ზოგადად, რელიგიისათვის სახელმწიფო სატატუსის მინიჭება კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული როლისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ესა თუ ის რელეიგია, სახელმწიფოს ნაწილი ხდება და მისი მმართველობის სფეროში ექცევა. საუბრის გაგრძელებამდე, მოდით მოკლედ გადავხედოთ, ამ კუთხით, დღეისათვის მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას.
საბერძნეთის კონსტიტუცია აღმოსავლურ მართმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს სახელმწიფო რელიგიისს სტატუსს და აყენებს სხვა რელიგიებთან მიმართებაში პრიორიტეტულ მდგომარეობაში. ეს აძლევს საშუალებას ეკლესიას იქონიოს მიწები და საკუთრება, ასევე ეკლესიის მსახურებს სახელმწიფო უხდის ხელფასს, დაახლოებით იმ ოდენობით როგორც მასწავლებლებს. მისი სტატუსის წყალობით ეკლესიის კანონიკური სამართალი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ეს რეგულირდება საბერძნეთის ეკლესიის კონსტიტუციით, რომლის კანონად მიღებასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საეკლესიო ქორწინება და ნათლობა აღიარებულია ოფიციალური დოკუმენტებად. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას არეგულირებს _ განათლების, ცხოვრების მანძილზე სწავლების და რელიგიურ საქმეთა სამინისტრო.
საბერძნეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლი აღიარებს მართლმადიდებელი სარწმუნოების უპირატესობას. საბერძნეთის ეკლესია განუყოფელია კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან და სხვა ორთოდოქსული ეკლესიებისგან.
საბერძნეთის ეკლესია საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტს წარმოადგენს. საბერძნეთის ეკლესიას განაგებს სინოდი. არ არსებობს საეკლესიო გადასახადი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიები გამოიყოფა ეპისკოპოსების, მღვდლებისა და სხვა საეკლესიო პერსონალის ხელფასებისათვის. ეკლესია თავისუფლდება ზოგიერთი ისეთი გადასახადისაგან, როგორიცაა მიწისა და საშემოსავლო გადასახადები.
ლუქსემბურგში საეკლესიო გადასახადი არ არის დაწესებული. ფინანსირება წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, მღვდლები და საეკლესიო პირები ხელფასს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
პორტუგალიაში კათოლიკური ეკლესიის სტატუსი 1940 წლის კონკორდატითაა განსაზღვრული. კონსტიტუცია უპირატესობას არცერთ ეკლესიას არ ანიჭებს, არ ცნობს აგრეთვე ტრადიციული ეკლესიის სტატუსსაც. სხვა კონფესიების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონი, რომელიც ყველა კონფესიის მიმართ გამოიყენება, გარდა კათოლიკური ეკლესიისა.
კათოლიკური ეკლესია, კონკორდატის საფუძველზე, ბეგარისაგან განთავისუფლებულია. კანონიდან გამომდინარე სხვა კონფესიების წარმომადგენლები ამ უფლებებით არ სარგებლობენ, ასევე არ სარგებლობენ სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების უფლებით. ამ კონფესიათა თავისუფალი შესვლა საავადმყოფოებში, სახელმწიფო სკოლებში თუ ციხეებში, ასევე არაა აღიარებული. მათ არ ირჩევენ სახელმწიფო თანამდებობებზე.
შოტლანდიაში სახელმწიფო ეკლესიაა შოტლანდიის რეფორმისტული ეკლესია.
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მართალია დაწერილი კონსტიტუცია არ გააჩნიათ და შესაბამისად არ არსებობს რელიგიის თავისუფლებისა და ეკლესიების თვითგამორკვევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები, მაგრამ მისი შემადგენელი ქვეყნები პრობლემის გარეშე თანაარსებობენ სახელმწიფო ეკლესიებითა და სახელმწიფო ეკლესიების გარეშე.
ინგლისის ეკლესია სახელმწიფო რელიგიაა, რომლის სათავეში ინგლისის დედოფალი დგას. იგი ლორდთა პალატაში 24 ეპისკოპოსითაა წარმოდგენილი.
