ზაქარია ჭიჭინაძე.
ქართველებმა მეჩვიდმეტე საუკუნეს "შავი დრო" უწოდეს. ამაზეა ნათქვამი: "შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა, იგივ მხნე, იგივ მღერალი, მებრძოლი შავის ბედისა". ზოგნი იტყვიან ასეც: – "მოყვარე თავის მიწისა" და სხვანი.
დიახ, ეს ასე გახლავთ და ქართველი დიდი მოყვარეა თავის მიწისა.
მთელის აღმოსავლეთის ერთა პოლიტიკა XVII საუკუნეში იმით დაგვირგვინდა, რომ სამცხე-საათაბაგო და იმერეთი ოსმალეთს უნდა დაეჭირა და გაეთათრებინა და ქართლი და კახეთი სპარსეთს დაეპყრო, ქართლის ერი ამოეწყვიტა და კახელნი სპარსეთში გადაესახლებინათ. ამის მეთაურობას სწევდა ბარბაროსულად გაზრდილი შაჰ-აბასი. ბებია ამისი შალიკაშვილის ქალი გახლდათ. ბებიამ დასწყევლა ეს ბარბაროსი, როცა საქართველოს ასაკლებად წამოვიდა. მიზეზები საქართველოს ამოგდების და მოსპობის იყო ორნაირი მხარე, ერთი ქრისტეს სჯული, რომელიც მუსულმანებს დიდათ სძულდათ და მეორე ქართველების რუსებთან დაახლოვება XVII საუკუნეში, კახელ მეფეთა მიწერ-მოწერა მათთან და რომთან, რაც სპარსელებს ძრიელ აშინებდა. ასევე ეშინოდათ ოსმალთაც.
საქართველოს მოსპობა აღმოსავლეთის თათრებმა ერთის მხრით მიტომაც გადაწყვიტეს, რადგანაც საქართველო სხვა სამეფოებივით ადვილად ვერ დაამხეს, ვერ მოსპეს. მართალია ქართველებს ათი სამეფო ერთად ეცემოდნენ: ოსმალნი, სპარსნი, არაბნი, ქურთნი, შირვანელნი, ავღანელნი, სამარყანდელნი, თურქმენნი, კავკასიის მთიელ-ველურნი და სპარსეთის სხვა და სხვა თემთა თათართა სამთავროები, მაგრამ მაინც საქართველოს ვერ იმორჩილებდნენ ისე, როგორც დაამხეს არმენია XI საუკუნეს, ბიზანტია XV საუკ., ძველისძველად ქალდეველნი, სლავიანთა ტომთა სამეფოთა ბოლგარეთი, სერბია, რუმინია, ჩერნოგორია, ბოსნია, დალმაცია და ბევრიც სხვანი. მიზეზი ამისი იყო ქართველების განუსაზღვრელი გმირობა, მამულისათვის ბრძოლა, ერთი ბეწო მტკაველი მიწის არავის დათმობა, წართმევა და სხვანი. ქართველებს არც სხვებისაგან წართმევა მოსწონდათ და არც თვით ეცილებოდნენ სხვებს წასართმევად. ამიტომაც თათრები ვერ ახერხებდნენ ქართველების სრულიად დამხობას. ვერ ახერხებდნენ მიტომ, რადგანაც საქართველოში, ქართველებში, ყოველი პირი აი ასეთი მცნებით იყო სავსე:
– დედები თავიანთ პატარა შვილებს აკვანზედ დამღერდენ ქვეყნის შვილობას და ერთგულებას. ასეთ ერთგულ ძლიერებას კარგად ასაბუთებს სიმონ მეფის ერთის წერილის შემდეგი სიტყვები: "მრავალ გზის შევებით ოთომანებს. რაოდენი შეწუხება და ტანჯვა გამოვიარეთ, მაგრამ მაინც გული არ გავიტეხეთ. ჩემს თავს გავსწირავ ერთიანად და აგრეთვე ჩემს ქორფა შვილებს, დავღვრი ჩემს სისხლს და ვიდრე უკანასკნელს წვეთამდე, ვიდრე პირში სული მიდგა ხელს არ ავიღებ ოსმალების წინააღმდეგ ომზედ". და სხვანი მრავალნი ამ გვარნი, რაც ცხადათ ასაბუთებს მაშინდელთ ქართველთ მამულიშვილების სულის ძლიერებას.
