ღმერთი

ღმერთი

среда, 10 июля 2013 г.

მე მივმართავ ყოველ ქრისტიანს. ვინ ხარ შენ, რომ დგახარ აქ, ეკლესიაში?

მე მხოლოდ შენი სახელის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანი ხარ, ეს სხვა არაფრისგან ჩანს. თუ ვინმე გკითხავს, ვინ არის ქრისტე, რომლისაც შენ გწამს, აღმოჩნდება, რომ ჭკვიანურს ვერაფერს ეტყვი. ამგვარად, სამართლიანი იქნება თქმა იმისა, რომ ჩვენ დროში ქრისტიანებში რწმენა შემცირდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: ,,მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან" (ფს. 11,1). ვინაიდან, თუ მათ სწამთ კიდეც საეკლესიო საიდუმლოებები, მათი რწმენა იმდენად არის დახლართული, იმდენად ცივი და უძლურია, რომ საფუძვლიანად შეგვიძლია, ვთქვათ: მათ ეს ისე იციან, როგორც იმ უსინათლომ, რომელიც ადამიანებს ხეების მსგავსად აღიქვამდა: ,,ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო" (მკ. 8,24).

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი



Комментариев нет:

Отправить комментарий