03 მარტი, 2014
გამოჩენილმა რეჟისორმა ანდრეი კანჩალოვსკიმ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია, ერთგვარი სულის ყივილი ადამიანისა, ვისაც თავისი სამშობლო სტკივა, კორუფციაში, განუკითხაობასა და სიღატაკეში ჩაძირული რუსი ხალხის ბედი აწუხებს; თუმცა თავად წაიკითხეთ ანდრეი კანჩალოვსკის სიმართლე...
...მინდა რამდენიმე საოცარი ციფრი და ფაქტი შეგახსენოთ, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ რუსეთი ევროპაში კი არა, აზიაშიც არ არის; კორუფციის დონით, სიცოცხლის ხანგრძლივობით, მეცნიერებაში ჩადებული ინვესტიციის რაოდენობითა და სხვა მაჩვენებლებით ჩვენ აფრიკაში ვართ! მეტსაც გეტყვით – ასეთი შედარება ჩვენ კი არა, აფრიკელებს უნდა ეწყინოთ! აფრიკელების ჩამორჩენას ახსნა აქვს: ოთხი საუკუნის მანძილზე ექსპლოატაციას უწევდნენ და ანადგურებდნენ „მომხდურები“ – რასისტები და კოლონიზატორები. ჩვენ? ბოლო ოთხი საუკუნის მანძილზე ვინ გვჩაგრავდა, ვინ გვითხრიდა ძირს? პასუხი ერთია – ჩვენ თვითონ!!!
სიკვდილიანობა რუსეთში. უკანასკნელი 29 წლის მანძილზე 7 მლნ. რუსი მოკვდა. ამ მაჩვენებლით ბრაზილიასა და თურქეთს 50 %-ით ვასწრებთ, ევროპას კი რამდენჯერმე.
ყოველწლიურად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ვკარგავთ დაახლოებით ფსკოვის ხელა ოლქებს.
თვითმკვლელობის, მოწამლვის, მკვლელობებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობით რუსეთი ანგოლასა და ბურუნდის გვერდით დგას.
მამაკაცთა სიცოცხლის ხანგძლივობით რუსეთს 160-ე ადგილი უკავია და ჩამორჩება ბანგლადეშს.
მოსახლეობის კლების პროცენტით რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
გაეროს მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა – 143 მილიონი, 2025 წელს შემცირდება 121-136 მილიონამდე.
ოჯახური კრიზისის ამსახველი ციფრები შემაშფოთებელია. თავშესაფარში მცხოვრები 10 მოხუციდან 8-ს ჰყავს ნათესავები, რომელთაც მათი რჩენა შეუძლიათ, თუმცა მაინც თავშესაფარში გააგზავნეს! ნათესავებმა მათზე უარი თქვეს.
რუსეთში 2-დან 5 მილიონამდე უპატრონოა (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათი რიცხვი 700 ათას შეადგენდა).
ჩინეთში, მილიარდნახევრიან ქვეყანაში, მხოლოდ 200 000 უპატრონოა, ანუ ასჯერ ჩვენზე ნაკლები! აი რას ნიშნავს ბავშვები ჩინელებისთვის! ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვა ხომ ერის განვითარების საწინდარია?!
ბავშვთა სახლებში გამომწყვდეულ 370 ათასი ბავშვიდან 80 %-ს ცოცხალი მშობლები ჰყავს, მაგრამ მათ სახელმწიფო ინახავს! ჩემი აზრით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ; ეს ციფრები მიუთითებენ ეროზიაზე და ქვეყანაში ოჯახური ფასეულობების რღვევაზე...
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით 2010 წელს 100 000 არასრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლი გახდა – ამათგან 1700 ბავშვი გააუპატიურეს და მოკლეს (ამ მაჩვენებლით სამხრეთ აფრიკასაც ვასწრებთ), ეს ნიშნავს, რომ ყოველ დღე რუსეთში 4-5 ბავშვს კლავენ.
ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. ყოველწლიურად ნარკოტიკის ზედმეტი დოზით 30 000 ადამიანი იღუპება.
არყისგან წელიწადში 70 000 ადამიანი კვდება. ავღანეთში ომისას კი ჩვენი 14 000 ჯარისკაცი დაიღუპა.
კორუფცია. ქრთამის რაოდენობა გაათმაგდა, სამართლებრივ სფეროში განუკითხაობა იქამდე მივიდა, რომ ციხეში დაღუპული იურისტის მაგნიცკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ე. ი. მკვდარი ადამიანის გასამართლება გადაწყვიტეს. ევროპაში მასგავსი ინციდენტი XVII საუკუნეში მოხდა, როცა საფლავიდან კრომველი ამოთხარეს და ჩამოახრჩეს.
კორუფციის დონით რუსეთი 2011 წელს 178 ქვეყანაში 154-ე ადგილზე იყო გვინეა ბისაუსა და კენიის გვერდით.
მოყვანილი ფაქტებით თამამად შეიძლება ვიმსჯელოთ ეროვნული ზნეობის დაცემაზე და საბოლოო ჯამში ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
ახლა იცით თუ არა, რომ...
ბოლო ათი წლის მანძილზე ციმბირში გაქრა 11. 000 სოფელი და 290 ქალაქი.
საშუალო სიმჭიდროვე ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში 1 კვ. კმ-ზე 2 ადამიანია.
საშუალო სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე რუსეთის ცენტრალურ ნაწილში 46 ადამიანია.
ჩინეთში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 140 ადამიანია –1 კვ. კმ-ზე, იაპონიაში 338 ადამიანი.
