ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 марта 2014 г.

,,განტევების ვაცი“ - Scapegoating

თავდასხმის (ან თავდაცვის) ფორმა, როდესაც საკუთარი პრობლემები, ან უსიამოვნებანი სხვა რომელიმე ისეთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს ბრალდება, რომელთაც არ შეუძლიათ შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. "გ.ვ-ის" ძებნა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანთა რომელიმე ჯგუფი გრძნობს ხიფათს, მაგრამ არ შეუძლია მუქარის წყაროს მიმართ რეაგირება. ამიტომ ისინი სხვა, სუსტ, ან საზოგადოების მიერ ათვალისწუნებულ, არაპოპულარულ ჯგუფს იღებენ სამიზნედ.

"გ.ვ-ის" ძებნას ფსიქოლოგიური თვითდამკვიდრების ფუნქციაც აქვს, ვინაიდან შედეგის მიღწევის შემთხვევაში ბადებს საკუთარი უპირატესობის გრძნობას.





ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

Комментариев нет:

Отправить комментарий