"გონების ჩაკეტვა ლოცვის სიტყვებში", ანუ ყურადღებით ლოცვა. რაც სულია სხეულისათვის, იგივეა ყურაღება ლოცვისათვის: ყურადღების გარეშე ლოცვა მკვდარია და არავითარი აზრი არა აქვს. ლოცვის სიტყვებში გონების ჩაკეტვაზე ზრუნვა იესოს ლოცვის დროსაც საჭიროა და დაუჯდომლებისა თუ სხვა ლოცვების კითხვის დროსაც. მათ, ვისაც ლოცვაში წარმატების მიღწევა სურს, წმ. მამები ურჩევენ რიგრიგობით იკითხონ ხან იესოს ლოცვა და ხან სხვა ლოცვები. ასეთი მრავალფეროვნება ლოცვის ღვაწლს აადვილებს და ხელს უწყობს წარმატებას. ახალბედებმა ცოტცოტა, მაგრამ ხშირად უნდა ილოცონ, რათა ლოცვა არ მობეზრდეთ და გონება არ დაეღალოთ, რაც ლოცვის მიტოვებას იწვევს.
როცა მარტო ხარ, ერთხანს ხმამაღლა ილოცე, რათა საკუთარ თავს უსმინო - ეს ხელს უწყობს ყურადღების მოკრებას. ამ დროს გაჩენილ გულისსიტყვებს, რაც არ უნდა ცხადად გესმოდეს, ყურადღებას ნუ მიაქცევ. "სანთელ არს ფერხთაA ჩემთა შჯული შენი" (ფსალმ.118,105), თქვა წინასწარმეტყველმა. თუ ლოცვისას სათანადო ყურადღების მოკრებას ვერ ახერხებ, ეგ ნუ შეგაშფოთებს. ღმერთი თავის დროზე მისცემს ყურადღებას მას, ვინც გულმოდგინე ლოცვითა და თავის იძულებით დაამტკიცებს, რომ ნამდვილად სწყურია ყურადღებით ლოცვა. ერთმა წმ. მამამ თქვა: "მე ყველა ჩემი უძლურება ღმერთს ჩავაბარე და სრულიად მივენდე მის ნებას". შენც ასევე თქვი საკუთარ თავზე და დამშვიდდი. კურთხევა და წყალობა ღმრთისა იყოს შენზე.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

Комментариев нет:
Отправить комментарий