ღმერთი

ღმერთი

суббота, 10 августа 2013 г.

როგორ გადაარჩინა ვაჟა-ფშაველამ ალენ დელონი.

   2003 წელს „კვირის პალიტრაში“ (10-16 მარტი) „ვარსკვლავთბულვარის“ რუბრიკაში გამოქვეყნდა წერილი „ვაჟა-ფშაველამ გადამარჩინაო“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ალენ დელონი ცოლმა მიატოვაო! ამ ცნობამ ელვის სისწრაფით მოიარა მსოფლიოს პრესა და გააოგნა მილიონობით კინომოყვარული.

ღალატით გულმოკლული მსახიობი კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს.

როზალი ვან ბრეემერმა და ალენ დელონმა 15 წელი იცხოვრეს ერთად, ჰყავთ ქალ-ვაჟი - 12 წლის ანუშკა და 8 წლის ალენ-ფაბიანი.

როზალიმ დელონს მისი უახლოესი მეგობარი, ალენ ალფლელი არჩია...

- ალბათ მართალი იყო, ის ძალიან ახალგაზრდაა, მე კი ასაკი მომერიაო, - თქვა მსახიობმა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ალენ დელონი ქალმა მიატოვა. ეტყობა, ეს უფრო ტანჯავს მსახიობს.

-ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, რომ არა საინტერესო წიგნი. ხელში შემთხევვით ჩამივარდა ერთი უცნობი პოეტის თხზულებანი. მისმა ფილოსოფიურმა ნააზრევმა, სილბომ, სულის სიდიადემ და კეთილშობილებამ მართლაც გადამარჩინა...

სამწუხაროდ, მას თითქმის არავინ იცნობს ევროპაში. ის გახლავთ ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა, - ამბობს ალენ დელონი, - მომხიბლა მისმა თვითმყოფადობამ და სიღრმემ. ეს გახდა მიზეზი ჩემი ქართული ლიტერატურით დაინტერესებისაო“.


Комментариев нет:

Отправить комментарий