არავინ იფიქროს, რამ ასეთის განუსაზღვრელის გმირობით მარტოდ მეფენი და მთავარნი იყვნენ, არა, თითქმის ყველა ქართველი ასეთის ცნებით იყო ავსილი, მიტომაც სწირავდენ იგინი თავს მსხვერპლად. საქართველოს მიწა-მამულს აკვდებოდნენ და ერთ ბეწო ალაგს არვის უთმობდნენ. თუ არ ასეთი შეერთებული პირობა მთელის ქართველის ერისა, თუ არა ასეთი თავ-განწირვა, უამისოდ დღეს ქართველის ხსენება საქართველოში გამქრალი იქმნებოდა და მისი ტერიტორიაც დაკარგული. მაშინ კი გადავრჩით შავს დროის მახვილს და ეხლა კი ვკარგავთ ყველაფერს და ვესალმებით საყოველთაოდ საქართველოს ერთობას, ქართველ ერის მიწა-მამულს ... ვყიდით, ვფლანგავთ, განუსაზღვრელის მიწა-მამულის მოყვარე გლეხ-კაცობასაც გულს ვუცრუვებთ საქართველოს მიწა-მამულზედ მჭიდროდ ყოფნისათვის და გულში ვუნერგავთ გულ-ცივობას საქართველოს ერთობის, მიწის სიყვარულის და მასზედ მკვიდრად ყოფნის.
უნდა ითქვას, რომ XVII საუკუნე არის შავი დრო ქართველთა, შავზედ უფრო მეტიც. სისხლის წვიმების დრო, როგორც თქმულა "ნუგზარ ერისთვის დროსაო, სისხლის წვიმების დროსაო"... ამ დროს უნდა გადასწყდეს ქართველ ტომის არსებობის ბედი, ამ დროს უნდა აღიგავოს საქართველოს პირზედ ქართველის ხსენება, ამიერიდამ უნდა მოისპოს ქართველობა და ეს ძვირფასი კუთხეც, ქართველების სისხლით მორწყული და გაპოხიერებულიც მუსულმანთა ტომის საბინადროთ უნდა გადაიქცეს. სწორეთ ამიტომაც წამოვიდა საქართველოში შაჰ-აბაზი და თან წამოიყვანა აუარებელი აღმოსავლეთის ტომთა ჯარი, რომელთა საშუალებით გადალახა მთელი საქართველო. ესეთი მაგალითი იშვიათი იყო ხოლმე, რომ ყეინი თვით წასულიყო საომრად საქართველოზედ. ეს ბარბაროსიც თავის მამის მსგავსად თამამად მოვიდა საქართველოში, მართალია წადილი შეისრულა, მაგრამ მაინც ისე ვერ, როგორც სურდა. კახეთი კი დაამხო, წელში გაწყვიტა, გადაასახლა.
მას სურდა მთელი ქართლის ერის ამოწყვეტა და კახელთა და ბერდუჯელთა სრულიად სპარსეთში წაყვანა. ყეინმა დაწვა ქალაქები, დაბები, ხოცა ხალხი უღმერთოდ და უსამართლოდ, მთელს ქართლს ზარდასაცემი სურათი გაშალა თავზედ. დაამხო ყველაფერი, მოსპო, გააუქმა, დაანგრია ტაძრები, წაბღალა ყოველივე, როგორც ხელოვნური ჩუქურთმა, ისევე ფერადი ხელოვნური მხატვრობა. მოიტაცა ძვირფასი ნივთეულობა, დასწვა და დადაგა ბევრი რამ ქართული ძველი წიგნების, ერთის სიტყვით, მთელს ერს მძლავრი მეხი დაარტყა და დააუძლურა. ბევრს თვალთაგან ცრემლები ადენინა... ბევრს გამოსჭრა ყელი, ბევრის სისხლის სმით გაძღა მისი სვავი გული. იგი იყო შეუბრალებელი ტირან-დესპოტი და ტირანულადაც მოქმედებდა. მართალია აღისრულა საწადელი, დანგრეულს და დაქცეულს საქართველოს სიამოვნებით უმზერდა, ბევრს ქართველს აღვრევინა მწარე ცრემლები თავის დანგრეულს და დაქცეულს საქართველოზედ, ბევრმა დაღვარა იერემიას გოდება, ბევრმა ქართველმა დაანთხია სისხლის ცრემლები, მაგრამ რას იზავდენ, ერთზედ ათი, ოცი მოდიოდა და აბა რა უნდა ექმნათ.