თავისებურებას წარმოადგენს ინგლისის ეკლესიის ორგა-ნიზაცია საეკლესიო სამართლის ფორმირებაში. გენერალური სინოდი შედგება სამი პალატისაგან: ეპისკოპოსთა, მღვდელთა და მოყვარეთა. გადაწყვეტილებას სამივე პალატამ უნდა მისცეს ხმა. სინოდის გადაწყვეტილებას საპარლამენტო კანონის ძალა გააჩნია. თუ სინოდი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც პარლამენტის პრეროგატივაა, პარლამენტი კონტროლის უფლებას იტოვებს. სხვა ეკლესიები ნებაყოფლობითი გაერთიანების სტატუსით სარგებლობენ. არ არსებობს აღიარებული ეკლესიის ცნება, ისევე როგორც საზოგადოებრივ-სამართლებრივი სტატუსის მქონე ეკლესია.
ამ მოდელის ერთ-ერთი მაგალითია _ დანია. ამ ქვეყნის კონსტიტუციის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად და მხოლოდ იგი სარგებლობს სახელმწიფოს მხარდაჭერითა და მფარველობით. დანიაში მოქმედი სხვა რელიგიური გაერ-თიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმო-ადგენენ.მათი შექმნისათვის სახელმწიფო ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.
ფინეთში ორი სახის სახელმწიფო ეკლესიაა. კონსტიტუციის 83-ე პარაგრაფი ეხება _ ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიის საკითხს. მე-80 პარაგრაფში - ორთოდოქსალურ (მართლმა-დიდებელ) ეკლესიას. გარდა ამისა ორთოდოქსალური ეკლესიის შესახებ ცალკე კანონიც არსებობს, რომლის მიხედვით ფინეთის მთავრობაში ორთოდოქსალური ეკლესია ყველაზე დიდი ავტორიტეტია. ფინეთში არსებობს აგრეთვე კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ. ამ კანონის მიხედვით რელიგიური ორგანიზაციის დაარსება შეუძლია ფინეთში მუდმივად მცხოვრებ მინიმუმ 20 ადამიანს. მათ რეგისტრაციას განათლების სამინისტრო ახდენს.
ლუთერანული და მართლმადიდებლური ეკლესიები საზოგადოებრივ-სამართლებრივ დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათ ერთი სასამართლო სისტემა გააჩნიათ. რაიხსტაგის გახსნისას ღვთისმსახურება სრულდება. ეკლესიის საქმეები მინდობილი აქვს განათლების სამინისტროს. იკრიბება საეკლესიო გადასახადი, განთავისუფლებულები არიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.
ისრაელის კანონი `ისრაელში დაბრუნების შესახებ~, რეპატრიაციის უფლებას აძლევს ყველა ებრაელს, მათაც, ვინც სხვა რელიგიას აღიარებს. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ებრაელი რომელიც ქრისტიანობას აღიარებს, ერთმევა ისრაელში რეპატრიაციის უფლება.
ისლანდიის 1944 წლის კონსტიტუცია ადგენს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის სტატუსს. თუ ისლანდიის მოქალაქე არ გადაიხდის საეკლესიო გადასახადს, მას გადასახადს იძულებით გადაახდევინებენ და მიემართება რეიკიავიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე.
შვედეთის კონსტიტუციის თანახმად, კანონებს მხოლოდ პარლამენტი გამოსცემს. ეს ეხება საეკლესიო კანონებსაც. გენერალურ სინოდს უფლება აქვს შეიტანოს წინადადებები საეკლესიო კანონების ცვლილებასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ეპისკოპოსებისა და პატრიარქების დანიშვნა. სინოდის წევრებს ირჩევენ ადგილობრივი საბჭოები. არსებობს საეკლესიო გადასახადები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. ფინანსურ დახმარებას სხვა რელიგიური ორგანიზაციები არ ღებულობენ.
განსხვავებული წესია ნორვეგიაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოსაგან ფინანსურ დახმარებას ღებულობენ მორწმუნეთა რაოდენობის პროპორციულად.
საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მარტო ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, არამედ დღეისათვის მსოფლიოში არსებული რეალობა.
http://ufali.ge/index.php/პროგრამა/80-მართლმადიდებლობა

Комментариев нет:
Отправить комментарий