ყველა ხერხი იღონოს მის აღსადგენად. არასოდეს დაუშვას, რომ მიმდინარე ცხოვრების ყოფითმა მოვლენებმა აამღვრიონ ეს სიმშვიდე. ჩვეულებრივ, ესენია: ავადმყოფობები, ახლობელთა გარდაცვალება, ომები, ხანძრები, მოულოდნელი სიხარული, შიში და მწუხარება, წარსულის შეცდომათა და ქმედებათა გახსენება, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც აღელვებს და წუხილს ჰგვრის გულს. ამ დროს არ უნდა აღელდე, რადგან აღელვებული ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ ფლობს და მოვლენების ნათლად ხედვისა და შესაბამისი ქმედებების უნარს ჰკარგავს. ეს კი მტერს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად ააღელვოს იგი და რაიმე გამოუსწორებელი, ან და ძნელად გამოსასწორებელი ნაბიჯი გადაადგმევინოს.
იმის თქმა კი არ მსურს, მწუხარებები არ დაუშვა-მეთქი, ეს ჩვენს ხელთ არცაა. ნუ მისცემ საშუალებას მწუხარებას, შენს გულს დაეუფლოს და ააფორიაქოს. ეცადე, გულს გარეთ შეაჩერო იგი და იმდენად მოარბილო და მოათვინიერო, რომ ჯანსაღი განსჯა და სამართლიანი მოქმედება დაგანებოს. ღვთის შეწევნით ეს ხელგვეწიფება, თუ ჩვენში ზნეობრივ-რელიგიური გრძნობა და განწყობა შესუსტებული არ არის.
ნიკოდიმოს მთაწმინდელი უხილავი ბრძოლა

Комментариев нет:
Отправить комментарий