მაინც არც ქართველები დაეცნენ სულით, ესენიც მძლავრად უხვდებოდნენ წინ და ბარბაროსთა ბრბოს გმირულათ ეომებოდნენ, ზედ აკვდებოდნენ და უკან კი არ იხევდენ, ამათაც კარგად ავნეს, ამათაც ისე გადუხადეს სამაგიერო, რომ შაჰ-აბაზს ქართლის ამოწყვეტის თადარიგის შესრულება ვეღარ განუხორციელდა, ქართლიდამ ძლეული და თითქმის გაბრაზებული თფილისზედ დაბრუნდა, თფილისიდამ კახეთზედ გაინადირა და აისრულა მისმა სვავმა გულმა თავის წადილი, ეს შესძლო მან მხოლოდ შიგნით კახეთის ერთს ნაწილზედ, ბოდბეს, საინგილოს, გარეთ-კახეთს და მასთან ბერდუჯისკენ ანუ აწინდელის ბორჩალოს მაზრას... დაჭერილებს სპარსელ ყარაულებ ქვეშ აპატიმრებდა და მერე რამდენსამე სოფლის ერს ერთად ამგზავრებდა სპარსეთისაკენ. ასე არა უმეტეს ათი სოფლის, ისე რომ მათ ერთმანეთის დანახვაც კი აღარ ეძლეოდათ. ერთ წყობას რომ გაისტუმრებდა, მის რამდენიმე დღის შემდეგ მეორე წყობას, მერე მესამეს და მეოთხეს.
გეგმა ისე ჰქონდა მოხერხებული, რომ გადასახლებულნი გზაში ერთმანეთს ვერსად შეხვდებოდნენ, რომ ერთმანეთის ნახვით შეერთება არ მოეხდინათ და უკან არ დაბრუნებულიყვნენ. ეს საქმე ბარბაროსს ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ ქართველთ სულ არ იცოდნენ თუ კახეთიდგან ვის და სად ასახლებდნენ. ყოველ გადასახლებულს მხოლოდ საშუალება ეძლეოდა, რომ სპარსეთში შაეტყო ქართველთ გადასახლებულთ საქმე, ამასაც ზოგი შეიტყობდა, ზოგი ვერა, რადგანაც საქართველოდამ ჩაყვანილებს მარჯვნივ და მარცხნივ აპნევდნენ ისე, რომ მცირე ხნის შემდეგ ერთმანეთის ცნობაც კი აღარ იცოდნენ.
გადასახლებულთ ყოველს ყოველთვის თან ახლდნენ სპარსთა ჯარის კაცნი, გარემოცულნი. უმეტესი ნაწილის ბარგი-ბარხანა საქონლით და ურმებით მიჰქონდათ, ზოგს ჯორი და სხვა საქონელიც ახლდათ, ამასთან სხვაც ბევრი რამ, მაგრამ ყოველივე ესე მათ გზაში უწყდებოდათ ისე, რომ სპარსეთში ჩასვლისას მათ იქ აღარა ჩაჰყვებოდათ რა, თითქმის ყოველივე გზაში ესპობოდათ და ეხოცებოდათ.
