ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 марта 2014 г.

ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა - Child abuse

ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის ყველა ფორმა, ბავშვის ცემა, ან შეურაცხყოფა, უყურადღებო, გულგრილი, ან უხეში მოპყრობა, ექსპლოატაცია, სექსუალური ექსპლოატაციის ჩათვლით.

ბავშვად მიიჩნევა პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კანონით სრულწლოვანება უფრო ადრეულ ასაკში მიიღწევა.






ბავშვთა ექსპლოატაცია - hild sxploitiation


ექსპლოატაციად მიიჩნევა სასტიკი მოპყრობა ბავშვებისადმი, ანდა მათი კანონსაწინააღმდეგო გამოყენება კომერციული, ან სამრეწველო მიზნებისათვის. ბავშვთა ექსპლოატაციას განეკუთვნება: ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია პირადი სიამოვნების, ან ფულადი მოგების მიღების მიზნით; ღამის შრომა; იმ ბავშვთა სამუშაოზე მიღება, რომლებიც ასაკის მიხედვით დაწყებით სკოლაში უნდა სწავლობდნენ; სახიფათო, ან მავნე სამუშაო პირობები; აკრძალული მედიკამენტების დამზადებასა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სამუშაო; ბავშვებით ვაჭრობა; დამამცირებელ და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული სამუშაო. გაეროს მიზანია ბ.ე-ის ყველა ფორმის მოსპობა.





ბავშვთა შრომა - Child laber



ბავშვების მიერ შესრულებული სამუშაო. ბ.შ-ის ზოგიერთი ფორმა დაშვებულია კანონმდებლობით. Bბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან, აგრეთვე ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება მავნე აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისათვის, ანდა ხელს უშლიდეს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სულიერ, მორალურ, ან სოციალურ განვითარებას.




ადამიანის უფლებათა ლექსიკონი


Комментариев нет:

Отправить комментарий