ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 марта 2014 г.

წულუკიანის პრელუდია წიკვინა ჟურნალისტების აკომპანიმენტის თანხლებით!

ზაურ ნაჭყებია, ჟურნალისტი, სპეციალურად "საქართველო და მსოფლიო"-სთვის







ვინც 28 თებერვალს ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „რეაქციას“ უყურა, დამეთანხმება, რომ საქართველო სერიოზული დილემის წინაშე იმყოფება.




ელექტრონული ჩიპიანი მოწმობის, ე.წ. ID ბარათების გარშემო გამართულმა დისკუსიამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობა არ აინტერესებს და ჯიუტად ცდილობს თავისი გაიტანოს!


იუსტიციის მინისტრის ქ-ნ თეა წულუკიანის ცინიკურმა (უტიფარმა) განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რისი დასრულებაც „ნაციონალურმა“ რეჟიმმა ვერ მოასწრო, ესენი მზად არიან ბოლომდე მიიყვანონ. სამწუხაროდ, საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: ვინ გვავალდებულებს (გვაიძულებს) ჩიპიანი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღებას _ საკუთარი მთავრობა, რომელმაც ნამდვილი სახე ძალიან ადრე გამოაჩინა, თუ ეს მათი პატრონების, ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორების“ მოთხოვნაა, რომლის გარეშეც ევროპის ერთიან ძმურ ოჯახში ვერ გავწევრიანდებით?!


ამ თემაზე დისკუსიის დაწყება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი პროტესტი დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. თუ არ გავერთიანდებით და საკუთარ მთავრობას საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილის ინტერესების გათვალისწინებას არ ვაიძულებთ!


წულუკიანის უტიფარმა განცხადებებმა დამარწმუნა, რომ დღევანდელი მთავრობა აგრესიულია მართლმადიდებელი მრევლის კანონიერი მოთხოვნების მიმართ და უკან დახევასაც არ აპირებს. იუსტიციის მინისტრმა პასუხი ვერ (თუ არ) გასცა - რატომ არ შეიძლება ალტერნატიული პირადობის მოწმობების გაცემა, ანუ რატომ არ შეიძლება იყოს ID ბარათის აღება ნებაყოფლობითი?!


ცინიზმის აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს წულუკიანის განცხადება, რომ ბიომეტრიული პასპორტების აღება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების წინაპირობაა და საქართველოს მოსახლეობის ელექტრონულ (ჩიპიან) პირადობის მოწმობებზე გადაყვანა არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს!


ჯერ ერთი, ნებისმიერი დონის არჩევნები ფარსია და იგი უმეტეს შემთხვევაში წინასწარ დაგეგმილი შედეგებით მთავრდება, მეორეც, რატომ უნდა იყოს ჩემი სამოქალაქო აქტიურობა დამოკიდებული ჩემთვის მიუღებელი ელექტრონული ჩიპიანი მოწმობის აღება-არაღებაზე და რატომ უნდა მაიძულებდეს ამას საკუთარი სახელმწიფო?!


მე არ ვამტკიცებ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა - ე.წ. ID ბარათი- ანტიქრისტეს ბეჭედია (თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მხეცის ნიშანი - 666 - დატანებულია ამ ბარათზე და იგი სხვა „მნიშვნელოვან“ ინფორმაციებსაც შეიცავს), მაგრამ, რადგან მართლმადიდებელ მრევლში ამან პროტესტის გრძნობა გააჩინა, ხელისუფლება ვალდებულია ნებაყოფლობითი გახადოს აღნიშნული მოწმობის აღება და ალტერნატიული პირადობის მოწმობები დაუშვას!..


თუ ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგებით ვიმსჯელებთ, გამოკითხულთა უმრავლესობას (80%) არ სურს ჩიპიანი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ ID ბარათში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს.