თვითონ ხალხი კი ფეხით მიდიოდა. ამათაც ეკიდათ ზურგზედ ბარგი-ბარხანა. ამათშიც ერივნენ ყველა წრის კაცნი, ქალნი, ახალგაზდები, პატარები, შუა-ხანს შესულნი, ასევე მოხუცნიც. გზაში ისინი დიდს გაჭირვებას, დიდს შიმშილს, ავადმყოფობას და სიკვდილს სცდიდნენ, ამათ გარდა აქვნდათ გოდება საქართველოზედ, მწარეს ცრემლებით ტირილი. ყოველს მათგანს გული უტირდა მტრის მახვილისა და ჯავრისაგან, ყოველს მათგანს სული უშფოთავდა მასზედ, რომ დაუძინებელი მტერი მათ ასალმებდა თავიანთ სამშობლო ქვეყანას, მამა-პაპათა სახლ-კარს, ბაღს, ბოსტანს, ყანას, მთას, ბაღს, ნაშთებს, ცივ წყაროებს, სუფთა ჰაერს, მამა-პაპათა საფლავებს, თანა მემამულეთ, ქართულ ენას, ქართველ ერს და საქართველოს მიწა-მამულს, რასაც ისინი თვალით ვეღარ ნახავდნენ. რამდენი ტიროდა ამისთვის, რამდენი გლოვობდა, რამდენი ღვრიდა ჩუმათ მწარე ცრემლებს ისე, რომ ეს სპარსთა ჯარის კაცებს არ შეემჩნიათ...
მგზავრობის დროს ძრიელ ხშირად ქართველნი დაღალულნი შიმშილისა და სიცივისაგან ავად ხდებოდნენ, სპარსეთის მთავრობაც გზაში არაფერს დახმარებას აძლევდა, უმეტესათ ქართველნი შიმშილით მგზავრობდენ, ამიტომ ძრიელ ხშირად გზაში სტოვებდნენ უპატრონოდ თვით ისეთ ქართველთაც, რომელთაც სიარულის თავი აღარ აქვნდათ. ბევრს ალაგას გზაში უპატრონოდ დაუტოვებიათ ავადმყოფნი მოხუცნი და გზაში ვეღარ უტარებიათ. ესენი შარა გზაში ყრილან ავადმყოფნი, უღვრიათ მწარე ცრემლები... და ასე და ამგვარათ დაულევიათ ცის ქვეშ ტანჯული სული. ასევე დიდის ტანჯვით და სულის აღშფოთვით დაულევიათ გზაში სული ბევრს ახალგაზრდასაც, რომლებიც ავად ყოფილან და სიარულის თავი არ ჰქონიათ, და ამიტომ მათ გზაში ტანჯვით თრევას, ისევ ერთს ალაგას გდება ურჩევნიათ და ტანჯვით სიკვდილი. ...ასე და ამ გვარად ჩვენ ვიცით, რომ ბედშავ ქართველთაგან გზაში მგზავრობის დროს, იღვრებოდა მწარე ცრემლები საქართველოზედ და ამაზედ უარესი კიდევ მასზედ, რომ მრავალთ მათგან გზაში უცხო ალაგას და უპატრონოდ ეღებოდათ ბოლო, ამათ საფლავებიც აღარ ეღირსებოდათ და ბოლოს ცოცხალ-მკვდარნიც კი ნადირის საჭმელნი გახდებოდნენ. ...როგორს ტანჯვასაც ქართველები სპარსთა წყალობით გზაში სცდიდენ, როგორს მწუხარებასაც აქ გზაში მზერდნენ, სპარსეთში ჩასვლის დროსაც არა მასზედ ნაკლები ელოდათ და იქ ჩარეკილნი, ნადირს, გაუგებარს ერში სწორედ პამპულები იყვნენ, საწყლები დიდს სულის მღელვარებას სცდიდენ და ტანჯვებს, მაგრამ რას იქმოდენ, ემორჩილებოდნენ მძლავრს მტერს.
