხდა საბოლოო გამარჯვება მე-9 საუკუნეში, კერძოდ, 842 წელს და სწორედ ამ თარიღს უკავშირდება მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულის დამკვიდრებაც.
დღევანდელ დღემდე დიდებულად და ბრწყინვალედ მოაღწია ამ დღესასწაულმა, რამეთუ შეუძლებელია ჭეშმარიტი საწმუნოების ძლევა. ვინც ჭეშმარიტად გაიაზრებს ჩვენი სარწმუნოების თვისებას, არ შეიძლება არ მადლობდეს ღმერთს, რომელმაც ესოდენ დიდი ძალა მიანიჭა კაცს. ხორციელი ძლევაც სულიერ რწმენას უკავშირდება და ამის რამდენი მაგალითი გვაქვს ქართველებს: დიდგორი, ბასიანი თუ შამქორი? რწმენაში გაძლიერებულ კაცს – ქართველს თავად წმიდა გიორგი მიუძღოდა ხილულად და სულიერად. აი, აქაც ძლევა, აქაც ზეიმი მართლმადიდებლობისა! იმარჯვებს სული, იმარჯვებს ხორციც. და როდესაც რწმენაში მოვიკოჭლებდით ხოლმე, დამარცხებაც ბევრი გვიგემია. სარწმუნოებაში დაკოჭლებული ქართველები კი ხშირად სამარცხვინოდ ვმარცხდებოდით.
დღემდე გადაეცემიან ანათემას მართლმადიდებლობის მტრები და საპირისპიროდ, დღემდე ბრწყინვალებით აღინიშნება ჩვენი სარწმუნოების ზეიმი. მჯერა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა თავად უფლის მოსვლამდე არ შეწყვეტს ამ ზეიმის მთელი სულითა და გულით აღნიშვნას.
ღმერთმა დაგლოცოთ!”
ქეთი ჭელიძე
http://www.ambioni.ge/martlmadideblobis-zeimi

Комментариев нет:
Отправить комментарий