საავტორო გადაცემის ავტორის ინგა გრიგოლიას რიტორიკულ კითხვაზე: რა არის ID ბარათი - კომფორტი თუ კონტროლი, თვით სასულიერო პირებმაც აღიარეს, რომ აღნიშნული მოწმობა კომფორტთან ერთად კონტროლის მექანიზმებსაც შეიცავს _ საუბარია ტოტალურ კონტროლზე, რომლითაც არსებითად იზღუდება პიროვნების უფლებები თვით ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ჩათვლით!..


ისევ ადრე დასმულ კითხვას დავუბრუნდები: რატომ გვაიძულებს მთავრობა აღნიშნული პირადობის მოწმობის აღებას მაშინ, როცა თვით ამერიკაში და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ არის შემოღებული ჩიპიანი ელექტრონული პირადობის მოწმობები, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში მისი აღება ნებაყოფლობითია?!


არის მოსაზრება, რომ ხელისუფლება სიტუაციას განგებ ამძიმებს (ამის დასტური თეა წულუკიანის კატეგორიული განცხადებაც იყო) და ამით სურს სერიოზული არჩევანის წინაშე დააყენოს მართლმადიდებელი მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთათვისაც მიუღებელია ჩიპიანი პირადობის მოწმობები.


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირადობის მოწმობის გარეშე გარდა არჩევნებში არმონაწილეობისა, ვერც საქმიან ურთიერთობებს განახორციელებ, მეტიც, ელემენტარულ ყოფით პრობლემებსაც ვერ მოაგვარებ, გამოდის, რომ საკუთარი მთავრობა საკუთარ ხალხს მოქალაქეობრივ აქტიურობას უზღუდავს. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ფაქტიურად ლუკმა-პურის გარეშე ტოვებს „ურჩ“ მოქალაქეთა არც თუ ისე მცირერიცხოვან არმიას!


საზოგადოებაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ დღევანდელმა (ივანიშვილის დანატოვარმა) მთავრობამ თავისი მზაკვრული წიაღსვლებით შეიძლება მალე გაუსწროს სააკაშვილის მთავრობას(?!)


მთელი უბედურება იმაშია, რომ ძალადობრივი რეჟიმის სრული განეიტრალების ლოზუნგით მოსული ხელისუფლება თვითონ ამკვიდრებს ძალადობას. რაც ყველაზე სახიფათოა, ეს ხდება ნანო ტექნოლოგიების, ანუ თანამედროვე კომფორტის პრაქტიკაში დანერგვის სახელით! (არადა, წულუკიანმა ID ბარათს „სულელი ბარათი“ უწოდა, რა თქმა უნდა, ჩვენს გასასულელებლად).





როგორც აღმოაჩინა წიკვინა ნათია კობერიძემ „ფაშისტი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე!


ახლა ისევ გრიგოლიას გადაცემას დავუბრუნდეთ. მართალია, ამ თემაზე დისკუსიის დაწყება ურიგო არ არის, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი - ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგების გამოკლებით.


ID ბარათების შემოღების მომხრეთა შემადგენლობა და მათი აგრესიული ტონი გვაფიქრებინებს, რომ თოქ-შოუს ავტორს თავისი „მძიმე არტილერია“ წინასწარ ჰყავდა დაქოქილი, რომელთა მიზანი ჩიპიანი ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღების მოწინააღმდეგეთა შეურაცხყოფა და მათი დისკრედიტაცია იყო. განსაკუთრებით დამთრგუნველი იყო წიკვინა ჟურნალისტების: ნინია კაკაბაძის, სოფო ნიკოლაიშვილის და მოდელირებული „ქრონიკის“ „სუპერ“-წამყვანის ნათია კობერიძის ხმის ჩახლეჩამდე დასული „აქტიურობა“, რომელიც აკადემიურობის (ზნეობის) ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. მე ნამდვილად მრცხვენია, რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან და ჟურნალისტის სახელს ატარებენ, თუმცა, მათ საქციელს არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან!


ნაცვლად იმისა, რომ გადაცემას დისკუსიის სახე მისცემოდა და ობიექტური დასკვნაც გამოგვეტანა, მათი წყალობით თოქ-შოუ ამაოების ბაზარს დაემსგავსა. არ ვიცი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული და რამდენად მიაღწია ინგა გრიგოლიამ დასახულ მიზანს, მაგრამ თუ საზოგადოების შეფასებით ვიმსჯელებთ, ეს იყო წინასწარ დადგმული შოუ უნიჭო და აგრესიული დასასრულით!..


რაც მთავარია, აშკარად გამოიკვეთა რა „ნესტრითაა“ ნაჩხვლეტი დღევანდელი მთავრობა და რა გასაქანი აქვს აგრესიას და სულიერ „პუტანკობას“ საქართველოში!


გარდა იმისა, რომ ქალბატონი ნათია კობერიძე საკმაოდ არაადექვატურად გამოიყურებოდა, მან გადაცემის მსვლელობისას გააკეთა უნიკალური განცხადება, როცა ცნობილი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ფაშისტად“ წარუდგინა საზოგადოებას და ამით ფაქტიურად შური იძია ID ბარათის მოწინააღმდეგეებზე.


მე არ მოვყვები გადაცემის მონაწილეთა შეფასებებს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ზოგიერთი რამ ჩემთვისაც მოულოდნელი იყო - დიახ, მოულოდნელი იყო „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილის პოზიცია - ID ბარათების აღება ნებაყოფლობითი უნდა გახდეს და ხალხს ალტერნატიული პირადობის მოწმობაც უნდა შევთავაზოთო, რასაც წულუკიანის გაღიზიანება მოჰყვა.


მოულოდნელი იყო მამა ბასილ ახვლედიანის ღია განცხადებაც, რომ ID ბარათები ადამიანზე ტოტალური კონტროლის საშუალებას იძლევა და იგი ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს...


საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმდენად გამოურეცხეს ტვინი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პანაცეა და მაქსიმალური კომფორტის მიღების საშუალება ჰგონია, მაგრამ უფრო მეტია იმათი რაოდენობა, ვინც უარს ამბობს აღნიშნულ „კომფორტზე“ (ჩიპიან ID ბარათზე) და ეჭვი შეაქვს საკუთარი ხელისუფლების აქტიურობაში.


მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის დასასრულამდე არ მომეცა კითხვის დასმის საშუალება, იქაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: რად გვინდა ჩვენ ისეთი ევროპა, რომელიც ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ წასვლას გვაიძულებს, რად გვინდა ჩვენ ისეთი მთავრობა, რომელიც ყურად არ იღებს საზოგადოების სამართლიან მოთხოვნებს და ცინიკურად აცხადებს, რომ ალტერნატიული პირადობის მოწმობების შემოღება დღის წესრიგში არ დგას!


P.S. ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის მაისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სავალდებულო ხდება ჩვილ ბავშვებზე მიკროჩიპის (ანტიქრისტეს ბეჭდის) ჩაყენება _ თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რატომ ვესწრაფვით ასე გამალებით იმ საერთაშორისო გაერთიანებაში გაწევრიანებას, რომელიც მართლმადიდებელ ერს საკუთარ მრწამსზე ხელის აღებას აიძულებს?! რატომ იღებს ასეთ ვალდებულებებს მთავრობა ხალხთან შეთანხმების, ხალხთან კონსულტაციის გარეშე?


როცა საქმე სახელმწიფოს პოლიტიკურ ორიენტაციას ეხება, მინიმუმ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს _ უნდა გაირკვეს: უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მოსახლეობა ასეთი ვალდებულებებით ევროკავშირში გაწევრიანებას!


ჩიპიანი ელექტრონული პირადობის მოწმობიდან მიკროჩიპამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია!


არჩევანი მართლმადიდებელმა მრევლმა უნდა გააკეთოს... დარწმუნებული ვარ, არჩევანი ასეთი იქნება- არა ID ბარათებს!




http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=9157&lang=ge&Title=%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90+%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97!

Комментариев нет:

Отправить комментарий