ქართველების დიდს გადასახლებას მოჰყვა დიდი უძლურება ქართველთა, მთელი სპარსეთი გაივსო საბრალო ქართველებით. მათ სპარსთა მთავრობა არაფერს დახმარებას აძლევდა, თუ მისცემდა რამეს და მაშინათვე სჯულის გამოცვლას სთხოვდა. მთელის სპარსეთის ქალაქები სავსე იყო ქართველთა მათხოვრებით, ცუდათ და უსაშველოდ მოსულთაგან. მერე ყაენმა ყველა ამ უბედურებს ის მოწყალება უყო, რომ ორ-ორი ქართველი თითო შეძლებულ სპარსთა ოჯახებს მონებად მისცა. მონად დარიგების წყალობით სრულიად დაიქსაქსა ქართველობა და გაწყალდა, მაგრამ შემბრალე და პატრონი არვინ იყო. მთელს სპარსეთში ყველა ხედავდა ქართველების ცრემლს და ტანჯვას, სპარსეთში პყრობილ ქართველთ ტანჯვა-ვაებამ აამღელვარა ქეთევან დედოფალი, სადაც ყეინს შაჰ-აბაზს ქართველთა განთავისუფლებას ავედრებდა, სთხოვდა საბრალო ტანჯულთა შინ, საქართველოში დაბრუნებას. ამ გარემოებამ შაჰ-აბაზის გული ისე გააბოროტა, ისეც მხეცი ისე გაამხეცა, რომ ქეთევან დედოფალი პატიმარ ჰყო და უბრძანა ხმის გაკმენდა და სჯულის გამოცვლა, რათა მის მაგალითით სხვა ქართველთაც მალე დაეთმოთ სჯული. ქეთევან დედოფალმა ეს არა ქმნა, იგი მაინც მაგრა იდგა და ქართველების საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა. ეს გარემოება შაჰ-აბაზმა ვეღარ აიტანა და ქეთევან დედოფალი ქ. შირაზს, 1622 წ. აწამა.
სწორედ ამ დროსა და ხანაზედ ითქმის იოსებ სააკაძისაგან თქმული: "თავო ჩემო ვით გასულო, სევდიანო, როგორ წყლულო, საქართველოს სჯულისათვის ათას ფერად წამებულო".
შაჰ-აბაზმა გაწყვიტა მთელი კახეთის ხალხი, ამ უბედურებაში მას დიდათ ეხმარებოდნენ ლეკნიც. ვინც მტერს გადაურჩა კახეთში, მათ თავი შეაფარეს თუშ-ფშავ-ხევსურეთში.
კახეთიდამ აყრილნი ზოგი მაზანდარნას დაასახლა, ზოგი ხოროსანს, ზოგიც ფერეიდანს.
შაჰ-აბაზმა საქართველოში თავის მოადგილედ ფეიქარხანი დატოვა, რომელიც აგრეთვე ქართველებს ასახლებდა სპარსეთში და მათ სოფლებში თათრები და ლეკები შეჰყვანდა და აბინავებდა. ასევე ბოროტად ჰყრიდა და ასახლებდა სალიმ ხანიც, ამან გაავსო საქართველო თათრებით. ლეკებისგანაც ისეთივე აოხრება ეძლეოდა კახელთ, როგორც თვით სპარსთაგან. ლეკებმა ისე გაიმაგრეს ფეხი სპარსთა წყალობით, რომ მათ საინგილოს ქართველთ 1720 წლიდამ სუნის სჯულით გათათრებაც დაუწყეს. ამ სჯულის გავრცელებაში სპარსეთი არაფერს დავას უწევდა, ოღონდ კახეთი მოსპეთ, გაათათრეთ და რაც გენებოთ ის ქენითო. გამხეცებულ ლეკნიც ქართველებს ხშირად იტაცავდენ და დაღესტანშიაც რეკავდენ, სადაც, რასაკვირველია, მათ ათათრებდენ. ასე და ამ გვარად, ქართველთათვის XVII საუკუნე არის ისეთი ტყვეობის, გარდასახლების და მოსპობის ხანა, როგორც ძველად ისრაელთა, ქალდეველთა, ჰაოსიანთა და სხვათა ამ გვარად დაჩაგრულების აოხრება, დაპნევა, ემიგრაცია.
