და დაჭრილი ხარ (ვგულისმხმობთ საპატიებელ ცოდვებს: შეუფერებელი სიტყვის წამოცდენა, გაბრაზება, გონებაში ცუდი აზრის გაელვება, უჯერო სურვილის აღძვრა და სხვ.), ნუ იქნები სულმოკლე და ნუ აფორიაქდები. ნუ გაამახვილებ ყურადღებას საკუთარ თავზე და ნუ იტყვი: როგორ მოვითმინე ეს, როგორ დავუშვი?! - ეს საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენის ამოძახილია. პირიქით, დამდაბლდი და უფალს მინდობილმა მთელი გრძნობით წარმოთქვი: „მეტს რას უნდა ელოდო ჩემგან, უფალო, ასეთი უძლურისა და უზნეოსაგან“. და მაშინვე მადლობა შესწირე ღმერთს, რომ ამჯერად ამით დასრულდა შენი დაცემა. აღიარე: „რომ არა შენი უსაზღვრო სახიერება, უფალო, ალბათ, არ შევჩერდებოდი და უარეს ცოდვაში ჩავეფლობოდი“.
ნიკოდიმოს მთაწმინდელი უხილავი ბრძოლა

Комментариев нет:
Отправить комментарий