ღმერთი

ღმერთი

среда, 10 июля 2013 г.

რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული.

გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძანებს მას. როდესაც რწმენა უძლურია, გონებას არ ძალუძს , გაიგოს ღვთის საიდუმლოებები, ნებას კი, იმაზე უწინ, ვიდრე გონება გაიგებდეს, არ სურს მათი შეყვარება. ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა, რომ ადამიანს შეუძლია, უყვარდეს უხილავი, მაგრამ არ ძალუძს, უყვარდეს ის, რაც არ იცის. ეს კარგად ჩანს ისეთ ადამიანებში, რომლებიც თავს ერთგულ ქრისტიანებად თვლიან, ოღონდ არა იმიტომ, რომ ქრისტეს სწავლების თანახმად ცხოვრობენ, არამედ ამ სარწმუნოების წარმომადგენლებად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ თავს, რომ ქრისტიანი მშობლები ჰყავთ. სარწმუნოების მიმდევარნი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მოინათლნენ. სინამდვილეში კი ისინი ნაკლებად გრძნობენ ეკლესიის საიდუმლოებათა სიდიადეს, უფრო ცუდად იციან ჩვენი სარწმუნოების შინაარსი და ის, თუ რითი განსხვავდება იგი სხვა რელიგიებისაგან. ამ მდგომარეობაში მყოფნი ისინი მცირედ თუ განსხვავდებიან ურწმუნოთაგან.

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий