ღმერთი

ღმერთი

четверг, 5 декабря 2013 г.

ქალღმერთი კალი.

 

 კალი, კალი მა (სანსკ. काली kālī ”შავი”) — ინდუისტური ქალღმერთი დურგას მრისხანე განსახიერება, ღვთაება შივას მეუღლე. მისი ლმობიერი ფორმაა პარვატი.

ინდუიზმის მიმდევრებისთვის იგი განასახიერებს ბოროტებასთან მარადიულ ბძოლას. მრისხანე ”დედა”, მა ჭეშმარიტების მისაღწევად რთულ გზაზე მოსიარულეთა მფარველია.


პარვატი.


პარვატი (სანსკ. पार्वती pārvatī „მთისა“) — ინდუისტური ქალღმერთი დურგას, დამანგრეველი ღვთაება შივას მეუღლის, „ლმობიერი“ მანიფესტაცია, მრისხანე კალის საპირისპირო სახე. ინდუიზმში იგი ბრწყინვალებას, სათნოებას და სილამაზეს განასახიერებს.

ინდოეთში პარვატის ძირითადად გასათხოვარი ქალიშვილები სცემენ თაყვანს და უხვი მსხვერპლშეწირვებით (ყვავილებით და ხილით) მდიდარ და ლამაზ საქმროს ინაღდებენ.


დურგა

გამარჯვების და ღმერთების ქალღმერთი

დურგა (სანსკ. दुर्गा durgā ”ძნელად შესაცნობი”) — ინდუიზმის ყველაზე მთავარი ქალღმერთი, გამანადგურებელი ღვთაება შივას მეუღლე.

დურგა არა მხოლოდ ყველა სულიერის დედაა, იგი თვით ღმერთების მშობელიცაა. ავ სულთა შემმუსვრელი და გასაჭირში მყოფთა მფარველი ქალღმერთის კულტი ძლიერ გავრცელებულია ინდუიზმის მიმდევრებს შორის, დურგასი ეშინიათ და უყვართ იგი. ყველა სხვა ღვთაებათა თაყვანისცემამდე მას როგორც „მშობელ დედას“ (მა) ეთაყვანებიან.


...........................

ამ ანიმაციაშიც არის კალი ნაჩვენები, სხვადასხვა წარმართულ ღმერთებთან ერთად.
ასევე, აქ არის ქალი , რომელიც მეძავია, მოხუცი და მუდამ ახალგაზრდა რომელიც თითქოს დირიჟორია. მისი დრო იწურება როგორც სხვების.მე პირადად ამ მოხუც ქალში მაშინვე ბაბილონი დავინახე.მოხუცი და ასევე მუდამ ახალგაზრდა მეძავი.მისი დრო მთავრდება.... მაგრამ საინტერესოა ის არის  ეს ფილმი ვინც გადაიღო  ვის-რას ემსახურება. ასევე საინტერესოა ელექტრონული ინფორმაციის გველი-ტელევიზია როგორ მანიპულირებს ადამიანის გონებაზე, ასევე ისლამისტი ქალის მოჩვენებითი გლოვა , რომელმაც თავად მოწამლა თითქოს გარემო (ჩემი აზრით)და მსხვერპლი კი დიდებისთვის უნდა(?)... ადრეც დავდე ეს ვიდეო აქ კომენტარი არ გამიკეთებია.

უყურეთ.





Комментариев нет:

Отправить комментарий