ღმერთი

ღმერთი

суббота, 17 августа 2013 г.

როგორ უნდა ვზეიმობდეთ დღესასწაულებს?

ჩვეულებრივ რაიმე მოვლენას ვდღესასწაულობთ (რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ჩავწვდეთ მოვლენის სიდიადეს, დღესასწაულის მიზანს, გავიხსენოთ რა მოუტანა ნაყოფად ამ დღესასწაულებმა მორწმუნეებს) ან პიროვნების ხსენების დღეს, ვთქვათ: მაცხოვრის, ღვთისმშობლისა, ანგელოზებისა ან წმინდანებისას (ამ შემთხვევაშიც კარგად უნდა გავიაზროთ თუ რა კავშირშია ეს პიროვნება ღმერთთან, კაცობრიობასთან, რა კეთილი გავლენა ქონდა მას საერთოდ ღვთის ეკლესიაზე). უსათუოდ კარგად უნდა ვიცოდეთ ის ამბავიც, თუ რა მოხდა ამ დღესასწაულზე, ვინ იყო, როგორ იცხოვრა წმინდანმა რომელმაც ვახსენებ, რომ შეიგრძნოს გულმა დღესასწაულების სიდიადე, მნიშვნელობა, სხვანაირად არაღვთივსასურველი იქნება ჩვენი "ზეიმი". დღესასწაულმა გავლენა უნდა იქონიოს ჩვენს ცხოვრებაზე, უნდა შეათბოს და გააცოცხლოს ჩვენი სარწმუნოება (გული), ფიქრი უნდა აღძრას მხიარულ ნათელზე, სიკეთის ღვთისმსახურების სურვილი უნდა მოგგვაროს, მაგრამ ჩვენ ხომ ამ დღესასწაულებს ხშირად ცოდვით, უგუნური მცირედმორწმუნეობით, ცივი გულით ვხვდებით და მას (გულს) აღარ ძალუძს შეიგრძნოს სიდიადე ყველა იმ დიდი მოწყალებისა, რაც უფალმა სწორედ ამ დღესასწაულებით მოიღო ჩვენზე.

წმ. იოანე კრონშტადტელი








Комментариев нет:

Отправить комментарий