სნეულება ცოდვათაგან განგვწმენდს.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ ღმრთის ნების გარეშე ავად არ ვხდებით და არ ვკვდებით. ასე რომ, შორს ჩვენგან, მცირედმორწმუნეობავ.
თუ შენ მართალი კაცი ხარ და სნეულება შეგეყრება, მისი მეშვეობით დიდებულიდან უდიდესისკენ გადადიხარ; შენ - ოქრო ხარ და ცეცხლის მეშვეობით უფრო იწმინდები.
უნუგეშოდ ნუ იქნებით და მეტისმეტ დარდს ნუ მიეცემით. ამ შემთხვევაში ნურავის დაადანაშაულებთ და ნუ გაკადნიერდებით - განგებაზე დრტვინვით. მან იცის, რას აკეთებს, როცა ეკლიანი გზით მიჰყავხართ: თქვენზეა დამოკიდებული, რომ იგი ვარდისფერად აქციოთ. მიენდეთ განგების წინამძღოლობას, სრულად და უსიტყვოდ დამორჩილდით ღვთის მტკიცე ხელს.
მომაკვდინებელი სნეულება ცოდვათაგან განწმენდის საშუალებაა. მრავალს მან ცხონება მოუტანა. უფალიც და საკუთარი თავიც ბევრმა სასიკვდილო სარეცელზე შეიცნო.
ქრისტიანობა მიწიერ ცხოვრებას მარადისობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, ის არის ეტაპი, სადაც ადამიანი პიროვნებად ფორმირდება. ამიტომ ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ სიტუაციებია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რათა მისი ხასიათი და ზნეობა ჩამოყალიბდეს.
თვით ხორციელი სნეულება ხშირად ვნებათაგან ჩნდება. ხორცი მონაა, სული კი დედოფალი. ამიტომ არის გულმოწყალე ჩვენი ღმერთი. როდესაც ჩვენი სხეული სენისაგან ძაბუნდება, ვნებები სუსტდება და ადამიანს გონება უნათლდება.
როცა ხედავთ, როგორ ილევა ავადმყოფობისაგან თქვენი სხეული, ნუკი დრტვინავთ, არამედ თქვით: "მოვე-შიშუელ-სრულ ვიყავ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქვეყნად. უფალმანცა მომცა და უფალმანცა მიმიღო. ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა: და იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ უკუნისამდე." (იობი.1,21) სხეული თქვენი აურთმეველი საკუთრება ნუ გეგონებათ, ნუ მიეჩვევით ამ აზრს, არაა ეგ სწორი და იმიტომ გახსოვდეს: ღმერთმა შეგიქმნათ გვამი.
ამა თუ იმ სენისგან განკურნებულმა, მადლობა აღუვლინე უფალს ამ მოკლე ლოცვით: დიდება უფალო, იესო ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო, დაუსაბამოო ღვთისა, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი კაცის ყველანაირი წყლულისა, ჭირისა, რამეთუ შემიწყალე მე ცოდვილი, მიხსენი სნეულებისაგან, არ ინებე დაავადების გამძვინვარება, ჩემი სიკვდილი, რომელიც მერგებოდა ცოდვების გამო. მომმადლე მე, უფალო ახლა ძალა, რათა მტკიცედ დავიცვა ნება შენი, ჩემივე უბადრუკი სულის სადიდებლად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Комментариев нет:
Отправить комментарий