1907 წ. იანვრის პირველ რიცხვებში, სპარსეთიდამ თბილისში ჩამოვიდნენ სპარსელ ქართველნი: ყოლა მუსეინ ონიკაშვილი და ყოლა ამრეზ ხუციშვილი. ამათი მოსვლა ქართველთათვის იყო მეტად უცხო და არ მოსალოდნელი. ამათ ნახვამ და ლაპარაკმა დაგვისაბუთა სიდიადე ქართველის ერისა, რომლის ზოგიერთ შვილთ შესძლებიათ, რომ უცხო, შორს ქვეყნებში თავიანთი ენა შაენახათ.
ამ სპარსელ ქართველთ მოსვლის ამბები ადგილობრივ გაზეთებშიაც იბეჭდებოდა. 11 იანვარს ვნახე ეს ქართველ სპარსელნი. გავიცანით, ლაპარაკი დავიწყეთ და მათგან ბევრი რამ მოვისმინეთ. ესენი მოთავსებულნი არიან ჩვენში კარგად ცნობილ მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძესთან. ორივ ესენი აღმოსჩნდნენ სოფ. ზემო მარყტოფელები, 30 წლებს მიახლოვებულნი, ორივ დანიშნულნი... ორივ თავიანთებურად ნასწავლები არიან სპარსულს ენაზედ, ქართულს ეხლა სწავლობენ და ამ რამდენსამე დღის განმავლობაში ქართული კითხვაც ისწავლეს.
კილო ამათის ლაპარაკისა არის ასე: წავიდის-ყე, მოვიდის-ყე და სხვანი, უფრო ქიზიყურია ანუ როგორც "ამირან-დარეჯნიანია" ნაწერი, "დილარიანი" და სხვა ძველი მოთხრობები. ამათი წამოსვლის მიზეზი საქართველოში ის ყოფილა, რომ მათ დიდი სიყვარული ჰქონიათ საქართველოს გაცნობის და ნახვის, პატარაობიდანვე ამათ დიდი ტრფიალება ჰქონიათ თავიანთ სამშობლოს ნახვის. მათში თურმე ზამთარში ბერი კაცები და დედაკაცები ახალგაზრდებს მოუთხრობენ თვის გადასახლების ამბებს, თავიანთ ძველების ცნობებს, ახალგაზრდებიც სიამოვნებით ისმენენ მოთხრობილ ცნობებს. მათ საკვირველად აქვსთ მიღებული თვისი გადასახლების საქმენი და კარგად არ იციან მიზეზები გადასახლებისა. ის კი იციან, რომ მათი დამრბევი და გადამსახლებელი შაჰ-აბაზი ყოფილა. ამ მეფეს დიდათ ემდურიან და წყევლა-კრულვით მოიხსენიებენ, რას ემართლებოდა, რომ ჩვენს მამაპაპებს სამშობლოდამ ასე შორს ასახლებდაო.
ამ პირთა სიტყვით, სპარსელ ქართველნი თუმც მუსულმანები არიან, მაგრამ დიდი სიყვარული აქვსთ თურმე ქართველებისა, საქართველო და ქართველი ამათ აჭარლებივით არა სძულსთ, არამედ საქართველოს დიდის პატივით იხსენიებენ და ქართველნიც სანაქებოდ მიაჩნიად. ის რაც სამცხე-საათაბაგოს ქართველთ მაჰმადიანებში მკაცრად იგმობა, იგი ამაში იქება და იდიდება. მიზეზი ამისი ის უნდა იყოს, რადგანაც სპარსელ ქართველნი საქართველოდამ ერთობ შორს არიან წაყვანილნი, და მეორე, როგორც გადასახლებულთ და შორს-მყოფთ, გულში დარჩენიათ ნაბერწკალი თავიანთის ქვეყნის სიყვარულსა. ხომ მოგეხსენებათ, შორს მყოფს უფრო უცხოველდება მამულისშვილური გრძნობები. სპარსელ ქართველთ არამც თუ უყვართ საქართველო და ქართველი, არამედ საპატიოთაც მიაჩნიათ იგი.
წიგნიდან: "ქართველები სპარსეთში"
იბეჭდება შემოკლებით

Комментариев нет:
Отправить комментарий