ღმერთი

ღმერთი

пятница, 5 июля 2013 г.

როდესაც ადამიანს განსაკუთრებით აწუხებს უნებლიე გულისსიტყვები..

როდესაც ადამიანს განსაკუთრებით აწუხებს უნებლიე გულისსიტყვები, ეს ამ კაცზე ღმერთის წყალობის ნიშანია. არაწმინდა სულებს შურთ მისი და ცდილობენ შფოთი დათესონ სულში. არ არის საჭირო ასეთი გულისსიტყვების ჩხრეკა და მათთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა - ამისგან შფოთი მხოლოდ მატულობს. მაინც ვერავითარ წესრიგს ვერ ჰპოვებთ იმაში, რაც თავისთავად უთავბოლოა. შფოთის მომტან ყოველ გულისსიტყვას ასე უნდა უპასუხოთ: "მე ჩემი თავი მთლიანად ღმერთს მივანდე".
ლოცვის დროსაც ყოველთვის ღმერთს უნდა ვთხოვოთ, იყავნ წმიდა ნება შენიო, და შემდეგ მივენდოთ მას, ვისი ნების გარეშეც არაფერი შეგვემთხვევა.
სიკვდილის, საშინელი სამსჯავროს, საუკუნო სატანჯველის ხსოვნა კარგი რამ არის, მაგრამ თუ ამ დროს უიმედობა, მოწყინება, სასოწარკვეთილება გვიპყრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ეშმაკის ხელი ურევია, ეს კი მხოლოდ ღმერთის რწმენით იკურნება. წმ.წერილი ღმერთს სარწმუნოს უწოდებს, ადამიანს კი - ცრუს. ღმერთი სარწმუნოა და არაფრით არ წაართმევს კაცს ცხონებას, რომელსაც სწყურია იგი; არც უდროო და ნაადრევ სიკვდილს მოუვლენს მას, არამედ მისცემს მოსამზადებელ დროს.
სარწმუნოებით გაძლიერდი და ღმერთის განგებას მიენდე. წყალობა და კურთხევა ღმერთისა იყოს შენზე.



წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


Комментариев нет:

Отправить комментарий