ბუნებრივი რესურსებით ასეთი მდიდარი ქვეყნისთვის სირცხვილია, როცა მოსახლეობის 50 % ღატაკია.
ეს ციფრები ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებს, იმედია თქვენზეც. დარწმუნებული ვარ პუტინმა ყველაფერი იცის – საინტერესოა რას ფიქრობს?
მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ყველაზე უარესი არ არის, ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ჩავძირულვართ და ხალხი ჯერაც არ მისულა იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი თავი შეეზიზღოს და ეყოს სიმამაცე იკითხოს „კი მაგრამ სად ვცხოვრობთ?“ ჩვენ შევეჩვიეთ სადარბაზოებისა და საპირფარეშოების სიმყრალეს, არ გვაწუხებს, რომ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს ხოცავენ. მივეჩვიეთ, რომ ადამიანები რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
კრემლი მუდმივად გვიმტკიცებს, რომ კორუციას ებრძვის, სამსახურიდან ათეულობით ათავისუფლებს შსს-ს გენერლებს, საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს, გუბერნატორებს. კეთილმოწყალედ უნაცვლებს „დახვრეტას“ „დამსახურებულ დასვენებაზე“ დუბაიში და ლაჟვარდოვან სანაპიროზე! ნუთუ ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს, რომ კორუფციას ამგვარად დაამარცხებს? ამავე დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ ხელისუფლებაში ვირჩევთ ადამიანებს, რომლებსაც შუბლზე აწერიათ – „ქურდი ვარ“, მერე კი გვიკვირს, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია!
ნუთუ ნახევარი ერი უნდა ამოწყდეს და რუსეთი ურალამდე შემცირდეს, რომ ხალხმა გაიღვიძოს (ვიმეორებ, ხალხმა და არა მოაზროვნე ადამიანების ჯგუფმა) და ხელისუფლებას სასიამოვნო დაპირებების ნაცვლად მოთხოვოს სიმართლე და უპირველეს ყოვლისა იმის აღიარება, რომ ყველაფერი ცუდადაა! გაიხსენეთ 1941 წლის კატასტროფა – სტალინი იძულებული გახდა ეღიარებინა. 1956 წელს ბოლშევიკებმა იგრძნეს, რომ ათეული წლების ტერორისთვის პასუხს აგებინებდნენ და ხრუშოვმა აღიარა. დღეს რუსეთი ისეთი დემოგრაფიული და მორალური კატასტროფის წინაშე დგას, როგორც არასდროს ყოფილა.
ვიცი რასაც მიპასუხებენ – ბევრჯერ მომისმენია, თუმცა ამ სტრიქონების წამკითხავთა მესამედიც რომ მეთანხმებოდეს – რუსეთი სულ სხვა ქვეყანა იქნებოდა.
დარწმუნებული ვარ: რუსეთს სჭირდება ლიდერი, რომელსაც პეტრე დიდის სიმამაცე ექნება და ხალხს ეტყვის იმას, რაც დიდი ხანია არ მოუსმენიათ. ეს მწარე სიმართლე იქნება, ძნელია იმის აღიარება, რომ რუსეთს წინსვლის ძალა აღარ აქვს, რადგან არ უნდა იმის აღიარება, რომ უკვე ძალიან შორს ჩამორჩა ევროპულ ცივილიზაციას.
მესმის რომ ერის ლიდერს, პოლიტიკოსს უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია და როგორც წესი, თავისუფლად ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ დღეს, მხოლოდ ჭეშმარიტად მართალი სიტყვა, თუნდაც სასტიკი, მაგრამ ცოცხალი და გულწრფელი სიტყვა, უნდა გახდეს ფეოდალური ძილქუშიდან ეროვნული გამოღვიძების საბაბი.
მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება იმედი, რომ ერი, თავისი ინსტიქტური სიბრძნით მიხვდება და დაადგება ურთულეს და შესაძლოა უმოწყალო გზას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ამოთრევა შეუძლია იმ უსასრულო ორმოდან, რომელშიც აღმოვჩნდით.
არ ვიცი მზად არის თუ არა ასეთი თვითმკვლელი ნაბიჯისთვის ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი. შეძლებს აიღოს „ფოლადის ცოცხი“ და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა გამოაცხადოს? უკლებლივ ყველასი.
თუ მზად არის – რუსეთის ისტორიის პანთეონში ადგილი გარანტირებული აქვს, თუ არა... არ ვიცი...
რუსი ვარ და სამშობლო მენატრება, მაგრამ მას „ვერ ვხედავ!“ ვერ ვხედავ ქვეყანას, რომლითაც ვიამაყებ. ვხედავ უკმაყოფილო, გაღიზიანებულ სახეებს და გაუცხოებულ ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთის ეშინიათ!
მინდა ჩემი ქვეყნით ვამაყობდე, მე კი მის მაგიერ მრცხვენია! ბოლოს როდის იყო ჩემი სამშობლო რომ მეამაყებოდა? არ მახსოვს? მაგრამ ზუსტად ვიცი – ს ი მ ა რ თ ლ ე იმის შესახებ, რა მდგომარეობაშიც ჩავარდა ჩემი ხალხი, სიმართლე, მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათქვამი, მე და არა მარტო მე, გაცილებით მეტ სიამაყეს შემძენდა ვიდრე ჩვენი ჰოკეისტების ოლიმპიადაზე გამარჯვება!
(თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ)
http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=18479

Комментариев нет:
Отправить комментарий